ძირითადი საშუალებები. სხვადასხვა ოპერაციების მაგალითები

ძირითადი საშუალებები. სხვადასხვა ოპერაციების მაგალითები
მოყვანილია შემთხვევები, რომლებიც დაეხმარება ბუღალტერს ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ოპერაციების საბურალტრო ჩანაწერების წარმოებაში. არ გვაქვს განხილული ძირითადი საშუალებების თვითღირებულების ელემენტების და ცვეთის დარიცხვის მეთოდები, რადგან აღნიშნული მრავალ სახელმძღვანელოშია განხილული. ყველა მაგალითი განხილუია სააღრიცხვო მიზნებისთვის და არ ითვალისწინებს დაბეგვრის საკითხებს.  ძირითადი საშუალებების შეძენა და რეალიზაცია განხილულიალია დღგ-ს გარეშე.

 

ძირითადი საშუალებების რეალიზაცია

  1. ცვეთადი ძირითადი საშუალების (აქტივის) რეალიზაცია ზარალით:

შემდგომშო ტექსტის შემოკლების მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში ძირითადი საშალების ნაცვლად შემოღებულია ტერმინ

ი „აქტივი“.

2017 წლის 1 ივლისს კომპანიამ შეიძინა 100 000 ლარის ღირებულების ძირითდი საშუალება, რომლის მოხმარების ვადა 10 წლით განისაზღვრა. აქტივის სალიკვიდაციო ღირებულება 15 000 ლარია. 2020 წლის 31 დეკემბერს ძირითადი საშუალება გაიყიდა 40 000 ლარად.

 

ა) ვაწარმოოთ აქტივის შეძენის, ცვეთის დარიცხვის, რეალიზაციის გამოთვლები და  საბუღალტრო ჩანაწერები.

ამოხსნა:

2017 წელი 1 ივლისი

აქტივის შეძენის ღიებულება – 100 000 ₾

სალიკვიდაციო ღირებულევა – 15 000 ₾

2020 წელი 31 დეკემბერი

რეალიზებული აქტივის ღირებულება – 40 000₾

 

  1. საწყის ეტაპზე საჭიროა დავადგინოთ 1 წლის ცვეთის ხარჯი:

 

(10 000-15 000)/10=8 500

 

  1. მომდევნო ოპერაცია 2020 წლისთვის დაგროვილი ცვეთის განსაზღვრაა:

 

8 500*3,5=29 750

 

ვინაიდან აქტივი შევიძინეთ კალენდარული წლის 6-ე თვეს 3,5 წელი განსაზღვრულია შესაბამმისად.

 

  1. 2020 წელს აქტივის ნარჩენი საბალანსო ღირებულება:

 

100 000-29 750=70 250

 

  1. მოგება/ზარალის განსაზღვრა:

 

40 000-70 250=-30 250 (ზარალი)

1 ვარიანტი ბუღალტრული გატარებები:

დებ ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში  40 000

დებ დაგროვილი ცვეთა                                 29 750

დებ საოპერაციო ზარალი                             30 250

კრედ    აქტივი                                                                        100 000

 

2 ვარიანტი. შესაძლებელია  ბუღალტრული ჩანაწერები ასეთი ვარიანტიც:

 

დებ         დაგროვილი ცვეთა                    29 750

კრედ              ძირ. საშუალება                                       29 750

 

დებ     ზარალი ძირ. საშ რეალიზაციიდან 70 250

კრედ      ძირ. საშუალება                                               70 250

 

დებ  ფული ეროვნულ ვალუტაში             40 000

კრედ    ზარალი ძირ. საშ რეალიზაციიდან                      40 000

 

წარმოვიდგინოთ ანგარიშის „ზარალი აქტ. რეალიზაციიდან“   დებეტის და კრედიტის ბრუნვა, არითმეტიკულად ასე იქნება  40 000  – 70 250  = – 30 250 ზარლი

 

 

  1. ცვეთადი ძირითადი საშალების (აქტივის) რეალიზაცია მოგებით:

შემდგომშო ტექსტში ძირითადი საშალების ნაცვლად შემოღებულია ტერმინი „აქტივი“.

განვიხილოთ მსგავსი მაგალითი.  განსხვავება იქნება მხოლოდ რეალიზაცისას მისაღები თანხაში.

2017 წლის 1 ივლისს კომპანიამ შეიძინა 100 000 ლარის ღირებულების ძირითდი საშუალება, რომლის მოხმარების ვადა 10 წლით განისაზღვრა. აქტივის სალიკვიდაციო ღირებულება 15 000 ლარია. 2020 წლის 31 დეკემბერს ძირითადი საშუალება გაიყიდა 80 000 ლარად.

 

ა) ასახეთ ბუღალტრული ჩანაწერებით აქტივის ყიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული გატარებები.

 

ამოხსნა:

 

2017 წელი 1 ივლისი

აქტივის შეძენის ღიებულება – 100 000 ₾

სალიკვიდაციო ღირებულევა – 15 000 ₾

2020 წელი 31 დეკემბერი

რეალიზებული აქტივის ღირებულება – 80 000₾

 

  1. საწყის ეტაპზე საჭიროა დავადგინოთ  1 წლის ცვეთის ხარჯი.

 

(10 000-15 000)/10=8 500

 

  1. მომდევნო ოპერაცია 2020 წლისთვის დაგროვილი ცვეთის განსაზღვრაა:

 

8 500*3,5=29 750

 

ვინაიდან აქტივი შევიძინეთ კალენდარული წლის 6-ე თვეს 3,5 წელი განსაზღვრულია შესაბამმისად.

 

2020 წელს აქტივის ნარჩენი საბალანსო ღირებულება:

 

100 000-29 750=70 250

 

მოგება/ზარალის განსაზღვრა:

 

80 000-70 250=9 750 (მოგება)

 

 

1 ვარიანტი ბუღალტრული გატარებები:

 

 

დებ ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში  80 000

დებ დაგროვილი ცვეთა                                 29 750

კრედ    მოგება ძირ საშ რეალიზაციდან.                         9 750

კრედ   ძირ. საშუალება                                                       100 000

 

2 ვარიანტი შესაძლებელია აღვრიცხვა  განსხვავებული ცანაწერებით განვახოციოლოთ:

 

დებ         დაგროვილი ცვეთა                        29 750

კრედ            ძირ საშუალება                                          29 75

დებ     მოგება ძირ საშ რეალიზაციდან.   70 250

კრედ        ძირ საშუალება                                            70 250

 

დებ  ფული ეროვნულ ვალუტაში              80 000

კრედ    მოგება ძირ საშ რეალიზაციდან.                  80 000

 

წარმოვიდგინოთ ანგარიშის „მოგება ძირ საშ რეალიზაციდან“.                  დებეტის და კრედიტის ბრუნვა, არითმეტიკულად ასე იქნება  80 000  – 70 250  = 9 250 (მოგება).

 

 

ძირითადი საშუალებების ცვეთის გადაფასება

 

  1. 01/01/2012 – ში შევიძინეთ ძირითადი საშუალება ღირებულებით 100 000 ლარი.

ვარაუდობთ რომ 10  წლის შემდეგ ნარჩენი ღირებულება ექნება 15 000 ლარი.

სამი  წლის შემდეგ დავადგინეთ,  რომ აქტივი მხოლოდ 5 წელი იქნებოდა ექსპლუატაციაში, (სამი წლის მერე 5 წელი), ხოლო ნარჩენ ღირებულებას ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ ისევ 1500 ლარად ვარაუდობთ.

დავალება ა) შეასრულეთ შეძენის გატარება თუ შეძენა მოხდა ნაღდ ფულზე. ბ) გამოთვალეთ წლიური ცვეთა   თავდაპირველი ნავარაუდევი მოსაზრების მიხედვით.

გ) დაარიცხეთ სამი წლის ცვეთა თავდაპირველი ნავარაუდევი მოსაზრების მიხედვით. ცვეთის დარიცხვისას შეგიძლიათ შეასრულოთ ჯამური ჩანაწერები სამ წელზე.

დ) მოახდინეთ ცვეთის გადაფასება სამი წლის შემდეგი მდგომარეობით და არ გადააფასოთ განვლილი ცვეთა, დაადგინეთ მე-4 წლის წლიური ცვეთა.  შეასრულეთ მე-4 წელს დარიცხული ცვეთის გატარება.

  1. ძირითადი საშაულების შეძენის ბურალტრული ჩანაწერი:

დებ      ძირ საშუალება     100 000

კრედ          ფული                                     100 000

  1. დავადგინოთ სამი წლის განმავლობაში აკუმილირებული ცვეთა და შევასრულოთ საბურალტრო ჩანაწერები:

ერთი წლის ცვეთა (100 000 – 15 000)/10 = 8 500   სამი წლის ცვეთა 8 500 *3 = 25 500

სამი წლის ჯამური ცვეთა:   დებ      ძირ საშ ცვეთის ხარჯი    25 500

კრედ         აკუმულირებული ცვეთა   25 500

 

  1. გამოვთვალოთ სამი წლის შენდეგ ცვეთის გადაფასების შემდგომ დასარიცხი ყოველწლიური ცვეთა:

აქტივის ნარცენი საბალანსო ღირებულება სამი წლის შემდეგ 100 000 -25 500 = 74 500

მეოთხე წელს დასარიცხი ცვეთა იქნება 11 900 ლარი( (74 500 -15 000) / 5 = 11 900)  . წლის ბოლოს ცვეთის დარიცხვისას ადგილი ექნება საბურალტრო ჩანაწერს:

დებ      ძირ საშ ცვეთის ხარჯი    11 900

კრედ         აკუმულირებული ცვეთა   11 900

 

 

ძირითადი საშუალებების გადაფასება და გადაფასების რეზერვის აღრიცხვა

2012 წელს შევიძინეთ მიწა 100 000 ლარად. როგორც ვიცით მიწას ცვეთა არ ერიცხება.

2014 წელ სარწმუნო ინფორმაციით ვიცით, რომ ჩვენს მიერ შეძენილი  მიწის ფასი 140 000 ლარის ღირებულებისაა.. ადგილი ექნე შემდეგ გამოთვლებს და ჩანაწერებს

140 000 – 100 000 = 40 000 ლარით გაიზარდა ღირებულება:

ადგილი ექნება შემდეგ ჩანაწერებს აფასებისას.

დებ      ძირ საშ (მიწა)    40 000

კრედ       ძირ საშ (მიწა)  გადაფასების რეზერვი  40 000

 

2015 წელს შეიქმნა გარემობა,  ჩვენი მიწა გაუფასურდა და 80 000 ლარამდე დავიდა ღირებულება.

თავდაპირველად (1. გატარებით) უნდა შევამციროთ გადაფასების რეზერვი. ჩვენს შემთხვევაში განულდება და ადგილი ექნება შემდეგ გატარებებს:

  1. დებ ძირ საშ (მიწა)  გადაფასების რეზერვი    40 000

კრედ                ძირ საშ (მიწა)                                                              40 000

შემდეგ მეორე გატარებით ვაღიაროთ გაუფასურების ზარალი:

  1. დებ ძირ საშ (მიწა)  გადაფასების რეზერვი    20 000

კრედ                ძირ საშ (მიწა)                                                               20 000

 

გადაფასებული ძირითადი საშუალებების რეალიზაცია

2012 წელს შევიძინეთ მიწის ნაკვეთი 100 000 ლარად.

2014 წელ სარწმუნო ინფორმაციით ვიცით, რომ ჩვენს მიერ შეძენილი  მიწის ფასი 140 000 ლარის ღირებულებისაა.. ადგილი ექნე შემდეგ გამოთვლებს და ჩანაწერებს:

140 000 – 100 000 = 40 000 ლარით გაიზარდა ღირებულება:

აფასებისას მიზნით ადგილი ექნება შემდეგ ჩანაწერებს.

დებ      ძირ საშ (მიწა)    40 000

კრედ       ძირ საშ (მიწა)  გადაფასების რეზერვი  40 000

2015 წელს მიწა გავყიდეთ  150 000 ლარად.

ადგილი ექნება ბუღატრულ ჩანაწერებს:

 

დებ                                ფული    150 000

დებ   გადაფასების რეზერვი   40 000

კრედ     მოგება ძირითადი სასლებების რეალიზაციიდან 10 000

კრედ                                                                    ძირ საშ (მიწა)    140 000

 

ძირითადი საშუალებების გადაფასების ორი მეთოდი

2012 წელის შევიძინეთ დანადგარი 100 000 ლარად. განვსაზღვრეთ სასარგებლო მომსახურების ვადა  10 წლით.  2014 წელს აკუმულირებულმა ცვეთამ შეადგინა  20 000 ლარი    (100 000 /10 *2) =20 000 ლარი.  ამავე წელს გადავაფასეთ ძირითადი საშუალება 140 000 ლარამდე.

არსებობს ორი მეთოდი:

  1. მეთოდი როდესაც ძირითადი საშუალება და ცვეთა პროპორციულად გადფასება.
  2. მეთოდი როდესაც ცვეთას ვაუქმებთ და შემდეგ ვაფასებთ.

 

  1. გადავაფასოთ პროპორციულად ძირითადი საშუალება და ცვეთა. პროპორცია ძირითადი საშუალების ისტორიულ ღირებულებასა და ნარჩენ საბალანსო ღირებულებას შორის არის 5:4
გადაფასებამდე გადაფასების შემდეგ
ისტორიული ღირებულება 100 000 175 000
დაგროვილი ცვეთა 20 000 35 000
ნარჩენი საბალანსო ღირებულება 80 000 140 000

 

ადგილი ექნება შემდეგ საბურალტრო ჩანაწერებს:

დებ         ძირითადი საშუალება     75 000

კრედ   გადაფასების რეზერვი        75 000

დებ         გადაფასების რეზერვი     15 000

კრედ          დაგროვილი ცვეთა       15 000

  1. მეთოდი როდესაც ცვეთას ვაუქმებთ და შემდეგ ვაფასებთ.

დებ        ძირ, საშუალება                     75 000

კრედ  ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი       75 000

 

დებ        დაგროვილი ცვეთა     20 000

კრედ    ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი    20 000

 

 

ძირითადი საშუალების აფასების რეზერვის გადატანა გაუნაწილებელ (დაგროვილ) მოგებაზე

გავაგძელოდ წინა მაგალითი და ვიგულისხმოთ შემდეგი გარემოება.  ავაფასების შემდგომ გავიდა ერთი წელი. ვარიცხავთ 2015 წლის ცვეთას. ვარაუდობთ, ექსპლუატაციის ვადა არ შეცვლია ძირითად საშუალებას.

  1. ვარიანტი როდესაც ცვეთა არ გავაუქმეთ. ადგილი ექნება ცვეთის, ძირითადი საშუალების გადაფასების რეზერვიდან გაუნაწილებელ მოგებაზე გადასატანი თანხის გამოთვლის  და გამოთვლებზე დაყრდნობით საბუღალტრო ჩანაწერებს.  ვინაიდან მე-3 წლის ცვეთას ვარიცხავთ და ექსპლუატაციის ვადა 8 წელი რჩება, ადგილი ექნება მიმდინარე წლის ცვეთის გამოთვლას   175 000 /8 = 21 875. ხოლო ძირითადი საშუალებების რეზერვიც გადანაწილდება 8 წელზე და ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს: 60 000/8 = 7 500

ადგილი ექნება საბუღალტრო ჩანაწერებს:

დებ      ძირ საშ ცვეთის ხარჯი    21 875

კრედ         აკუმულირებული ცვეთა   21 875

 

დებ        ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი  7 500

    კრედ                         გაუნაწილებელი მოგება    7 500

 

  1. ვარიანტი როდესაც გავაუქმეთ ცვეთა. ადგილი ექნება ცვეთის, ძირითადი საშუალების გადაფასების რეზერვიდან გაუნაწილებელ მოგებაზე გადასატანი თანხის გამოთვლის და გამოთვლებზე დაყრდნობით საბუღალტრო ჩანაწერებს.  ვინაიდან მე-3 წლის ცვეთას ვარიცხავთ და ექსპლუატაციის ვადა 8 წელი რჩება, ადგილი ექნება მიმდინარე წლის ცვეთის გამოთვლას   175 000 /8 = 21 875. ხოლო ძირითადი საშუალებების რეზერვიც გადანაწილდება 8 წელზე და ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს: 95 000/8 = 11 875

ადგილი ექნება საბუღალტრო ჩანაწერებს:

დებ      ძირ საშ ცვეთის ხარჯი    21 875

კრედ         აკუმულირებული ცვეთა   21 875

 

დებ        ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი      11 875

    კრედ                         გაუნაწილებელი მოგება     11 875

 

 

Tags

Similar posts