სტაჟიორი. საბუღალტრო განყოფილებაში

თუ გსურთ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციოთ, ჩვენი გუნდი გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ რეალურ საბუღალტრო პროცესში.

 რას გთავაზობთ:

  • პრაქტიკულ სწავლებას: ეტაპობრივი ჩართვა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
  • კარიერულ პერსპექტივას: წარმატებული სტაჟირების შემდეგ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას;
  • მენტორინგს და მხარდაჭერას გამოცდილ თანამშრომლებთან მუშაობის პროცესში;
  • ანაზღაურებას: 600 ლარი;
  • სამუშაო გრაფიკს: სრული განაკვეთი (8 საათი), ქ. თბილისი.

რას ველოდებით თქვენგან:

  • სტატუსი: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) ფლობა;
  • სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასურველია:

  • საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
  • რომელიმე საბუღალტრო პროგრამის მინიმალური ცოდნა.

 შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება: მოიცავს ბუღალტერიის საფუძვლების (თეორიული საწყისების) ზეპირ გამოკითხვას;
  • ტესტირება: ზოგადი უნარები, ბუღალტერია და Excel.

დამატებითი ინფორმაცია:

პოზიცია ითვალისწინებს 3–4 თვიან სასწავლო და ადაპტაციის პერიოდს, რაც თქვენი პროფესიული ზრდის საფუძველი გახდება.

განაცხადის გაგზავნა:

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]

 ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ:
„სტაჟიორი — საბუღალტრო განყოფილება“

არასწორი სათაურით გამოგზავნილი განაცხადი არ განიხილება.