ფინანსური ანალიზის ძირითადი კოეფიციენტები

ფინანსური ანალიზის ძირითადი კოეფიციენტები

აკადემიური და აუდიტორული გზამკვლევი

ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი წარმოადგენს ბიზნესის ფინანსური ჯანმრთელობის, ოპერაციული ეფექტიანობისა და მომგებიანობის შეფასების ფუნდამენტურ ინსტრუმენტს. იგი გამოიყენება როგორც შიდა მენეჯმენტისა და ინვესტორების მიერ (კაპიტალის ეფექტური განთავსებისთვის), ასევე აუდიტორების მიერ ISA 520 (ანალიტიკური პროცედურები) და ISA 570 (ბიზნესის უწყვეტობა - Going Concern) სტანდარტების ფარგლებში.

კლასიკური ფინანსური თეორიის მიხედვით, კოეფიციენტები 5 ძირითად ჯგუფად იყოფა:

1. ლიკვიდურობის კოეფიციენტები (Liquidity Ratios)

ლიკვიდურობის კოეფიციენტები ზომავს კომპანიის უნარს დროულად დაფაროს თავისი მოკლევადიანი ვალდებულებები. აუდიტორული კუთხით, ლიკვიდურობის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს გადახდისუუნარობისა და ბიზნესის შეჩერების რისკზე.

მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი (Current Ratio):

CurrentRatio=მიმდინარე აქტივებიმიმდინარე ვალდებულებები

შინაარსი: გვიჩვენებს, რამდენად გადაფარავს საბალანსო მიმდინარე აქტივები მოკლევადიან ვალებს.

სწრაფი (მკაცრი) ლიკვიდურობის კოეფიციენტი (Quick Ratio / Acid-Test):

QuickRatio=მიმდინარე აქტივები-მარაგებიმიმდინარე ვალდებულებები

ან:

QuickRatio=ფულადი სახსრები+მოკლევადიანი მოთხოვნები(დებიტორები)მიმდინარე ვალდებულებები

შინაარსი: მარაგების ამოღება აუცილებელია, რადგან მათ რეალიზაციასა და ფულად გარდაქმნას დრო სჭირდება. ფორმულა ზომავს ყველაზე ლიკვიდური აქტივებით ვალების დაფარვის უნარს.

აბსოლუტური ლიკვიდურობის კოეფიციენტი (Cash Ratio):

CashRatio=ფულადი სახსრები და ფულის ექვივალენტებიმიმდინარე ვალდებულებები

შინაარსი: განსაზღვრავს, მოკლევადიანი ვალდებულებების რა ნაწილის დაფარვა შეუძლია კომპანიას დაუყოვნებლივ, ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულით.

2. აქტივების მართვისა და ბრუნვის კოეფიციენტები (Activity / Asset Management Ratios)

ეს კოეფიციენტი გვაჩვენებს, რამდენად ეფექტიანად მართავს მენეჯმენტი კომპანიის რესურსებს (აქტივებს) ამონაგების (გაყიდვების) გენერირებისთვის.

მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი (Inventory Turnover):

InventoryTurnover=გაყიდული საქონლის თვითღირებულება(COGS)საშუალო მარაგი

(საშუალო მარაგი = (წლის დასაწყისი + წლის დასასრული) / 2). შინაარსი: აჩვენებს, რამდენჯერ იცვლება/იყიდება მარაგი წლის განმავლობაში. დაბალი ბრუნვა მიუთითებს მარაგების დაყოვნებასა და გაუფასურების რისკზე (IAS 2).

დებიტორული დავალიანების ბრუნვა (Accounts Receivable Turnover):

ReceivablesTurnover=ამონაგები (გაყიდვები)საშუალო დებიტორული დავალიანება

შინაარსი: გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად ამოიღებს კომპანია კლიენტებისგან მისაღებ თანხებს. დღეებში გამოსახვა: DSO=365ReceivablesTurnover (დებიტორული დავალიანების შეგროვების საშუალო პერიოდი).

მთლიანი აქტივების ბრუნვა (Total Asset Turnover):

TotalAssetTurnover=ამონაგები (გაყიდვები)საშუალო მთლიანი აქტივები

შინაარსი: ზომავს კომპანიის რესურსების მართვის ეფექტიანობას. იგი აჩვენებს, რამდენად პროდუქტიულად იყენებს ხელმძღვანელობა არსებულ აქტივებს გაყიდვებისთვის და ხომ არ არის კომპანიაში „გაყინული“ უსარგებლო ან ზედმეტი აქტივები.

3. ვალისა და გადახდისუნარიანობის კოეფიციენტები (Solvency / Capital Structure Ratios)

ზომავს კომპანიის ფინანსურ ლევერიჯს (დამოკიდებულებას სასესხო კაპიტალზე) და გრძელვადიანი ვალდებულებების მომსახურების უნარს.

ვალის კოეფიციენტი (Debt Ratio):

DebtRatio=მთლიანი ვალდებულებებიმთლიანი აქტივები

შინაარსი: განსაზღვრავს, აქტივების რა პროცენტი ფინანსდება ნასესხები კაპიტალით.

ვალის და კაპიტალის თანაფარდობა (Debt-to-Equity Ratio - D/E):

D/ERatio=მთლიანი ვალი(ან გრძელვადიანი ვალი)საკუთარი კაპიტალი

შინაარსი: ასახავს კომპანიის ფინანსურ რისკს. რაც უფრო მაღალია D/E, მით უფრო მეტად არის ბიზნესი დამოკიდებული კრედიტორებზე.

პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი (Interest Coverage Ratio / TIE):

InterestCoverage=EBIT(საოპერაციო მოგება)პროცენტის ხარჯი

შინაარსი: გვიჩვენებს, რამდენჯერ გადაფარავს საოპერაციო მოგება პროცენტის ხარჯს. 1.5-ზე დაბალი მაჩვენებელი შეიძლება მიუთითებდეს ფინანსურ სიძნელეებზე; შეფასება დამოკიდებულია დარგზე, ფულად ნაკადებსა და სასესხო პირობებზე.

4. მომგებიანობის კოეფიციენტები (Profitability Ratios)

აფასებს კომპანიის უნარს წარმოქმნას მოგება გაყიდვებიდან, აქტივებიდან და საკუთარი კაპიტალიდან.

ზღვრული (საერთო) მოგების მარჟა (Gross Profit Margin):

GrossMargin=საერთო მოგება(ამონაგებს-COGS)ამონაგები (გაყიდვები)

COGS გაყიდული საქონლის თვითღირებულება

შინაარსი: აჩვენებს წარმოებისა და პირდაპირი ხარჯების მართვის ეფექტიანობას.

უკუგება აქტივებზე (Return on Assets - ROA):

ROA=წმინდა მოგებასაშუალო მთლიანი აქტივები

შინაარსი: ზომავს აქტივების მართვის საერთო მომგებიანობას.

უკუგება საკუთარ კაპიტალზე (Return on Equity - ROE):

ROE=წმინდა მოგებასაშუალო საკუთარი კაპიტალი

შინაარსი: აჩვენებს, რა წმინდა ამონაგებს იღებენ აქციონერები მათ მიერ დაბანდებულ კაპიტალით. (DuPont ანალიზით ROE იშლება: მოგების მარჟა × აქტივების ბრუნვა × ფინანსური ლევერიჯი).

5. საბაზრო და საინვესტიციო კოეფიციენტები (Market / Valuation Ratios)

გამოიყენება ინვესტორების მიერ აქციების ღირებულებისა და მომგებიანობის შესაფასებლად.

მოგება ერთ აქციაზე (Earnings Per Share - EPS):

BasicEPS=წმინდა მოგება-პრივილეგირებული დივიდენდიჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა

IAS 33-ის მოქმედების სფეროში შემავალი საწარმო წარადგენს საბაზისო და გაზავებულ EPS-ს. კონვერტირებადი ინსტრუმენტები და ოპციონები გაზავებული EPS-ის გაანგარიშებაში ჩაირთვება მხოლოდ გამაზავებელი ეფექტის არსებობისას; ანტიგამაზავებელი ინსტრუმენტები გამოირიცხება.

ფასი / მოგების კოეფიციენტი (Price-to-Earnings - P/E):

P/ERatio=აქციის საბაზრო ფასიEPS

შინაარსი: გვიჩვენებს, რამდენს იხდიან ინვესტორები 1 ლარის/დოლარის წმინდა მოგებაში.

დივიდენდის ნაყოფიერება (Dividend Yield):

DividendYield=დივიდენდი ერთ აქციაზეაქციის საბაზრო ფასი

შინაარსი: განსაზღვრავს აქციიდან მიღებულ პირდაპირ ფულად უკუგებას.

6. თავისუფალი ფულადი ნაკადი (Free Cash Flow - FCF)

FCF=საოპერაციო ფულადი ნაკადი(CFO)-კაპიტალური დანახარჯები(CapEx)

შინაარსი: FCF ზომავს რეალურ ნაღდ ფულს, რომელიც რჩება ბიზნესის საოპერაციო და კაპიტალური ინვესტიციების დაფარვის შემდეგ. ეს არის ძირითადი ინდიკატორი დივიდენდების გაცემისა და ვალების დაფარვის შესაძლებლობის შესაფასებლად.

თეგები

მსგავსი პოსტები