ბუღალტრის ვაკანსია
2 ვაკანსია:
აუდიტორული კომპანია „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის სფეროა მევენახეობა, მეღვინეობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 (ორშ-პარ)
სახელფასო განაკვეთი: ანაზღაურება მინიმუმ 2000 ლარიდან კვალიფიკაციის შებამისად
მისამართი: ქალაქი თელავი.
- მოვალეობები:
ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება: - სასაქონლო მატერიალური მარაგების მოძრაობის აღრიცხვა.
- მთავარი ბუღალტრის მიერ სხვადასხვა ბურალტრული ჩანაწერების და დავალებების შესრულება, როგორიცაა: მასალების მიღების, გახარჯვის, წარმობის ჩანაწერების, სოფლის მეუნეობისთვის გამოსაყენებელი სასაქონლო მატერიალური მარაგების მიღების, გახარჯვის, კაპიტალიზებადი დანახარჯების აღრიცხვის შესრულება. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა საბუთების (პირველადი საბუთების) შექმნა.
- პირველადი საბუთების მოწესრიგება და არქივის შექმნა მოთხოვნის მიხედვით. საბუთების წარდგენა შიდა და გარე მომხმარებლებთან.
- ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.
- ბანკის და სალარო ოპერაციების ჩანაწერების შესრულება.
- ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა.
- დებიტორებთან და კრედიტორებთან შედარება, წერილობითი გაფორმება.
- ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვა, გადაფასებების შედეგების გამოთვლა და შესრულება.
- მოთხოვნისამებრ სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება.
- დეკლარაციების შევსებისთვის საჭირო ინფორმაციის შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საღვინე მეურნეობაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- საბუღალტრო პროგრამა მუშაობის გამოცდილება. სასურველი 1C ბალანსი გამოცდილება.
- საბუღალტრო განყოფილებაში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ოფისის პროგრამების (Word, Excel) საშუალო დონეზე ცოდნა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა, სასაუბრო.
კანდიტატები გაივლიან ტესტირებას.
უპირატესობა მიენიჭება პირებს ვინც დაგვარწმუნებს, თავი გაართვას მევენახეობა- მეღვინეობის სფეროს კომპანიის ბურალტერიის წარმოებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი ავტობიოგრაფია (რეზიუმე) გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. ელექტრონულ წერილს სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. კომპანიის საიტი: fsgroup.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეს გამოგზავნიდან 8 დღის ვადაში.
გისურვებთ წარმატებებს!