საკონსულტაციო მომსახურება / საგადასახადო კონსლუტაცია / დაბეგვრაზე კონსულტაცია.

საგადასახადო კონსულტანტი, კონსულტაცია დაბეგვრასთან დაკავშირებით

  1. საგადასახადო კონსულტაცია. როგორ მივიღოთ კონსულტაცია დაბეგვრასთან დაკავშირებით?

საგადასახადო კოდექსი იურიდიული დოკუმენტია და საგადასახადო კონსულტაციით დასავლეთის  ქვეყნებში მეტ წილად იურისტები არიან დაკავებული, ხოლო საქართველოში ამ საქმეს პროფესიონალი ბუღალტრები, ანუ აუდიტორები ითავსებენ. თუმცა, იშვიათად, აქაც შეხვდებით იურისტს, რომელიც მომხმარებელს საგადასახადო საკითხებში უწევს კონსულტაციას.

საგადასახადო კონსულტანტისგან  მიღებული კონსულტაცია  განსხვავდება იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, აგრეთვე განსხვავებულია კონსულტაციის ფორმა  მცირე, საშუალო ან მსხვილი ბიზნესით დაკავებული პირებისთვის (კომპანიებისთვის).

ფიზიკურ პირებს კონსულატაცია  შემდეგ შემთხვევებში ესაჭიროებათ:

ფიზიკური პირი, რომლის პირადი ან ოჯახის შემოსავალი  წლიურად 40 000 ლარს სცდება, უნდა ინტერესდებოდეს, თუ როგორ იბეგრება ქონების გადასახადით, როგორ უნდა გამოთვალოს ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა. მანამდე კი, უნდა გაარკვიოს სხვადასხვა სახის შემოსავალიდან ან/და მიღებული (ან მისაღები)  კომპენსაციიდან,  რა ნაწილი  ჩაირთვება 40 000 ლარიანი ზღვრის დადგენისას.

პირები, რომლებსაც იჯარით ან ქირით აქვთ გაცემული ქონება, უნდა ინტერესდებოდნენ რა სახით იბეგრება ან ეკუთვნით თუ არა დაბეგვრასთან დაკავშირებული შეღავათი და როგორ უნდა ისარგებლონ აღნიშნულით. გავითვალისწინოთ, რომ იჯარა და ქირა შინაარსობლივად განსხვავდება ერთმანეთისგან. როდესაც პირი უძრავ ქონებას ყიდის, გასათვალისწინებელია რა სახის ნივთზეა საუბარი, მიწა, შენობა; კომერციული ფართია თუ საცხოვრებელი სახლი. დაბეგვრის მიზნებისთვის სასურველია არა მარტო რეალიზაციის დროს მიმართოს პირმა კონსულტანტს, არამედ მაშინ, როდესაც შეძენა, განვითარებას აპირებს, (მშენებლობა, რემონტი) ხოლო შემდეგ გადაყიდვას ან გაქირავებას. ყველა იმ საკითხის განხილვა, რითაც ფიზიკური პირები უნდა დაინტერესდნენ ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ შევეცდებით შეგახსენოთ ისეთი შემთხვევები, რომელებიც ხშირად ხორციელდება. მაგალითად:  სესხის გაცემა ან აღება, უძრავი ან მოძრავი ქონების რეალიზაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაღლა აღნიშნული საკითხები, არა მარტო საგადასახადო კოდექსს, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებსაც უკავშირდება, რომლებიც დაბეგვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციას სცილდება და  უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და ეროვნული ბანკის და სხვა საკანომდებლო აქტებს.

ხშირად, საკანონმდებლო დარღვევით, უცხოურ ვალუტაში ახდენენ ქონების რეალიზაციას. არსებობს კანონიერი გამოსავალი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: გავყიდოთ აქტივი და მივიღოთ უცხოური ვალუტა (დოლარი ან ევრო) ნაკლები დანაკარგით და ამასთანავე, კანონის დაცვით.

ფიზიკური პირის დაბეგვრის საკითხებიდან ერთერთი საინტერესო და მრავლისმომცველია – არარეზიდენტი პირების დაბეგვრა. ამ შემთხვევაში ისიც კი საინტერესოა, თუ ვინ ითვლება რეზიდენტად და რა  სახის გადასახადებს იხდის გარკვეული ოპერაციების შესრულებისას.

არსებობს ასეთი აზრი, რომ ფიზიკური პირები, რეზიდენტი და არარეზიენტი, იბეგრებიან მხოლოდ საშემოსავლო და ქონების გადასახადით. ფიზიკური პირები, კომერციული ფართის რეალიზაციისას, იბეგრებიან დღგ-გადასახადით. ასე რომ, ყველა ეტაპზე სასურველია დაბეგვრის საკითხებზე მიიღოთ კონსულტაცია, ისევე, როგორც გადასახადების დეკლარირებაზე. სასურველია კონსულტაცია მანამდე მიიღოთ, ვიდრე ოპერაციის განხორციელებას შეუდგებით და არა დასრულების შემდეგ.

ახლა, რაც შეეხება დაბეგვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციას მათთვის, ვინც მცირე, საშუალო ან დიდი ბიზნესითაა დაკავებული.

მცირე ბიზნესით დაკავებული პირები სასურველია გაეცნონ შეღავათებს, რომლებსაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ეს თემები ჩვენ მიერ განხილულია და განთავსებულია საიტზე სათაურით „საგადასახადო შეღავათები მცირე ბიზნესისთვის“. https://fsgroup.ge სტატიაში განხილულია სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები:

მიკრო ბიზნესის სტატუსი

მცირე ბიზნესის სტატუსი

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

გარდა სტატიაში განხილული თემებისა, პირი, რომელიც აღნიშნული დაბეგვრის რეჟიმს აირჩევს, უნდა გაეცნოს კანონით დასაშვებია, თუ არ იმ სფეროსთვის,   რომლის საქმიანობის დაწყებასაც ის აპირებს,  რომელი ფორმა უნდა გამოიყენოს რეგისტრაციისთვის, ესაჭიროება თუ არა ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და რა მეთოდით უნდა განახორციელოს ეს საქმიანობა, რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს განვითარების ეტაპებზე, რადგან სხვადასხვა ეტაპზე – სხვადასხვა სახის მომსახურებაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ