უძრავი, მოძრავი ქონების, ბიზნესის და კომპანიის შეფასება
მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასება

ქონების შეფასება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია. ეს გადაწყვეტილებები დაკავშირებულია ქონების ყიდვასთან, გაყიდვასთან, კომპანიების შერწყმასთან, წილის დადგენასთან და სხვა.

საქართველოში, ბოლო ოცი წლის განვითარების ეტაპზე გაჩნდა მოთხოვნა საშემფასებლო საქმიანობობაზე. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში კი გაიზარდა მომსახურების ხარისხი ამ სფეროში, რაც განაპირობა საშემფასებლო სერვისზე მოთხოვნის ზრდამ.

საშემფასებლო საქმიანობა საკონსულტაციო-აუდიტურ მომსახურებასთან დაკავშირებული სფეროა.

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს დაფუძნების დღიდან. კომპანია თვალყურს ადევნებს საშემფასებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ცვლილებებს.

აღნიშნულ მიმართულებას FSG-ის სხვა მომსახურებებთან ერთად ხელმძღვანელობს გუნდი, რომლის წარმომადგენლებსაც აქვთ კომპანიაში მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება.

ქონების შეფასების პროცესში შემფასებლებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებენ სხვა დარგის სპეციალისტები (იურისტები, აუდიტორები).

 

FSG-ის საშემფასებლო მომსახურების ძირითადი მიმართულებები: