როგორ ვიპოვოთ ბუღალტერი ან ბუღალტრული კომპანია? – FSGROUP ბუღალტერი

საბუღალტრო მომსახურება  –  ბუღალტრული მომსახურება

როგორ ვიპოვოთ ბუღალტერი ან ბუღალტრული კომპანია? ვინ გაგვიწევს ბუღალტრულ მომსახურებას? ბუღალტრის მაძიებლებს, ხშირად, საძიებო სიტყვაც კი  არასწორად აქვთ შერჩეული. ეძებენ „საბუღალტრო მომსახურებას“, როდესაც სწორი ფორმა „ბუღალტრული მომსახურება“ ან „ბუღალტრის მომსახურებაა“. ბუღალტრის მოძიება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ მთავარია მათ შორის ისეთი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამისათვის სასურველია იცოდეთ რა მოითხოვოთ, რა სამუშაო უნდა შეასრულოს და რა სახის მოვალეობები უნდა დაეკისროს ბუღალტერს.

სრულფასოვანი ბუღალტრული მომსახურება რომ მიიღოთ, სასურველია დაიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა:

ბუღალტრის მომსახურება

  • პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა მოსთხოვოთ ბუღალტერს. რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევს მას და რა მოვალეობები დაეკისრება.
  • განისაზღვროს ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა, როგორც ბუღალტრის ისე ხელმძღვანელობის მხრიდან.
  • განსაზღვროთ სად გადის სამუშაოს შესრულებისას მოვალეობების ზღვარი კონკრეტული ინფორმაციის დამუშავების პერიოდში, ბუღალტერსა და იმ თანამშრომლებს შორით, რომელთა სამუშაო იმ რგოლებს მიეკუთვნება, ვინც ბუღალტერთან (საბუღალტრო განყოფილებასთან) ინფორმაციას ცვლის. დეტალურად უნდა გაიწეროს რა სახით მოხდება ბუღალტერთან ინფორმაციის მიმოცვლა.
  • უნდა განისაზღვროს რა სახის ინფორმაციას წარუდგენს ის ხელმძღვანელობას, დამფუძნებლებს, კრედიტორებს და ფინანსურ ინსტიტუციებს, სახელმწიფო დაწესებულებებს  და რა პერიოდულობით მოხდება ამ ინფორმაციის მიმოცვლა.
  • დარწმუნდით აქვს თუ არა ბუღალტერს სათანადო კვალიფიკაცია. აუცილებელია მიიღოთ სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებთან მცირე მიმოხილვა სამუშაოს შესრულების თაობაზე. წინასწარ გარკვეული უნდა იყოს დასჭირდება თუ არა ბუღალტერს დამატებითი კონსულტანტი სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებში.
  • რამდენად ხანგძლივი და სტაბილური იქნება მისგან მიღებული მომსახურება.
  • როგორ დაიწყებს სამუშაოს და რა სახით მოითხოვს წინამორბედისგან ინფორმაციის მიღებას. სასურველია წარმოადგინოს წინა ბუღალტრისაგან გადმობარების გეგმა. რა სახით აპირებს ინფორმაციის გაცვლას თანამშრომლებთან.
  • საჭიროების შემთხვევაში, როგორ გადააბარებს ინფორმაციას შემცვლელს.
  • სასურველია დაიდოს ბუღალტრული მომსახურების ხელშეკრულება. თუ ყვლა საკითხი ხელშეკრულებაში ვერ გაიწერება, ამიტომ ხელშეკრულების გარდა, დამატებით, დანართის სახით მოთხოვნების წერილობითი ფორმით შედგენაა აუცილებელი.

მოკლევადიან პროექტებში მიმართავენ დროებით, ერთჯერად ბუღალტრულ მომსახურებას. აგრეთვე დამწყები (სტარტაპზე მყოფი) კომპანიები, ვიდრე მუდმივ ბუღალტერს იპოვიან, წინა პერიოდის ბუღალტერიის აღდგენისას მიმართავენ ერთჯერად მომსახურებას. საბოლოოდ ყველა მომსახურება უკავშირდება ბუღალტრული მომსახურების ხარისხს და ფასს.

ერთჯერადი მომსახურების მიღებისას იყენებენ ანაზღაურების განსაზღვრის მეთოდებს, როგორებიცაა:

  • სამუშაო მოცულობის მეთოდი.
  • საათობრივი ანაზღაურება.
  • ანაზღაურება შემოსავლის პროცენტის მიხედვით.
  • უფასო ბუღალტრული მომსახურება, იგივე უფასო „საბუღალტრო მომსახურება“ ან „უფასო საბუღალტრო კონსულტაცია“.

სამუშაო მოცულობის განსაზღვრა ყველაზე გავრცელებული მეთოდია – ეს მეთოდი ოპერაციების სირთულის, პირველადი საბუთების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ეს ყველაზე სრულყოფილი და გავრცელებული მიდგომაა. ეს მეთოდი გამოიყენება, როდესაც შესაძლებელია სამუშაო მოცულობის განსაზღვრა.

 

საათობრივი ანაზღაურება. ეს მეთოდი უფრო საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან კონსულტაციის დროს არის მისაღები. ბუღალტრული მომსახურებისას, საათობრივ ანაზღაურებას თავს  არიდებენ ხოლმე. დამკვეთის მხრიდან თავის არიდებას გამართლება აქვს, რადგან რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა დრო დასჭირდება კონკრეტულ მომსახურებას. აქედან გამომდინარე რა თანხის გადახდა მოუწვევს წინასწარ გაურკვეველია, მიზანი სრულად მიიღწევა თუ არა ნაკლებად სარწმუნოა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია საათობრივი ანაზღაურება.

ანაზღაურება შემოსავლის პროცენტის მიხედვით. ეს მიდგომა არასამართლიანია და ხშირ შემთხვევაში დამკვეთის მხრიდან ზედმეტ ხარჯებთან არის ხოლმე დაკავშირებული. ამ მეთოდით მომსახურების ღირებულების განსაზღვრა, შეთანხმებით  შესაძლებელია შედგეს იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს მოცულობას ვერ საზღვრავენ.

უფასო ბუღალტრული მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფასიან მომსახურების ნაწილია, შეიძლება ბუღალტრის პასუხისმგებლობასთან იყოს დაკავშირებული და მაღალი ხარისხითაც შესრულდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შეიძლება ერთი პირი ბუღალტრულ მომსახურების რაღაც ნაწილს უფასოდ უსრულებდეს დამკვეთს. სრული უფასო ბუღალტრული მომსახურება ორმხრივ უპასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ასეთი სახის მომსახურება ორმხრივ მიუღებელია. არასასურველი შედეგი მაშინ ვლინდება, როდესაც სხვა ბუღალტერზე ხორციელდება საქმის გადაბარება ან რაიმე სახის ინფორმაციაა წარსადგენი მესამე პირებთან.     

ერთჯერადი ბუღალტრული მომსახურება – მიმოხილვა

ერთჯერადი ბუღალტრული მომსახურება ძირითადად დაკავშირებულია წინა პერიოდის სააღრიცხვო და საგადასახადო თემების აღდგენა – გამოსწორებასთან ან  დროებით, მიმდინარე პერიოდის ბუღალტერიის წარმოებასთან და შემდგომ განსაზღვრული ან განუსაზღვრელი პერიოდის გასვლისას, სხვა ბუღალტერზე  გადაბარებასთან. პირველი უფრო მეტი სირთულით გამოირჩევა, რადგან წინა პერიოდის ინფორმაციის მოპოვება  დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს და ასევე შესრულებული სამუშაოს სხვა ბუღალტერზე გადასაბარებლად მომზადებას და გადაბარების პროცესს მოიცავს, ხოლო ასევე, როგორც აღვნიშნეთ, დროებით ბუღალტრის დაქირავებას  უკავშირდება და მიმდინარე სამუშაოების ჩატარების და შემდეგ გადაბარებასაც მოიცავს.

ეს შემთხვევაც დამატებით დროის ხარჯვას უკავშირდება. ორივე შემთხვევაში განსხვავებით იმ ბუღალტრებისგან, ვინც მიმდინარე ბუღალტერიას აწარმოებს, მათ ზედმეტი სამუშაოს შესრულება უწევთ. ერთჯერადი დაქირავებული ბუღალტრული მომსახურება  ყოველთვის მეტ კვალიფიკაციას და დაძაბულ შრომას მოითხოვს. ყოველივე ამისათვის, ერთჯერადია თუ მუდმივი დაქირავებისთვის, აუცილებელია განვსაზღვროთ ბუღალტრის უფლებამოვალეობა, რომელიც ქვემოთ არის განხილული. დროებითი და ერთჯერადი მომსახურება ხშირად უკავშირდება საათობრივ ანაზღაურებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე წინა პერიოდის აღდგენას ეხება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა პერიოდის აღდგენას რა დრო დაჭირდება და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, არ არის წინასწარ განსაზღვრული, ჩვენთან იშვიათად იყენებენ  საათობრივ ანაღრაურებას, მაგრამ არსებობს გარემოებები როდესაც საათობრივი ანაზღაურება მისაღებია. საათობრივ ანაზღაურებას ერიდება დამკვეთი, მაგრამ როდესაც სამუშაოს დრო არ შეიძლება განისაზღვროს 30%  დროის და შრომის რესურსის გადახრის სიზუსტით, სხვა გამოსავალი აღარ რჩება და საათობრივ ანაზღაურებაზე დებენ ხელშეკრულებას. ამავე მიზეზით დებენ ხელშეკრულებას შემოსავლის ან ხარჯების პროპორციის მიხედვით ანაზღაურებისას.

ბუღალტრული მომსახურების ფასები

ბუღალტრული მომსახურების ფასი გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ყველა საბუღალტრო კომპანიას თავისი მიდგომა აქვს. მაგრამ ფასის დადგენისათვის ყველასათვის გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  1. რა სირთულის არის სამეურნეო მიზნებისთვის სააღრიცხვო და საგადასახადო ოპერაციები.
  2. რა დრო დასჭირდება, დღეში სრული 8 საათი? რამდენი ადამიანის ჩართვას საჭიროებს.

არის კიდევ მნიშვნელოვანი მიზეზებიც, მაგალითად, რამდენად სრულყოფილად ასრულებს ბუღალტერი თავის მოვალეობას. ბუღალტრების მოვალეობა მხოლოდ თვის დასასრულს დეკლარაციების ჩაბარებით და შემოსავლების აღრიცხვით არ შემოიფარგლება. შესაძლოა დამქირავებელს ბუღალტრის სამუშაოზე წარმოდგენა ჰქონდეს, რომ ბუღალტრის მომსახურებას მისაღებ ფასში იღებს, მაგრამ საბოლოოდ უფრო ძვირი გამოსდის, როდესაც აღმოაჩენს, რომ არასრულ ინფორმაციას ფლობს თავის კომპანიის შესახებ ან როდესაც საგადასახადო შემოწმების მოსვლისას აღმოაჩენს, რომ მნიშვნელოვან საგადასახადო თემებზე არასრულყოფილ ინფორმაციას აქვს მოწოდებული. საბოლოოდ, ასეთი მომსახურება უფრო ძვირადღირებული გამოდის, ვიდრე ბუღალტრის მიერ სრულყოფილად შესრულებული მოვალეობა და ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დამკვეთისთვის მიწოდება.

  1. ბუღალტრის უფლება – მოვალეობა

უნდა ვიცოდეთ, რა მინიმალური მოვალეობები უნდა დაეკისროს და რა უნდა მოვთხოვოთ ბუღალტერს:

  • ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება.
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება – ჩაბარება, სხვა სახელმწიფო სამსახურებთან ინფორმაციის წარდგენა.
  • მოთხოვნების (დებიტორების), აქტივების, ვალდებულებების (კრედიტორების, სესხების) და სხვა საბალანსო ნაშთების სისტემატიური კონტროლი.
  • პერიოდულად, თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ მაინც ფინანსური უწყისების შედგენა მენეჯმენტისთვის.
  • მენეჯმენტთან ერთად, წელიწადში ერთხელ მაინც ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, დამფუძნებლებისთვის და მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებისთვის.
  • მზად უნდა იყოს ფინანსურ ინსტიტუციებს (ბანკს, სადაზღვეო კომპანიას) წარუდგინოს ინფორმაციის ფინანსური საკითხები.
  • დაეხმაროს და ინფორმაცია მოუმზადოს მენეჯმენტს ბიუჯეტის შედგენაში, გადასახადების და სააღრიცხვო თემების დაგეგმვაში.
  • პასუხისმგებელი უნდა იყოს მიმდინარე სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხების სწორად წარმართვაზე.
  • თუ ბუღალტერი რაიმე საკითხში არაკომპეტენტურია ან დროში ვერ ეტევა, აუცილებლად დროულად უნდა აღიაროს. ამას მოითხოვს ბუღალტრის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

 

ბუღალტერს შესაძლებელია მცირე (პატარა) ზომის კომპანიაში  შეთავსებული ჰქონდეს ფინანსური მენეჯერის მოვალეობები. ესეც წინასწარ უნდა იყოს გარკვეული დამქირავებელსა და დაქირავებულ ბუღალტერს შორის, ან ბუღალტრულ კომპანიას შორის:

  • დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა, ბიუჯეტის შემდგომი მეთვალყურეობა.
  • ანალიზი გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტის ან სესხის აუცილებლობაზე, ასევე კრედიტების და სესხების  მიღების შესაძლებლობაზე.
  • დაეხმაროს მენეჯმენტს კრედიტის მოპოვებაში.
  • დაეხმაროს მენეჯმენტს ახალი პროექტის შესაძლო მომგებიანობის განსაზღვრაში.

მსგავსი პოსტები