fbpx Skip to main content Skip to search

Legal Services

იურიდიული მომსახურება

FSG გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და საშემფასებლო მომსახურებასთან ერთად. ჩვენი გუნდი უწევს იურიდიულ პირებს (კომპანიებს) და ფიზიკურ პირებს სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც მოიცავს მრავალმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების წარმოებას, სამართლებრივი რისკების შეფასებას და მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად ოპტიმალური გზების შეთავაზებას.

იურიდიულ პირებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას კომპანიის დაფუძნების მომენტიდან შემდგომი ფუნქციონირების ეტაპებზე წარმოშობილი კორპორაციული საქმიანობის ფარგლებში.  ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ტრანზაქციების მართვა,  წარმოადგენს ჩვენი ფირმის სპეციალისტების უმთავრეს მიმართულებას.

FSG-ის საქმიანობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ნებისმიერი სახის კომერციული გარიგების შედგენით და შემდგომი მონიტორინგით. აღნიშნული საქმიანობის განხორცილებისას ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტის სასარგებლოდ რისკების მინიმიზაციასა და შედეგის ოპტიმალურობას.

ჩვენი გუნდის წევრები წარმოადგენენ კლიენტებს სახელმწიფო ორგანოებსა და  კერძო სტრუქტურებთან.

FSG -ის იურიდიული მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

  • სამეწარმეო სამართალი
  • საგადასახადო სამართალი
  • ადმინისტრაციული სამართალი
  • შრომის სამართალი
  • სახელშეკრულებო – გარიგებებთან დაკავშირებული სამართალი