ფინანსური ანგარიშგება,კომპანიის შეფასება – FSG შემფასებელი

ფინანსური ანგარიშგება სავალდებულოა, ნებაყოფლობითია თუ აუცილებელი?

ფინანსური ანგარიშგება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას ერთი დამფუძნებელი მაინც ჰყავს. ფინანსურ ანგარიშგებაში ნათლად ჩანს კომპანიის მდგომარეობა. ანგარიშგების შედგენისას  წინა პერიოდის უწყისები დარდება ბოლო პერიოდის უწყისებს. უწყისების შედარებისას ხდება იმის გარკვევა. ცალკეული მუხლებისთვის გაუმჯობესდა კომპანიაში მგომარეობა თუ გაუარესდა; რა სახის ზომები უნდა მიიღოს კომპანიის ხელმძღვანელობამ.

თქვენი ცნობისმოყვარეობა იმიასთან დაკავშირბით, სავალდებულოა თუ არა აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, ალბათ ჯერ უნდა განვიხილოთ კანონმდებლობის მიხედვით ვის ეკუთნის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და რა ფორმით, ხოლო შემდეგ დავუბრუნდეთ ზემოთაღნიშნულ თემას. კანონმდებლობის მიხედვით, სამი მონაცემი განსაზრვრავს ამ საკითხს.  შეგიძლიათ იხილოთ ბმული. https://www.saras.gov.ge/ka/Home/ReportSupervision.

მონაცემებია: I კომპანიის წლიური შემოსავალი,  II აქტივების ღირებულება და III თანამშრომელთა რაოდენოაბა. რა თქმა უნდა, იარსებებს სხვა კითხვებიც:  თუ კომპანია წინა წელს მიეკუთვნებოდა მაღალ კატეგორიას და ამ წელს აღარ მიეკუთვნება; თუ შვილობილი კომპანია მიეკუთვნება მაღალ კატეგორიას და დამფუძნებელი კომპანია მიეკუთვნება დაბალ კატეგორიას ან პირიქით.

ეს თემები, როგორც ცნობილია, დღეისათვის ისევ დამუშავების პროცესშია.

ახლა დავუბრუნდეთ იმ თემას, რომ ფინანსური ანგარიშგება ყველა კომპანისთვის საჭიროა. როგორც კანონმდებლობაშია აღნიშნული, ზოგს აუდირებულის წარდგენა ესაჭიროება, ზოგს არააუდირებულის. მე-2, მე- 3 და  მე-4 კატეგორიის კომპანიებმა შეიძლება პატარა კომპანიების სტანდარტებით იმუშაონ. მე-3 და მე-4 კატეგორიას შეუძლია არააუდირებული ანგარიშგება წარადგინოს (იხილეთ ბმული). თუმცა რაც უფრო მაღალი სტანდარტით იმუშავებს კომპანია, უკეთესია თუ მომალში კატეგორიის ცვლილებას ელოდება ან რამდენიმე დამფუძნებელი ყავს.

იმ შემთხვევაში, რომ კანონით რომ არ იყოს სავალდებულო  კომპანიას უნდა გააჩნდეს არამარტო ფინანსური ანგარიშგება, არამედ კარგი იქნება თუ მომზადდება გასაყიდად. რას ნიშნავს გასაყიდად მომზადება? მეპატრონემ (მეპატრონეებმა) ყოველწლიურად რომ მოამზადონ ანგარიშშგება და შემდეგ შემფასებელს შეაფასებინონ, უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი კომპანიის შესახებ. კერძოდ, რა ღირდა წინა წელს და რა ღირს ახლა, რა მიზეზებით გაიზარდა ან შემცირდა კომპანიის ფასი.

რა თქმა უნდა, ამის ფუფუნება ყველა კომპანიას არ აქვს.  მაგრამ ფინანსური ანგარიშგების არა მარტო მომზადებაა ეფექტიანი. კარგი იქნება, თუ კომპანიის დამფუძნებლები  ანგარიშგების წაკითხვის დროს პროფესიონალებისგან მიიღებენ განმარტებას. ანუ ისეთ ადამიანებთან უნდა განიხილონ ანგარიშები, რომლებიცე განმარტავენ თუ რა მუხლის ცვლილება რა შედეგს იძლევა. ჩვენ მზად ვართ კომპანიებს მოვემსახუროთ ამ თემების მომზადებაში და განხილვაში. შეგვიძლია შემოგთავაზოთ შეფასებაც და განხილვაც.

ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ არა მარტო ფინანსურ აუდიტს, არამედ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას. ჩვენ მიერ მომზადებული ანგარიშგება გამოიყენება კანონმდებლობის მიხედვით საიტზე ასატვირთად. ჩვენს კლიენტ კომპანიებს შორის არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებთან ურთიერთდამოკიდებულებაში ვართ და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლება არ გვაქვს. ამ კომპანიებსაც ვთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამას გარდა, შეგვიძლია ისეთი მუხლების დაგეგმვაშიც მოვემსახუროთ კომპანიებს, როგორიცაა: მარაგების სწორი დაგეგმვა, ფულადი სახსრების მოზიდვის ან პროდუქტების მიხედვით მოგების გაუმჯობესება, რაც ფინანსური ანგარიშგების მომზადების ფარგლებს სცილდება და მმართველობითი (მენეჯერული) აღრიცხვის ელემენტებს მოიცავს. ჩვენმა კლიენტებმა ამ სახის დაგეგმვით მნიშვნელოვანი ფულადი რესურსი დაზოგეს. შეუმცირდათ დანახარჯები და  გაეზარდათ შემოსავლები.

ზემოთაღნიშნულის  გარდა, სანამ ფინანსურ ანგარიშგება შედგება, კარგი იქნება თუ განვიხილავთ იმას თუ რამდენად სწორადაა დალაგებული შიდა პროცედურები. გააჩნია თუ არა კომპანიას სტრუქტურა, რა რგოლებისგან შედგება; რამდენად სრულყოფილადაა გადანაწილებული რგოლებს შორის ფუნქციები.  გეგმის მიხედვით ხდება რგოლებს შორის მოვალეობების განაწილება და ინფორმაციის გაცვლა თუ სტიქიურად ნაწილდება. გარკვეული პერიოდის შემდგომ საჭიროა შემოწმება, ხომ არ არსებობს რაიმე სახის ხარვეზები.. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შიდა სტრუქტურის გამართვა, ჩამოყალიბება სასურველია როგორც მოქმედი, ისე  დამწყები კომპანიებისთვის. ამ ხარვეზებს აღმოაჩენა ხდებააუდიტის ჩატარების შემდგომ. კომპანიებმა მხოლოდ ხარვეზების აღმოჩენის მიზნით არ უნდა ჩაატარონ აუდიტი, არამედ მანამდე უნდა ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს რომ დარწმუნდნე იმაში, რომ ყველაფერი ფინანსური ანგარიშგების შესაბამისია. ამისათვის აუდიტის ჩატარებამდე წინასწარი საკონსულტაციო სამუშაოებია შესასრულებელი. ეს სამუშაოები უფრო რთული და შრომატევადია, ვიდრე აუდიტური მომსახურების გაწევა. ამ სამუშაოებს ჩვენ დიდიხანია ვთავაზობთ კლიენტებს. ანუ ეს ის თემებია, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. თუმცა ამ საკითხზე ხშირად მომისმენია საწინაარმდეგო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უფროა მაღალკვალიფიციური საქმე. ჩვენ ვთავაზობთ შემოწმებას და შემოწმებამდე ყველა საჭირო ეტაპის სამუშაოების ჩატარებას.

თეგები

მსგავსი პოსტები