მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ – ზოგიერთი საკითხის განხილვა

FSG – საგადასახადო კონსულტანტი.  მოსაზრებები ეყრდნობა 2019 წლის 8 ივლისის

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №22708  ცალკეულ შემთხვევებში  პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური  მითითებების დამტკიცების თაობაზე

მოსაზრება გამოქვეყნებულია 2022 წლის 9 აგვისტოს. საგდასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 14 ივლისი ბრძანების 230 მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ტექსტის ბოლოს მოცემულია – ტერმინთა განმარტება რომელიც ეკუთნის „მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“

პასუხი შემდეგ შეკითხვებზე

  1. საგადასახადო შემოწმების გარეშე, შესაძლებელია თუ არა ანგარიშვალდებულ პირზე გატანილი თანხის  დადგენა, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება?
  2. რა რაოდენობის თანხა შეიძლება იყოს სალაროში, რომ ჩაითვალოს გონივრულ ნაშთად?
  3. კომპანიას არ გააჩნია არც საკასო შემოსავალი და არც საკასო ხარჯი, რა რაოდენობის თანხა ჩაითვალება გონივრულ ნაშთად?
  4. რა მოვიმოქმედოთ თუ თანხა 2022 წლის ივლისამდეა გაცემული ანგარიშვალდებულ პირზე.

 

განვიხილოთ საკითხი:

  1. ფიზიკურ პირზე (ანგარიშვალდებულ პირზე) გაცემული ზუსტი თანხის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ყოველთვიურად აღნიშნული ფორმის შევსებისას  სავარაუდოდ საგადასახადო სამსახურს შეუძლია დაადგინოს ხდება თუ არა ფიზიკურ პირებზე იმ რაოდენობის თანხის გატანა, რომელიც სესხად  ჩაითვლება და დაბეგრას დაექვემდებარება. აღნიშნულის საფუძველზე შეუძლია დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს და დაადგინოს დასაბეგრი თანხა.  ახალი რეგულირებით ფაქტიურად არაფერი  შეცვლილა. მხოლოდ სავალდებულო გახდა „გადახდის  წყაროსთან დაკავებული გადასახადის  დეკლარაციის“  ფორმის 67, 68, 69 გრაფების შევსება. ფორმაში გარდა სალაროს ნაშთისა ჩანს ანგარიშვალდებულ პირზე თვის განმავლობაში გაცემული თანხა, არ ჩანს თუ რა რაოდენობის თანხა დააბრუნა ან გახარჯა და რა თანხა დარჩა ვალად.

 

  1. რა რაოდენობის თანხა შეიძლება იყოს სალაროში, რომ ჩაითვალოს გონივრულ ნაშთად?

 

გონივრულ ნაშთად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრება: საკასო შემოსავალის (ნაღდი ფულით მიღებულ შემოსავლის) 10%-ს, დამატებული საკასო  ხარჯის (ნაღი ფულით დაფარული ხარჯების)  10%-ი.

თუ კომპანიას (საწარმოს) არ აქვს საკასო შემოსავალი და მხოლოდ საკასო ხარჯი გააჩნია.  საკასო ხარჯის 10%-ი.

თუ მხოლოდ საკასო შემოსავალი აქვს, და არ აქვს საკასო ხარჯი, საკასო შემოსავლის 10%-ი.

 

  1. კომპანიას არ გააჩნია არც საკასო შემოსავალი და არც საკასო ხარჯი.

ამ შემთხვევისთვის „მეთოდური მითითება სალაროში  ნაღდი ფულის შესახებ“  არ გამოიყენება.

 

  1.   თანხები, რომელიც გაცემულია 2022 წლის ვნისამდე აღნიშნულ ფორმაში არ ხვდება და ახალი ცვლილება არ ითხოვს წინა პერიოდების ფორმის (ფორმების) დაზუსტებას. საგადსახადო სამსახურისთვის ეს ინფორმაცია შემოწმებამდე ხელმისაწვდომი არ არის.

 

 

 

ტერმინთა განმარტება.

ტერმინი – „სალარო“ 

განმარტება – ნაღდი ფულის განთავსება-შენახვის ნებისმიერი ადგილი (მათ შორის: სეიფი; სპეციალური უჯრა, სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე და სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი), გარდა საბანკო ანგარიშისა.

——————————————————————————————————————–

ტერმინი – „ნაღდი ფულის განთავსება – შენახვის ნებისმიერი ადგილი (მათ შორის: სეიფი; სპეციალური უჯრა, სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე და სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი), გარდა საბანკო ანგარიშისა.“

„ნაღდი ფულის განთავსება-შენახვის ნებისმიერი ადგილი (მათ შორის: სეიფი; სპეციალური უჯრა, სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე და სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი), გარდა საბანკო ანგარიშისა. ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე და სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი), გარდა საბანკო ანგარიშისა.“

განმარტება – პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც აღირიცხება სალაროში ნაღდი ფული, აგრეთვე, დგინდება ნაღდი ფულის ნაშთი.

———————————————————————————————————————————————–

ტერმინი – ნაღდი ფულის ნაშთი

განმარტება –  ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა.

———————————————————————————————————————————————–

ტერმინი – გონივრული ნაშთი

განმარტება –  ნაღდი ფულის ნაშთისის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისის საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.

———————————————————————————————————————————————–

ტერმინი – არაგონივრული ნაშთი

განმარტება –  ნაღდი ფულის ნაშთისის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული ნაშთის ოდენობას.­

———————————————————————————————————————————————–

ტერმინი – ფიქტიური ნაშთი

განმარტება –  ნაღდი ფულის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერ ღონისძიების ფარგლებში.

 

———————————————————————————————————————————————–

ტერმინი – საკასო ხარჯი

განმარტება – სალაროდანგასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც:

ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად;

ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი;

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ №8 დანართის შესაბამისად“, ჩაითვალა ანაზღაურებულად;

დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის;

ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით.

 

 

———————————————————————————————————————————————–

ტერმინი – საკასო შემოსავალი

განმარტება – სალაროში შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, რომელიც მიღებულია საქონლის მიწოდებიდან ან/და მომსახურების გაწევიდან.

თეგები

მსგავსი პოსტები