სესხის (კრედიტის) გრაფიკის შედგენა და სესხის პროცენტის გამოთვლა

სესხი შესაძლოა გაცემული იყოს განსხვავებული პირობებით, თუმცა გამოყოფენ  გრაფიკით ან თავისუფალი გრაფიკით გაცემულ სესხებს.

წინასიტყვაობა: ჩვენ მიერ განხილული მაგალითები შექმნილია დამწყები ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც საკრედიტო დაწესებულებისგან ან სხვა გზით აპირებს სესხის აღებას. პრეტენზია არ გვაქვს, იდეალურად ავხსნათ სესხის გრაფიკთან და პროცენტთან დაკავშირებული გამოთვლები, ასევე არ გვაქვს ახსნილი გრაფიკთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერები, თუმცა, მოთხოვნის ან გამოხმაურების შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ინფორმაციაც განვათავსოთ. თითოეული მაგალითი განცალკევებულად განიხილება და ამიტომ, მიუხედავათ იმისა, რომ შინაარსი მეორდება, გამოყენებული არ გვაქვს ტექსტის შემოკლება და ამიტომ, ყოველ შემდგომ ამოცანაში ტექსტის ნაწილი გამეორდება.

პირველ რიგში, განვიხილოთ თავისუფალი გრაფიკით გაცემული სესხი. ასეთ შემთხვევაში, პროცენტს ითვლიან ძირი თანხის ბუღალტრული ნაშთიდან, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როდის ბრუნდება თანხა მსესხებლისგან  გამსესხებელზე, რომელი უფრო ადრე იფარება – სესხის ძირი თანხა, თუ პროცენტი. ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულია თუ არა ხელშეკრულებაში ეს შეთანხმება.

ეტაპობრივად განვიხილოთ მაგალითები. პირველ რიგში, განვიხილოთ თავისუფალი გრაფიკით გაცემული სესხის რამდენიმე შემთხვევა:

მაგალითების უკეთ განხილვის მიზნით, დაამუშავეთ ექსელის ფაილი სახელწოდებით „სესხის გრაფიკი“

  1. განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: ვიგულისხმოთ, რომ  2019 წლის 5 ინვარს X კომპანიამ 10 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა Y კომპანიაზე, წლიური 12%-ის სარგებლით. რა თანხები იქნება დაგროვილი თვის ბოლო რიცხვებისთვის, 31 იანვარს, 28 თებერვალs და 31 მარტისთვის? იხილეთ  „1 ცხრილი“.

პირველ რიგში გამოვიანგარიშოთ ერთი დღის პროცენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი თვეს სხვადასხვა ღდეების რაოდენობა გვაქვს. იანვარის და თებერვალის თვეებში განსხვავებული დღეების რაოდენობაა, შესაბამისად, სხვადასხვა თანხა აკუმულირდება პროცენტის სახით. ერთი დღის პროცენტი შემდეგნაირად დაითვლება – 12%/365=0,00033.

„D“ სვეტში მოცემულია სესხხის ძირი თანხა 10 000 ლარი.

“E” სვეტში გამოთვლილია დღეების რაოდენობა 05 იანვრიდა 31 იანვრის ჩათვლით – 26 დღე. 31 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით 28 დღეა.  28 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით 31 დღეა.  31 იანვრისთვის პროცენტი გამოითვლება – 10 000*26*0,00033=85,48 ლარი. 31 იანვრიდან 28 თებერვლამდე – 10 000*28*0,00033=92,06 ლარი. 28 თებერვლიდან 31 მარტამდე – 10 000*31*0,00033=101,92 ლარი.

31 მარტისთვის, სულ დარიცხული პროცენტი იქნება – 279,45 ლარი.

  1. განვიხილოთ 2-ე შემთხვევა: 2019 წლის 5 ინვარს X კომპანიამ, 10 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა Y კომპანიაზე, წლიური 12%-ის სარგებლით. ხელშეკრულების მიხედვით, პროცენტი არ გადაიხდება 2021 წლამდე. 2021 წლამდე მსესხებლისგან გამსესხებელზე დაბრუნებული თანხით იფარება ძირი თანხა. რა თანხები იქნება დაგროვილი დარიცხული პროცენტის სახით თვის ბოლო რიცხვებისთვის – 31 იანვარს, 28 თებერვალს და 31 მარტს? გვაქვს კიდევ ერთი მოცემულობა, მსესხებელმა 17 იანვარს დააბრუნა 1200 ლარი და 12 თებერვალს 2800 ლარი.  იხილეთ  „2 ცხრილი“.

ისევე როგორც წინა მაგალითში, გამოვიანგარიშოთ ერთი დღის პროცენტი – 12%/365=0,00033 დღეზე.

“B” სვეტში მოცემულია დაბრუნებული თანხები, „D“ სვეტში მოცემულია სესხის ძირი თანხა. პირველ ეტაპზე, უნდა გამოვთვალოთ 5-დან 17 იანვრამდე გამომუშავებული პროცენტი, რადგან ამ დღემდე არ იცველბა ძირი თანხა.   შემდეგ, 17 იანვრიდან – 31 იანვრამდე, რადგან 17 იანვარს იცვლება ძირი თანხა და 8 800 ლარამდე მცირდება.  5-დან 17 იანვრამდე იქნება – 10 000 ლარი*12 დღეზე * 0,00033 =39,45 ლარი. 17-დან 31 იანვრამდე იქნება 8 800 * 14 დღეზე * 0,00033 =40,50 ლარი. 5 იანვრიდან 31 იანვრამდე დარიცხული პროცენტი იქნება 39,45 + 40,50 = 79,96 ლარი. რა თანხის ოდენობა იქნება დარიცხული, ან რა ოდენობის იქნება მიღებული პროცენტი, რა იქნება საპროცენტო მოთხოვნა, რა თანხის მოთხოვნა იქნება სესხის ძირ თანხაზე 31 იანვრისთვის, 28 თებერვლისთვის და 31 მარტისთვის? ამ შეკითხვებს  სასურველია დამოუკიდებლად უპასუხოთ.

  1. განვიხილოთ მესამე შემთხვევა: 2019 წლის 5 ინვარს X კომპანიამ 10 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა Y კომპანიაზე, წლიური 12%-ის სარგებლით. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლისგან გამსესხებელზე გადახდილი თანხიდან, ჯერ პროცენტი იფარება და შემდეგ ძირი თანხა. რა თანხები იქნება დარიცხული პროცენტის სახით თვის ბოლო რიცხვებისთვის – 31 იანვარს, 28 თებერვალს და 31 მარტს? თუ მსესხებელმა 17 იანვარს დაუბრუნა 1200 ლარი და 12 თებერვალს 2800 ლარი.  17 იანვარს დაბრუნებული თანხიდან ჯერ პროცენტი დაიფარება.

ვიცით, როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ ერთი დღის პროცენტი – 12%/365=0,00033 .  პირველ ეტაპზე, პროცენტი უნდა გამოვიანგარიშოთ – 17 იანვრამდე.

 

ამოხსნა.  თვალსაჩინოებისთვის იხილეთ „3 ცხრილი“.

განვიხილოთ ეტაპობრივად:

1 ეტაპი

5 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით დარიცხული პროცენტია 39,45
2 ეტაპი

17 იანვარს გადახდილია 1200 ლარი.  აქედან ჯერ დაიფარა დარიცხული პროცენტი 39.45 ლარი. ხოლო შემდეგ დაიფარება (1200-39,45)=1 160,55 ლარის ძირი თანხა

17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სესხის ძირი თანხა იქნება
10 000 – 1 160,55 =8 760,55 ლარი.
3 ეტაპზე

17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით დარიცხული პროცენტი იქნება 8 760,55*14 *0,00033 =40,32

4 ეტაპი

01/31 დან 12/02 ჩათვლით 8 760,55*12*0,00033=34,56

5 ეტაპი
12/02 დან 28/02 ჩათვლით 5 960,55*16* 0,00033=31,35

 

რა თანხის ოდენობის იქნება დარიცხული ან მიღებული პროცენტი, რა იქნება საპროცენტო მოთხოვნა, რა თანხის მოთხოვნა იქნება სესხის ძირ თანხაზე – 31 იანვრისთვის, 28 თებერვლისთვის და 31 მარტისთვის? ამ შეკითხვას  სასურველია დამოუკიდებლად უპასუხოთ.

შემდგომში განვიხილავთ სესხის გაცემას გრაფიკით.

სესხის გრაფიკი

Tags

Similar posts