საკონსულტაციო მომსახურება

FSG გთავაზობთ თქვენს საქმიანობაზე მორგებულ საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • სააღრიცხვო და ფინანსური კონსულტაცია – ეს მომსახურება მოიცავს ნებისმიერ სააღრიცხვო საკითხთან დაკავშირებით ოპერატიული და სიღრმისეული გადაწყვეტილების შემოთავაზებას. კონსულტაციის ფორმა და სიხშირე სრულად არის დამოკიდებული თქვენს მოთხოვნებზე. კონსულტაცია შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი და სატელეფონო.
  • საგადასახადო კონსულტაცია – დაგეგმეთ თქვენი საოპერაციო საქმიანობა ყველა საგადასახადო რისკის გათვალისწინებით. FSG შემოგთავაზებთ ოპტიმალურ გზას საგადასახადო რისკების და დანახარჯების შემცირებისათვის.
  • კონსულტაცია დამწყები ბიზნესისათვის – FSG დამწყები ბიზნესისათვის გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო პაკეტს, რაც მოიცავს მხარდაჭერას კომპანიის რეგისტრაციაში და მესამე მხარეებთან კომუნიკაციაში, საგადასახადო და სააღრიცხვო დაგეგმვას, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, კომპანიის სტრუქტურის, თანამშრომლების პასუხისმგებლობების და უფლებამოსილებების შემუშავებას, შიდა პროცედურების დაგეგმვას.
  • კონსულტაცია კომპანიის მართვაზე – FSG გთავაზობთ მენეჯერული დაგეგმვისას ექსპერტის მომსახურებას. თქვენთვის მნიშვნელოვან მმართველობით და საოპერაციო საკითხებზე ჩვენ შემოგთავაზებთ ეფექტურ გადაწყვეტილებებს და დაგემხარებით საუკეთესო გამოცდილების თქვენს კომპანიაში დანერგვაში.
  • კონსულტაცია ინვესტიციების მოზიდვაზე – FSG დაგეხმარებათ მოიზიდოთ თქვენთვის სასურველი ინვესტიციები, ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
  • კონსულტაცია კრედიტის და სესხის მოპოვებაზე – დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის სესხის მიღებასა და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში.
  • კონსულტაცია საწარმოს ფინანსურ ეფექტურობაზე – FSG შეისწავლის თქვენს საქმიანობას და დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ დამატებითი შესაძლებლობები და რესურსები, თქვენი საქმიანობის ოპტიმალურად და ეფექტურად წარმართვისათვის.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა – FSG უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას გთავაზობთ თქვენთვის სასურველი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისას.  FSG დაგეხმარებათ თქვენ საქმიანობას მოარგოთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა.