კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენა
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი;
დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მიღებული/მისაღები სარგებელი და აღნიშნული ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდი;
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
ვიდრე ეფექტური საპროცენტო განაკვეთს განვიხილავთ განვიხილოთ მარტივი და რთული პროცენტი
დეპოზიტები
მარტივი პროცენტის მაგალითი
მაგალითი #1
თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 10%, პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს და არ გიწევთ რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა.
ამოხსნა: 100X10%=10 100+10=110. წლის ბოლოს გვეკუთნის 110 ლარი.
10/1000*100 = 10ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 10%,
——————————————————————————————————–
რთული პროცენტი
მაგალითი #2
თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 12%, პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად და დარიცხული თანხა ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას. არ გიწევთ რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა.
ამოხსნა: წლის ბოლოს მისაღები თანხა იქნება 1000*(1+0.01)^12 = 1 126.83
სადაც 1 126.83-1000= 126,83 იქნება სარგებელი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -1000/126,83= 12,68%.
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 12%.
მაგალითი #3
თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 12%, პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს. ამასთან, გიწევთ შემდეგი დამატებითი საკომისიოების გადახდა: ანგარიშის მომსახურების საკომისიო – 1 ლარი ყოველთვიურად, თანხის გატანის საკომისიო – 0.5%.
ამოხსნა: სარგებელი ხარჯების გამოკლებამდე 1000*12%= 120
ყოველთვიური ხარჯი 1*12=12
გატანის საკომისიო (120-12)*0,5%=0,54 ლარი სულ ხარჯი 12+0,54 = 12,54
ნეტო სარგებელი 120-12,54 = 107,46 ;
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 107,46/1000*100= 10,75%
მაგალითი #4
თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 20%, ყოველთვიური შენატანი – 92.63 ლარი.
ამოხსნა
თვის პროცენტი – (20/12)% = 1.67%
მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია ამოვხსნათ ექსელის ცხრილში.
დარიცხული % | გადახდა ძირის | გადახდა | ||
1 | 1 000 | 16.67 | 75.96 | 92.63 |
2 | 924.04 | 15.40 | 77.23 | 92.63 |
3 | 846.81 | 14.11 | 78.52 | 92.63 |
4 | 768.29 | 12.80 | 79.83 | 92.63 |
5 | 688.47 | 11.47 | 81.16 | 92.63 |
6 | 607.31 | 10.12 | 82.51 | 92.63 |
7 | 524.80 | 8.75 | 83.88 | 92.63 |
8 | 440.92 | 7.35 | 85.28 | 92.63 |
9 | 355.64 | 5.93 | 86.70 | 92.63 |
10 | 268.93 | 4.48 | 88.15 | 92.63 |
11 | 180.79 | 3.01 | 89.62 | 92.63 |
12 | 91.17 | 1.52 | 91.11 | 92.63 |
111.62 |
ჯამში გადახდილი პროცენტი – 111.56 ლარი
გამოთვლა: ((1+წლიური % / პერიოდის რაოდენობა)^პერიოდის რაოდენობა) -1
შეგვიძლია ფორმულით ამოვხსნათ: ‘(1+20%/12)^12)-1=0,22=22%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22 %