ფულის ღირებულება დროში

ფულის მომავალი და მიმდინარე ღირებულება (future value of 1 and  present value of 1)

აღნიშვნები, სიმბოლოები:

P სესხის ძირი თანხა

‘i – წლიური საპროცენტო განაკვეთი

‘n – პერიოდი წლების რაოდენობა

Ci  ან  FV1 – დაგროვილი თანხა, რთული პროცენტის და ძირი თანხის ჯამი გარკვეული პერიოდის განმავლობაში

ფულის მომავალი ღირებულება –  future value of 1. შემოკლებით FV1

გარკვეული დროითა და  საპროცენტო განაკვეთით თანხის განთავსების შემთხვევაში, საბოლოოდ რა თანხას მივიღებთ

 

მომავალი ღირებულება future value of  1

ერთი ლარის მომავალი ღირებულება n პერიოდის შემდეგ I საპროცენტო განაკვეთის პირობებში – აღინიშნება (FV1,I,n). FV1 =P*(1+I)^n

  1. მაგალითი: გამოვთვალოთ 10 000 ლარის ღირებულება 3 წლის პერიოდის შემდეგ, წლიური 12% განაკვეთის პირობებში

 

10 000 * (1+12%)^3 = 14 049,28

ექსელის (Exel)  ცხრილის ჩამოტვირთვა – მომავალი ღირებულება

ფულის მიმდინარე ღირებულება  (დისკონტირებული ღირებულება) present value of 1

მიმდინარე ღირებულება, მომავალი ღირებულების შებრუნებული გამოთვლაა.

რა თანხა უნდა განვათავსოთ გარკვეული დროით და საპროცენტო განაკვეთით, რომ მივიღოთ სასურველი თანხა. (PV1, I,n).   ერთი ლარის მიმდინარე ღირებულება PV1 = 1/(1+r)^n . რა თანხა უნდა განვათავსოთ, რათა ერთი ლარი მივიღოთ … ….. …

  1. მაგალითი: რა თანხა უნდა განვათავსოთ დღეს, წლიური 12%-ნი განაკვეთის პირობებში, 3 წლით, რომ მივიღოთ 10 000 ლარი.

 

10 000 = X/(1+0,12)^3       ან          PV1 = 10 000/(1+0.12)^3

              X=10 000 / (1+0,12)^3        /          PV1 = 7  117,80 

განსხვავებული მაგალითებია მოყვანილი საიტზე, სტატიში დისკონტის გამოთვლა

ექსელის (Exel)  ცხრილის ჩამოტვირთვა – მიმდინარე ღირებულება

 

თეგები

მსგავსი პოსტები