საბუღალტრო მომსახურება

FSG გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ბუღალტრულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • სრული ბუღალტერია – ბუღალტრული მომსახურება დისტანციურად – ეს მომსახურება მოიცავს ბუღალტრულ პროგრამაში ჩანაწერების წარმოებას, შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის ორგანიზებას, ყველა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მენეჯმენტს. ნებისმიერი ოპერაციის წინასწარ განხილვას საგადასახადო მიზნებისათვის და მენეჯმენტისათვის რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. თქვენი მთავარი ბუღალტერი FSG-ში მუდამ მზად იქნება უპასუხოს თქვენთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ კითხვას.
  • მთავარი ბუღალტრის მომსახურება – FSG-ის თანაშრომელი უხელმძღვანელებს და პასუხისმგებელი იქნება თქვენი ბუღალტრული სამსახურის საქმიანობაზე. დაგეხმარებათ საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხების სრულყოფაზე.
  • ბუღალტერიის აღდგენა – ეს მომსახურება მოიცავს წარსული პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერების და პირველადი დოკუმენტაციის აღდგენას საგადასახადო რისკების შემცირებისათვის, ჩაბარებული საგადასახადო დეკლარაციების სისწორის დადგენას და შესაბამისი კორექტირებების შეთავაზებას.
  • ბუღალტრული ზედამხედველობა და მონიტორინგი – FSG გთავაზობთ გამოცდილი ბუღალტრის მიერ თქვენი ბუღალტერიის ზედამხედველობას. FSG პასუხისმგებელი იქნება აღნიშნული მომსახურების ფარგლებში განხილულ ოპერაციებზე. მომსახურების ფორმა სრულად დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე და შეიძლება მოიცავდეს, როგორც დისტანციურ მომსახურებას მხოლოდ დეკლარაციების ჩაბარებისას, ისე ნებისმიერი პერიოდულობით ბუღალტრის თქვენს ოფისში მოსვლასა და ადგილზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ეს მომსახურება მორგებულია ორგანიზაციის მენეჯმენტის მოთხოვნებზე და საქმიანობის სპეციფიკაზე.
  • დეკლარირება და ინფორმაციის წარდგენა სხვადასხვა ორგანოებთან – FSG გთავაზობთ დახმარებას ნებისმიერი სახის ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან.
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება – საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით FSG დაგეხმარებათ თქვენ საქმიანობაზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში, რაც გამოგადგებათ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნების შესრულებისას.

საბუღალტრო მომსახურების ხარისხის კონტროლი ყველა მიმართულებით FSG-ში ხორციელდება აუდიტის განყოფილების მიერ, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და ეფექტურ მომსახურებას კომპანიისათვის.