სესხის გრაფიკის შედგენა რთული პროცენტის გამოყენებით  –  FSG ბუღალტერი 

საბუღალტრო მომსახურება – FSG ბუღალტერი

მოწესრიგებული სესხი

მაგალითი მოყვანილია იმ მიზნით, რომ მსურველმა გაიგოს  სესხის გრაფიკის შედგენის პრინციპი და მოყვანილი მაგალითის მიხედვით დამოუკიდებლად შეძლოს შედგენა.

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:

როდესაც ცნობილია:

  1. ასაღები სესხის რაოდენობა.
  2. წლიური საპროცენტო განაკვეთი.
  3. ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა.

არ არის ცნობილი:

  1. არ ვიცით რა რაოდენობის სესხის ძირი თანხა და პროცენტი უნდა დავფაროთ ყოველთვიურად.
  2. არ ვიცით რა პერიოდზე (რა დროში) იქნება დასაფარი სესხი.
  3. რა იქნება მთლიან პერიოდზე ჯამურად გადასახდელი პროცენტი.

 

ვიგულისხმოთ შემთხვევა, ბანკიდან უნდა ავიღოთ სესხი 10 000 ლარის ოდენობით, ბანკის წლიური საპროცენტო განაკვეთი  12%-ია. ყოველთვიურად შეგვიძლია 700 ლარის გადახდა. შევადგინოთ სესხის გრაფიკი და დავადგინოთ თვეში რა რაოდენობის პროცენტის და ძირი თანხის გადახდა მოგვიწევს, რა დრო დასჭირდება სესხის დაფარვას.  ამოვხსნათ ამოცანა და შევადგინოთ გრაფიკი.

ნაბიჯი 1. გავრკვიოთ თვის პროცენტი, რადგან გადახდები მოგვიწევს ყოველტთვიურად.  სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 12%. ერთი თვის იქნება 12%/12= 1%.

ნაბიჯი 2. გამოვთვალოთ პირველი თვის პროცენტი  100 (10 000*1%=100) ლარი.

ახლა შევადგინოთ ცხრილი: (ყურადღება მიაქციეთ ფერებს, ფერებში  აღნიშნული გამოთვლების პასუხი  უკავშირდება ცხრილში განთავსებულ რიცხვებს).

1ნაბიჯი: ვინაიდან გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად გამოვიანგარიშოთ 1 თვის პროცენტი. იქნება 1% (12%/12)-1%.

2 ნაბიჯი: გამოვიანგარიშოთ პირველი თვის % 100 ( 10 000*1%) =100

3 ნაბიჯი: გამოვთავალოთ პირველ თვეს გადასახდელი ძირი თანხა. ვინაიდან თვეში ვიხდით 700 ლარს აქედან 100 ლარი არის პირველ თვეში გადასახდელი პროცენტი. პირველ თვეს გადასახდელი ძირი თანხა იქნება 600 ლარი (700-100=600)

4 ნაბიჯი: გამოვთვალოთ მომავალი თვის ნარჩენი ძირი თანხა  9 400 (10 000-600=9 400) .

და ა.შ. მეორე თვის პროცენტი იქნება 94 000*1% =94, გადასახდელი ძირი თანხა 700-94 = 606

 

1%
თვეე p ძირი თანხა პერიოდისთვის დარიცხული % ძირი თანხის გადახდა თვის ჭრილში ყოველთვიურად  გადახდასახდელი თანხა
1 10 000,00 100,00 600,00 700,00
2 9 400 94,00 606,00 700,00
3 8 794,00 87,94 612,06 700,00
4 8 181,94 81,82 618,18 700,00
5 7 563,76 75,64 624,36 700,00
6 6 939,40 69,39 630,61 700,00
7 6 308,79 63,09 636,91 700,00
8 5 671,88 56,72 643,28 700,00
9 5 028,60 50,29 649,71 700,00
10 4 378,88 43,79 656,21 700,00
11 3 722,67 37,23 662,77 700,00
12 3 059,90 30,60 669,40 700,00
13 2 390,50 23,90 676,10 700,00
14 1 714,40 17,14 682,86 700,00
15 1 031,55 10,32 689,68 700,00
16 341,86 3,42 341,86 345,28
სულ გადასახდელი 845,28 10 000,00

სესხის გრაფიკი რთული პროცენტით

პასუხი: გადახდა მოგვიწევს 16 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის ოდენობა და პროცენტი მოცემულია გრაფიკში. ჯამურად გადასახდელი პროცენტი იქნება 845,28 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ