დღგ – დამატებული ღირებულების გადასახადი – ბუღალტერია

ბუღალტერი
დღგ – დამატებული ღირებულების გადასახადი

ზოგიერთი საკითხი მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ დაგეგმოს გადასახადები. ამჯერად განვიხილავთ  ცალკეულ შემთხვევებს, რომელიც დაგეხმარებათ დღგ-ს გადასახადის დაგეგმვაში.

ტექსტი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) დაყრდნობით, რომელიც მოქმედია 2023 წლის 24 აპრილისთვის.

ტექსტის გაცნობისას გაითვალისწინეთ საგადასახადო კოდექსის ცვლილებები. იმის გასაგებად, განხორციელდა თუ არა საკანონმდებლო ცვლილება რომელიც ეხება აღნიშნულ საკითხს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ელ. ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღგ-ის გადასახადი არის 18% (სსკ-ის 166-ე მუხლი).

თუ საქონელს ან მომსახურებას ვყიდით 100 ლარად, ვამატებთ 18 ლარს (100*18%=18).  მყიდველისგან მივიღებთ 118 ლარს. მყიდველისგან მიღებული თანხიდან დამატებულ ნაწილს 18 ლარს (18%) ვუხდით სახელმწიფოს. ამ მიზეზით დღგ მიიჩნევა არაპირდაპირ გადასახადად. გამყიდველი უხდის სახელმწიფოს, მაგრამ ახდევინებს მყიდველს (მომხმარებელს).

საგადასახადო კოდექსიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი შინაარსი: 100 ლარის მაგივრად ვყიდით 118 ლარად, სადაც 18 ლარი არის დღგ-ის ვალდებულება, 100 ლარი კი – შემოსავალი. ფორმულით გამოვიანგარიშებთ შემდეგნაირად: 100*(1+18%) = 118 ან         100 * 1.18 = 118.

ახლა გავეცნოთ ისეთ გამოთვლის წესს, რომელიც საგადასახადო კოდექსში დეტალურად არ არის განხილული – როდესაც ფასი მოიცავს დღგ-ის გადასახდს და უნდა გავარკვიოთ რამდენია დღგ-ის ვალდებულება. ასეთი  მიდგომა უფრო რეალურია გამოგვადგეს ვიდრე მაღლა მოყვანილი მაგალითთი, როდესაც ვამატებთ გასაყიდ ფასს 18%-ს. იმის თქმაა აუცილებელი, რომ რეალობაში ხშირად ისე ხდება, რომ ფასი მოციცავს დღგ-ს.  მაგალითი: გამყიდველი ყიდის მომსახურებას ან ნივთს 590 ლარად, იცის რომ მეტ ფასად ვერ გაყიდის, ასეთია ამ მომსახურების საბაზრო ფასი. ის დღგ-ის გადამხდელია. მან უნდა გაარკვიოს მისაღები თანხიდან (590 ლარიდან) რამდენი იქნება შემოსავალი და რამდენი იქნება გადასახდელი დღგ. მომხმარებლისგან მისაღები თანხის, 590 ლარიდან, დღგ იქნება 90 ლარი (590/118*18), შემოსავალი – 500 ლარი (590/1.18 ან 590-590/118*18).

 

დღგ-ის ჩათვლა

განვიხილოთ დღგ-ის ჩათვლა. დღგ-ის ჩათვლის სარგებლობის წესი განმარტებულია საგადასახადო კოდექსში, კერძოდ 176-ე მუხლში.

განვიხილოთ რას ნიშნავს დღგ-ის ჩათვლა და როგორ ხდება ის. აგრეთვე განვიხილოთ შესაბამისი მათემატიკური გამოთვლები.

ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში ვიგულისხმოთ, რომ “A” და “B” კომპანიები დღგ-ის გადამხდელები არიან, ერთმანეთთან აქვთ ოპერაციები, რომლებიც დღგ-ით იბეგრება. განვიხილოთ “A” კომპანიის ოპერაციები შემდეგი მიმდევრობით: ჩასათვლელი დღგ და ბიუჯეტში გადასახდელი დღგ. დღგ-ის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევა მაღლა განვიხილეთ.

 

ჩასათვლელი დღგ

მაგალითი #1.

უნდა დავგეგმოთ “A” კომპანიის ერთი ოპერაციიდან მოგება, დღგ-ის ვალდებულება, ჩასათვლელი დღგ, ბიუჯეტში გადასახდელი დღგ.

ვიგულისხმოთ, რომ “A” კომპანია ყიდულობს “B” კომპანიისგან საქონელს და შემდეგ ყიდის მას – ყიდულობს 590 ლარად და ყიდის 826 ლარად. შეძენის და გასაყიდი ფასი მოიცავს დღგ-ს.

შეძენისას  გვექნება ასეთი სურათი:

საქონლის შეძენისას გადასახდელი თანხა 590
თვითღირებულება 500
ჩასათვლელი დღგ 90

 

რეალიზაციისას გვექნება ასეთი სურათი:

საქონლის გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით 826
შემოსავალი 700
დღგ-ის ვალდებულება 126

 

მოგება ოპერაციიდან იქნება, სხვაობა შემოსავლის და გაყიდული საქონლის თვითღირებულებას შორის  – 200 ლარი (700-500).

ბიუჯეტში გადასახდელი დღგ იქნება დღგ-ის ვალდებულებასა და ჩასათვლელ დღგ-ს შორის სხვაობა – 36 ლარი (126-90).

 

ოთხი სახის ოპერაცია დღგს გადასახადის მიმართ

არსებობს ოთხი სახის ოპერაცია  დღგთან მიმართებით:  

  1. ოპეარაციები რომელიც იბეგრება დღგ-ს გადასახადით, 18%-ით.
  2. დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული;
  3. დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული;
  4. ოპერაციები რომელიც არ იბეგრება დღგ-ს გადასახდით.

 

  1. ოპეარაციები რომელიც იბეგრება დღგს გადასახადით.

მაღლა განვიხილეთ როგორ გამოითვლება დღგ-ს გადასახადი, როგორ ხდება ჩათვლა. განხილული გვაქვს სრულად იხილეთ „მაგალითი #1“.

  1. ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) 169-ე მუხლის მიხედვით გათავისუფლებული ბრუნვა არ ნიშნავს, რომ ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით, არამედ გამოყოფილია ის ოპერაციები, რომლებიც იბეგრება, მაგრამ გათავისუფლებულია. ხოლო ოპერაციები რომელიც არ იბეგრება განცალკევებით განვიხილოთ.

დღგ-სგან გათავისუფლება სსკ მიხედვით ორი სახის არის: ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. იხილეთ სსკ 170, 171 და 172 მუხლები.

განვიხილოთ მაგალითი, რომელიც დაგვეხმარება ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების გარკვევაში.

მაგალითი #2.

კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი და სხვა დღგ-თი დასაბეგრ საქმიანობასთან ერთად  ეწევა შემდეგ მომსახურებას: „ავადმყოფისთვის ან დაშავებული პირისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებით“; (სსკ მუხლი 170, „დ“ პუნქტი). ეს მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე. ამ მომსახურებისთვის ის შეიძენს საწვავს. საწვავის მომწოდებლისგან იღებს ანგარიშფაქტურას. დავუშვათ, რომ  მომსახურებით იანვრის თვეში მიიღო 1 200 ლარი, ხოლო შეიძინა 590 ლარის საწვავი, სადაც 90 ლარი დღგ-ის გადასახადია გამოყოფილი. ამ შემთხვევაში კომპანია ვერ ჩაითვლის დღგ-ს და მისი საწვავის თვითღირებულება  მთლიანად იქნება 590 ლარი. კომპანიის ოპერაციიდან მიღებული მოგება იქნება 610  (1200 – 590) ლარი.

ზემოაღნიშნული ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს უფლება არ აქვთ ჩაითვალონ დღგ, ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

 

  1. ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები:

მაგალითი #3. კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი და სხვა დღგ-თი დასაბეგრ საქმიანობასთან ერთად  ეწევა შემდეგ მომსახურებას: საწვავს აწვდის ღია ზღვაში თევზჭერისთვის განკუთვნილ გემს.  ეს მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით (სსკ მუხლი 172, 1 ნაწილის „ა“ პუნქტი). ამ მომსახურებისთვის ის შეიძენს საწვავს.    საწვავის მომწოდებლისგან იღებს ანგარიშფაქტურას. დავუშვათ, რომ მაღლა აღნიშნული მომსახურებით იანვრის თვეში მიიღო 1 200 ლარი, ხოლო შეიძინა 590 ლარის საწვავი, სადაც 90 ლარი დღგ-ის გადასახადია გამოყოფილი. ამ შემთხვევაში კომპანია ჩაითვლის დღგ-ს გადასახადს და მისი საწვავის თვითღირებულება   იქნება 500 ლარი. კომპანიის ოპერაციიდან მიღებული მოგება იქნება 700  (1200 – 500) ლარი. 90 ლარი აუღიარდება საგადასახადო ზედმეტობაში და გამოიყენებს სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

 

  1. ოპერაციები რომელიც არ იბეგრება დღგ-ს გადასახდით.

მაგალითი #4. “A’ კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი და სხვა დღგ-თი დასაბეგრ საქმიანობასთან ერთად   ეწევა შემდეგ მომსახურებას. კერძოდ ვებ გვერს ქმნის და აწვდის არარეზიდენტ პირს უცხოეთში.  სსკ 157 მუხლის ჟ პუნქტის (ჟ.ა ქვეპუნქტის) მიხედვით ეს ოპერაცია ითვლება ელექტრონულ მომსახურებად,  ვინაიდან უცხოეთში ხდება მიწოდება  სსკ 175 მუხლის, მე-2 ნაწილის, ა პუნქტით არ იბეგრება დღგ-ს გადასახადით. ვიგულისხმოთ, რომ ამ მომსახურებაში არარეზიდენტი პირი         უხდის 1200 ლარს, ხოლო ვებ გვერდის ნაწილს ქმნის დღგ-ს გადამხდელი „B” კომპანია, 590 ლარად აწვდის ანგარიშფაქტურით “A”-ს. მიუხედავათ იმისა რომ ეს ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ს გადასახადით,  “A” კომპანია ჩაითვლის 90 ლარ დღგ-ს და გამოიყენებს სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულების დასაფარად.  ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ოპერაცია რომელიც არ იბეგრება დღგ-ს გადასახადით იმ მიზეზით ვინაიდან არარეზიდენტს ვემსახურებით უცხოეთში წააგავს დღგ-ს ჩათვლის უფლებით ოპერაციას.

შემდგომში განვიხილავთ დღგ-ს პროპორციულ ჩათვლას

 

 

Similar posts