კომპანიის (ფირმის) რეგისტრაცია

კომპანიის (ფირმის) რეგისტრაცია

ა) მინდობილობის საფუძველზე

ბ) დამფუძნებლების ფიზიკური დასწრებით

მინდობილობის საფუძველზე შეიძლება დარეგისტრირდეს ფირმა (კომპანია), ისე რომ არ დამფუძნებლები არ იმყოფებოდენ საქართველოში.

დამფუძნებლების ფიზიკური დასწრებით – გულისხმობს მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას. ამ შემთხვევაში პარტნიორებს შორის რაიმე სახის დათქმა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი დაზუსტდეს.

ორივე შემთხვევაში წინასწარ მომზადებულ უნდა იქნას საბუთები. სასურველია წინასწარ წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია რა იქნება დაფუძნებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან დამოუკიდებელი კომპანია. აღნიშნულისთვის საჭირო საბუთები განსხვავდება მეწარმე სუბიექტის რეზიდენტობის მიხედვით.

ფირმის იურიდიული ფორმის შერჩევა.

გავითვალისწინებთ საქმიანობის სფეროს, მასშტაბს, პარტნიორთა შორის დათქმებს, ინვესტორების და დამფუძნებლების მოზიდვის გეგმებს, მომხმარებელების კატეგორიას. ამის მიხედვით განვახორციელებთ იურიდიული ფორმის შერჩევას და მოგახსენებთ რომელ ფორმას რა უპირატესობა აქვს თქვენი მიზნების განსახორციელებლად.

  1. in the case of an individual entrepreneur – “individual entrepreneur”;
  2.  in the case of a Joint liability company – “joint Liability company”;
  3. in the case of a Limited partnership – “Limited partnership” or “Commandite Company”
  4.  in the case of a Limited liability partnership – “Limited Liability Company” or “Ltd”; LLC;
  5.  in the case of a Joint-stock company – “joint-stock company” or “JSC”;
  6. in the case of a Cooperative – “cooperative” or “coop.”

სადამფუძნებლო დოკუმენტების (საბუთების) შედგენა

სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება, პარტნიორთა შეთანხმება.

ფირმის (კომპანიის) დაფუძნებისას კანონმდებლობა ითვალისწინებს 2 დოკუმენტის არსებობის აუცილებლობას.
სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია (1) სადამფუძნებლო შეთანხმება (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი), ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტია (2) წესდება, რომელსაც თავად სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი).

მესამე დოკუმენტი რომელიც შეძლება გაფორმდეს პარტნიორებს შორის არის პარტნიორთა შეთანხმება, თუმცა იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. თუკი პარტნიორებს შორის დადებულია პარტნიორთა შეთანხმება, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული წესდებაში.

 

პარტნიორების მოთხოვნების მიხედვით, პარტნიორთა შორის შეთანხმების წერილობითი გაფორმება. ახსნა – განმარტება  შეთანხმების.  შედგენილ  საბუთებთან დაკავშირებული საკანანმდებლო მიზნებისთვის მიმოხილვა.

ფირმის ერთი დამფუძნებლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება რაიმე სახის ტრაფარეტული სადამფუძნებლო საბუთები შეიქმნას, როგორიცაა „სადამფუძნებლო შეთანხმება“ და „წესდება“. მაგრამ, თუ  წილების განაწილებას აპირებთ სამომავლოდ ან  ორი დამფუძნებლი მაინც თუ ყავს კომპანიას, ამ შემთხვევაში სჯობს ინდივიდიულურად მიუდგეთ სადამფუძნებლო საბუთების შედგენას და გავითვალისწინოთ პარტნიორთა მოთხოვნები, როგორც ერთმანეთის მიმართ ისე კომპანიის აღმასრულებელ რგოლთან ხელმძღვანელთან (ხენმძღვანელებთან).

 

დამფუძნებლების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

გასათვალისწინებელია კომპანიის დამფუძნებლების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელებთან. რა თქმა უნდა მაშინ როდესაც კომპანიას ერთი  დამფუძნებელი ყავს და თანაც ეს ადამიანი ხელმძღვანელიც არის. სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს დამფუძნებლის მოთხოვნები ხელმძღვანელებისს მიმართ,  აგრეთვე უფლებები და მოვალეობები.

იურიდიული მისამრთით და სახელწიფო სტრუქტურებთან კორესპოდენციით მომსახურება.  კომპანიის რეგისტრაციისთვის აუცილებელია იურიდიული მისამართის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე. იურიდიული მისამართი გამოიყენება სახელმწიფო სტრუქტურების მიმოწერის და სხვა პირების წერილობითი კორესპოდენციის გადაცემას. ჩვენ იურიდიული მისამართის რეგისტრაციას ვახორციელებთ და აგრეთვე უზრუნველყოფთ იურიდიულ მისამართზე მოსულ მიმოწერის გადაცემას კომპანიის ხელმძღვანელობაზე და დამფუძნებლებზე.

 

მომსახურების ღირებულება:

  1. 1 საათი 170 ლარი.
  2. თუ არანაკლებ 4 საათიანი სამუშაო იქნება 1 საათი 160 ლარი, მინიმალური გადასახდელი თანხა 640 ლარი.

Tags

Similar posts