მარაგების თვითღირებულების დადგენის ძირითადი მეთოდი

მარაგების თვითღირებულების დადდგენის ძირითადი მეთოდი. FSGROUP  ბუღალტერული მომსახურება.

წინა სტატია განიხილავდა მარაგების აღრიცხვის მუდმივ და პერიოდულ სისტემას. ახლა განვიხილოთ თვითღირებულების გამოთვლის მეთოდები. რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა პერიოდში საქონლის განსხვავებული ღირებულებით შესყიდვით გამოწვეულ სხვაობებს.

არსებობს 4 ძირითადი მეთოდი. ზუსტი იდენტიფიკაციის   (ინდივიდუალური), საშუალო შეწონილი,   ფიფი (FIFO) და ლიფო (LIFO) მეთოდი. აქედან ლიფო (LIFO) აკრძალული მეთოდია. მიუხედავათ ამისა სწავლის მიზნით განვიხილოთ.

 

  1. მარაგების აღრიცხვის ზუსტი იდენტიფიკაციის მეთოდი გულისხმობს, სხვადსხვა ფასად შესყიდული სასაქონლო ერთეულების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ფასით აღრიცხვას.
  2. საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებისას, ერთგვაროვანი მთლიანი შეძენილი სარეალიზაციო საქონლის ფასი, იყოფა საქონლის რაოდენობაზე და მრავლდება გასაყიდ რაოდენობაზე. ‘= საერთო ფასი / ერთეულზე * გაყიდულ რაოდენობაზე
  3. ფიფი (FIFO) First In First Out მეთოდი. ეს მეთოდი ემყარბა დაშვებას, რა მიმდევრობითაც ხდება შესყიდვა, იმავე მიმდევრობით ხდება გაყიდვა. რაც ვიყიდეთ პირველად, ის უნდა გაიყიდოს პირველი.
  4. ლიფო (LIFO) Last In First Out მეთოდი. ეს მეთოდი ემყარბა დაშვებას, ბოლოს შეძენილი საქონელი იყიდება პირველად. აკრძალული მეთოდია.

 

განვიხილოთ მაგალითები. ვიგულისხმოთ რომ ოთხივე შემთხვევისთვის გვაქვს შემდეგი ერთიდაიგივე სახის შეძენა.

ერთეული ერთეულის. ფასი საერთო ფასი
05.იან შეძენა 80 800 64 000
07.იან შეძენა 60 900 54 000
10.იან შეძენა 50 1 000 50 000
სულ: 190 168 000
 

 

12.იან

გაიყიდა რაოდენობა 120

 

მაგალითები იხილეთ ექსელის ცხრილში. მიაქციეთ ყურადრება „ზუსტი იდენტიფიკაციის“ მეთოდის გამოყენებისას თითოეული შეძენიდა 40 ერთეული ავიღეთ; საშუალო შეწონილის გამოყენებისას   ‘= საერთო ფასი / ერთეულზე * გაყიდულ რაოდენობაზე, ფიფო მეთოდის დროს პირველი შეძენილი უნდა ამოიწუროს მთლიანად, შემდეგ მეორე შეძენებიდან რაოდენობა და ა.შ. ხოლო ლიფოს დროს ბოლო შეძენილი უნდა ამოიწუროს შემდეგ ბოლოდან წინა და ა.შ.

მაგალითები:

გაითვალისწინეთ დაშვება, რომ ყველა შემთხვევაში 120 ერთეული საგანი გაიყიდა         120 000 ლარად. დააკვირდით როგორც თვითღირებულებას თითოეული მეთოდის დროს ისე მოგებას.

 

 

Tags

Similar posts