მცირე ბიზნესის სტატუსი - როდის სჭირდება მეწარმეს ბუღალტრის დახმარება?

მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში ბევრ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს გამარტივებული საგადასახადო რეჟიმით. თუმცა სტატუსის მიღებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საქმიანობის სახე, საგადასახადო ვალდებულებები და ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია მომავალში.

ხშირ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს არ სჭირდება მუდმივი ბუღალტრული მომსახურება და საკმარისია საწყის ეტაპზე პროფესიული კონსულტაციის მიღება, რათა სწორად დაიწყოს საქმიანობა.

კონსულტაციის დროს მნიშვნელოვანია განისაზღვროს:

1. შეუძლია თუ არა პირს მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობა

ყველა საქმიანობა არ ექვემდებარება მცირე ბიზნესის რეჟიმს. რეგისტრაციამდე საჭიროა შემოწმდეს:

  • შეესაბამება თუ არა საქმიანობა მცირე ბიზნესისთვის დაშვებულ სფეროებს;
  • ხომ არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები.

2. რეგისტრაცია და საქმიანობის კოდის სწორად განსაზღვრა

მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ეკონომიკური საქმიანობის კოდი, რადგან ის დაკავშირებულია ფაქტობრივ საქმიანობასთან და საგადასახადო საკითხებთან.

3. გადასახადები და დეკლარირება

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა უნდა იცოდეს:

  • როგორ იბეგრება მიღებული შემოსავალი;
  • როგორ და როდის უნდა წარადგინოს დეკლარაცია;
  • როდის წარმოიშობა გადასახადის გადახდის ვალდებულება;
  • რა ინფორმაცია უნდა შეინახოს შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.

4. შემოსავლების კონტროლი და დღგ-ის რეგისტრაცია

მეწარმემ მუდმივად უნდა აკონტროლოს შემოსავლების მოცულობა.

თუ დასაბეგრი ოპერაციების თანხა ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში გადააჭარბებს დღგ-ის რეგისტრაციისთვის დადგენილ 100 000 ლარს, შესაძლოა წარმოიშვას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ საჭიროა დამატებითი ვალდებულებების შესრულება:

  • დღგ-ის დეკლარაციების წარდგენა;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
  • შესყიდვებზე დღგ-ის ჩათვლის საკითხების კონტროლი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის დარიცხვის მეთოდით წარმოება.

ამ ეტაპზე უკვე მიზანშეწონილია ბუღალტრის ან საგადასახადო სპეციალისტის დახმარება.

5. მცირე ბიზნესის სტატუსის პირობების კონტროლი

მეწარმემ უნდა აკონტროლოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის შემოსავლების ზღვარი და სხვა პირობები, რათა არ დაკარგოს მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის უფლება. კერძოდ, თუ პირი ერთმანეთის მიყოლებით ორი კალენდარული წლის განმავლობაში თითოეულ წელს გადააჭარბებს 500 000 ლარს, უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი.

FSGROUP-ის რეკომენდაცია

მცირე ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანობის სწორად დაწყება. საწყის ეტაპზე მიღებული პროფესიული კონსულტაცია ეხმარება მეწარმეს თავიდან აიცილოს არასწორი რეგისტრაცია, დეკლარირების შეცდომები და მომავალში შესაძლო საგადასახადო რისკები.

თეგები

მსგავსი პოსტები