რა უნდა გვითვალისწინოთ შპს-ს რეგისტრაციამდე შეცვლილი კანონმდებლობით? – FSGROUP იურისტი

2022 წლის 1-ლი იანვრიდან ,,მეწრმეთა შესახებ’’ ახალი კანონი ამოქმედდა.
შპს-ს დაფუძნებისა და რეგისტრაციისათვის წესდებასთან ერთად ახალი კანონმდებლობით საჭიროა სადამფუძნებლო შეთანხმება.
ტერმინი სადამფუძნებლო შეთანხმება სამეწარმეო კანონში წარმოადგენს სიახლეს და განიმრტება, როგორც წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შედგება წესდებისა და სარეგისტრაციო მონცემებისაგან და რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ყველა პარტნიორი.
წესდება უნდა იყოს საწარმოს ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილების საჭიროებაც იშიათად უნდა დადგეს.
შედარებით ცვალებადი მონაცემები (მაგალითად, საწარმოს სახელწოდება, პარტნიორებისა და დირექტორების ვინაობა და სხვა) რეკომენდირებულია, მიეთითოს სადამფუძნებლო შეთანხმების სარეგისტრაციო მონაცემების ნაწილში.
ისევ ძალაშია სტანდარტული წესდებებიც, რომელიც უკვე დამტკიცებულია და ხელმისაწვდომია მაცნეს საიტზე.
რაც შეეხება, უშუალოდ წესდების აუცილებელ კომპონენტებს, კანონი შემოიფარგლება მინიმალური მოთხოვნებით და ადგენს, რომ წესდებაში აუცილებელია მიეთითოს საზოგადოების
– სამართლებრივი ფორმა
– საქმიანობის საგანი
– წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი (თუ ასეთი შეზღუდვა არესებობს)
– ინფორმაცია პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს.
და ა.შ.
აღნიშნული საკითხები მართალია სიახლეს არ წარმოადგენს თუმცა, სიახლეა ის, რომ კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ თუ პარტნიორთა შორის წესდების მიღმა არსებობს პარტნიორთა შეთანხმება, აუცილებლად უნდა მიეთითოს აღნიშნული წესდებაში.
მისი რეგისტრაცია კანონით არ არის მოთხოვნილი თუმცა მისი მითეთება წესდებაში სავალდებულოა. ეს მოთხოვნა ემსახურება კორპორატიული გამჭირვალობის გაზრდას და მესამე პირების ინტერესების დაცვას. თუ მაგალითად, მესამე პირი აპირებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდეს საწარმოსთან, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჯარო წყაროების მეშვეობით, მოიძიოს ყველა ის კორპორატიული დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და შემდგომ, მოლაპარკების საფუძველია, რამდენად მოხდება ამ დოკუმენტის მესამე მხრისთვის გაზიარება.
 საზოგადოების სახელი?
ნებისმიერი ტიპის საზოგადოებას შეუძლია სახელი განსაზღვროს თავისუფლად, ანუ ფანტაზიით.
აქამდე იყო შეზღუდვა, რომ ინდივიდუალური მეწარმის სახელში და სოლიდარული პასუხისმგებლობის სახელწოდებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო პარტნიორის ან ინდ.მეწარმის სახელი. ახალი კანონით ეს შეზღუდვა აღარ მოქმედებს და თავისუფლად არის შესაძლებელი სახელის განსაზღვრა, სურვილისამებრ.
გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ყველა მეწარმეს ევლება, რომ მათი საფირმო სახელწოდება გნსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებებისაგან.
ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად უმჯობესია, თუ მოხდება რეესტრის საჯარო ბაზების გადამოწმება ხომ არ არსებობს მსგავსი სახელით რეგისტრირებული საწარმო, რათა თავიდან ავირიდოთ ზემოთ აღნიშნული შემთხვევა.
ეს შეზღუდვა მოქმედებს იმ საწარმოებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრიდან გაივლიან რეგისტრაციას.
მანამდე რეგისტრირებული სწარმოებისათვის აღნიშნული საკითხის რეგულირება ნებაყოფლობითია.
 იურიდიული მისამართი
მნიშვნელოვანი სიახლე შეეხო იურიდიულ მისამართსაც, აქამდე საწარმოებს ჰქონდათ იურიდიული მისამართი ანუ რეგისტრირებული მისამართი რაც ამონაწერით ფიქსირდებოდა და შეეძლოთ ასევე ჰქონოდათ იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული ფაქტობრივი მისამართი სადაც ხდებოდა კორესპონდენციის ჩაბარება.
ახალი კანონი აზუსტებს ამ საკითხს და განმარტავს, რომ იურიდიული მისამართი უნდა იყოს საწარმოს ფიზიკური მისამართიც თუმცა, არ უნდა გავიგოთ ისე რომ კანონი იმპერატიულად მოითხოვს ამას, კანონის ამ ჩანაწერის მიზანი ისაა, რომ მითითებულ მისამართზე მოხდეს კორესპონდენციის ჩაბარება.
ეს ცვლილება განაპირობა საწარმოსთვის ჩასაბარებელი კორესპონდენციის ჩაბარების შეუძლებლობამ.

 ელქტრონული მისამართი
ელ.მისამრთის ნაწილშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. აქამდე სარეგისტრაციო დოკუმენტებში მიეთითებოდა ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც იყო სავალდებულო რეკვიზიტი ახლა უკვე, აღნიშნული მოთხოვნა აღარ არსებობს და მარეგისტრირებელი ორგანო, ანუ საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ პორტალზე თითოეული მეწარმე ისარგებლებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდით, რომლითაც მოხდება მეწარმე სუბიექტრთან კომუნიკაცია.
როგორც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, ასევე იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება 15 დღის ვადაში თუ მანამდე არ მოხდა ჩაბარების დადასტურება.
 განთავსებული კაპიტალი
ტერმინის თვალსაზრისით განთავსებული კაპიტალი სიახლეს წარმოადგენს, თუმცა შინაარსობრივად იგივეა რასაც წინა კანონი უწოდებდა საწესდებო კაპიტალს.
მთავარი ფუნქცია განთავსებული კაპიტალის არის ის, რომ მოახდინოს საზოგადოების საწყისი ფორმირება და შემდეგ უკვე ქონების შენარჩუნება. შენატანი შესაძლებელია იყოს როგორც ფულადი ისე არაფულადი სახით.
შპს-ს შემთხვევაში განთავსებული კაპიტალი სავალდებულო არ არის, თუმცა თუ შპს გადაწყვეტს, რომ ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი ასეთ შემთხვევაში ღირებულების განსაზღვრა აუცილებლად უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).
 ნომინალური ღირებულების მქონე და ნომინალური ღირებულების არმქონე წილები
შპს-ებს ახალი კანონით ასევე აქვთ უფლება ჰქონდეთ, როგორც ნომინალური ღირებულების მქონე ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები.
ნომინალური ღირებულების წილი არის ის წილი რომლისთვისაც მინიმალური ღირებულება განსაზღვრულია და ამაზე ნაკლები ოდენობით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს.
თუ საწარმოს აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების წილი ასეთ შემთხვევაში, გან
თავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა უდრიდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს.
იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს აქვს, როგორც ნომინალური ღირებულების მქონე, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები მაშინ, განთავსებული კაპიტალის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს.
თუ საწარმოს არ აქვს ნომინალური ღირებულების მქონე წილები და აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები შპს-ს შემთხვევაში შესაძლებელია, რომ განთავსებული კაპიტალის ოდენობა განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
თუმცა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თუ შპს გადაწყვეტს ჰქონდეს ნომინალური ღირებულების წილები აუცილებელია ჰქონდეს განთავსებული კაპიტალიც. ეს შპს არჩევანია ექნება თუ არა განთავსებული კაპიტალი.

ეს არის ნაწილი ცვლილებებისა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ საწარმოს რეგისტრაციამდე ან უკვე არსებული საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ახალ კანონმდებლობასთან მორგებამდე.

Tags

ასევე დაგაინტერესებთ