ბიზნესის ზრდასთან ერთად ბუღალტრული აღრიცხვა ნებისმიერი კომპანიის ფუნქციონირების მნიშვნელოვან ბირთვად ყალიბდება. თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესებში ხშირად გვხვდება ერთნაირი შეცდომები, რომლებიც აფერხებს სანდო ფინანსური ინფორმაციის წარმოებას და ხშირად იწვევს საგადასახადო ან ფინანსური რისკების ზრდას. დღეისათვის სააღრიცხო და საგადასახადო საკითხები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
FSGROUP-ის პრაქტიკაში, გამოცდილებით, ამ შეცდომების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კომპანიას აქვს გამართული საბუღალტრო პოლიტიკა და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმი.
1. საბუღალტრო პოლიტიკის არქონა
ბევრ საშუალო და მცირე კომპანიას არ აქვს წერილობითი ფორმით გაწერილი, დამტკიცებული საბუღალტრო პოლიტიკა. ეს იწვევს:
სხვადასხვა თანამშრომლის განსხვავებულ წესებით მოქმედებას, აღრიცხვის განსხვავებული მიდგომით წარმოშობილ დარღვევბს.
ანგარიშგების არათანმიმდევრობას
სირთულეებს აუდიტის ან საგადასახადო შემოწმებისას
რეკომენდაცია: შეიმუშავეთ წერილობითი საბუღალტრო პოლიტიკა IFRS for SMEs-ის საფუძველზე, სადაც განსაზღვრული იქნება აღრიცხვის მეთოდები, შეფასების პრინციპები და ანგარიშგების პერიოდულობა.
2. პირველადი დოკუმენტაციის გაუმართაობა
ბუღალტრული აღრიცხვის გამართვა იწყება პირველადი დოკუმენტის სრულყოფილად შედგენით. ხშირად:
ინვოისები არ ემთხვევა რეალურ ოპერაციებს
დოკუმენტები გვიანდება ან არ ინახება ელექტრონულად
კონტრაქტები არ შეიცავს აუცილებელ ფინანსურ პირობას
რეკომენდაცია: შექმენით დოკუმენტბრუნვის სისტემა (ელექტრონული ან ფიზიკური) და დანერგეთ დოკუმენტების არქივაციის პროცედურა.
3. შემოსავლებისა და ხარჯების არასწორი კლასიფიკაცია
მცირე კომპანიებში ხშირად ერევათ საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯები. მაგალითად, მფლობელის პირადი ხარჯები აისახება კომპანიის ბალანსზე. ეს არღვევს ფინანსური შედეგების სანდოობას.
რეკომენდაცია:
განასხვავეთ:
• საოპერაციო ხარჯები (იჯარა, ხელფასი, საპროცენტო ხარჯი)
• არასაოპერაციო ხარჯები (სესხის პროცენტი, აქტივის გაყიდვა და სხვ.)
და განსაზღვრეთ ანგარიშთა გეგმა IFRS for SMEs-ის სტრუქტურის მიხედვით.
4. მარაგებისა და აქტივების არასწორი შეფასება
ხშირად მარაგები აღირიცხება შესყიდვის ფასით, თუმცა რეალური ღირებულება იცვლება. გძელვადიან აქტივზე არასწორად დარიცხული ცვეთა ან გაუფასურებული აქტივი ამახინჯებს ბალანსს.
რეკომენდაცია:
• აქტივები და მარაგები პერიოდულად გადააფასეთ
• გამოიყენეთ საიმედო შეფასების მეთოდები (FIFO, საშუალო შეწონილი, ინდივიდუალური მეთოდი). უმოქმედო და გამოუყენებელი აქტივები დროულად ჩამოწერეთ.
5. ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო აღრიცხვის შერევა
ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა. კომპანიები ბუღალტრულ აღრიცხვას ხშირად მხოლოდ საგადასახადო მიზნებით აწარმოებენ. ფინანსური ანგარიშგება კი უნდა ემყარებოდეს IFRS for SMEs-ის პრინციპებს, ხოლო საგადასახადო აღრიცხვა — საგადასახადო კოდექსს.
რეკომენდაცია: განსხვავებული მიზნებისთვის გამოიყენეთ ცალკე ბუღალტრული რეგისტრები. ფინანსური ანგარიშგება არ უნდა იყოს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშგების ასლი.
დასკვნა
მცირე კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების დარღვევა ძირითადად გამომდინარეობს რესურსების ნაკლებობიდან და კონტროლის სისუსტიდან. თუმცა სწორი მიდგომით და პროფესიული მხარდაჭერით შესაძლებელია ყველა ამ შეცდომის თავიდან აცილება.
FSGROUP+-ის გუნდი გთავაზობთ პროფესიულ ბუღალტრულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ეფუძნება IFRS for SMEs-ის სტანდარტებს და პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოში.