რა შემთხვევაშია დღგ-ს ნებაყოფლობითი რეგისტრაცია მომგებიანი (სასარგებლო) და რა შემთხვევაში – არა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირს შეუძლია ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. ეს იმ შემთხვევას ეხება, როდესაც პირის შემოსავალი 100 000 ლარს არ აჭარბებს ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში და ბრუნვა სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
ზოგადი ინფორმაცია: ქვემოთ მოყვანილი ყველა მაგალითისთვის გამოსადეგია შემდეგი სახის გამოთვლა: შეძენის ფასი 15 ლარი მოიცავს დღგ-ს, ან რეალიზაციის ფასი 20 ლარი მოიცავს დღგ-ს. ამ შემთხვევაში 15 ლარიდან და 20 ლარიდან უნდა განვსაზღვროთ რამდენია დღგ-ს თანხა 2,29 (15*18/118=2,29), ხოლო, ღირებულება იქნება 12,71 ლარი (15-2,29=12,71). 20 ლარიდან, რომ გამოვთვალოთ დღგ იქნება 3,05ლარი (20*18/118=3,05). შემოსავალი იქნება 16,95 ლარი (20-3,05=16,95).
ქვემოთ მოცემული, პირველი სამი მაგალითი მოყვანილია შესწავლის მიზნით, ბოლო, მე-4 მაგალითის ადვილად აღსაქმელად
მაგალითი 1. მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და ყიდის 20 ლარად. ყიდულობს პირისგან, რომელიც დღგ-ს გადამხდელი არ არის ანუ 15 ლარი არ მოიცავს დღგ-ს გადასახდს და გამყიდველისგან დღგ-ს ჩათვლას ვერ მიიღებს. დღგ-ს გადამხდელად თუ არ დარეგისტრირდა, მიიღებს 5 ლარს მოგებას,ხოლო თუ დარეგისტრირდა მიიღებს 1,25 ლარს.
იხილეთ გამოთვლები:
ა) როდესაც არ არის დღგს გადამხდელი, მოგება 5 ლარი დარჩება (20-15=5).
ბ) როდესაც დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდება, მოგება 1,95 ლარი დარჩება, რადგან გამოთვლების მიხედვით შემოსავალი იქნება 16,95 (20 ლარს მინუს დღგ (20-3,05) = 16,95. 16,95(შემოსავალს) – (მინუს)15 ლარი (თვითღირებულება) =1,95 მოგება.
ასე რომ, ამ შემთხვევაში პირს არ აწყობს დღგს გადამხდელად დარეგისტრირება.
მაგალითი 2.
მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და 20 ლარად ყიდის. ყიდულობს პირისგან, რომელიც დღგ-ს გამხდელია. 15 ლარი მოიცავს დღგ-ს გადასახდს და გამყიდველისგან დღგ-ს ჩათვლას მიიღებს. თუ დარეგისტრირდა გადამხდელად მიიღებს 4,24 ლარს მოგებას. დღგს გადამხდელად თუ არ დარეგისტრირდა მიიღებს 5 ლარს მოგებას.
განვიხილოთ გამოთვლები: შეძენის თანხიდან – 15 ლარიდან რომ ამოვიღოთ დღგ მივიღებთ თვითღირებულებას 12,71 ლარი (15-2,29=12,71). გასაყიდი ფასიდან 20 ლარიდან ამოვიღოთ დღგ მივიღებთ შემოსავალს 16,95 ლარს (20-3,05=16,95).
16,95-12,71 = 4,24 ლარი. ე.ი. ამ შემთხვევაშიც არ აწყობს დავრეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად. რადგან 5 მოგება მეტია > 4,25 ზე.
მაგალითი 3.
მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და 20 ლარად ყიდის დღგ-ს ჩათვლით. მყიდველი დღგ-ს გარეშე არ შეიძენს 20 ლარად, შეიძენს 16,95 ლარად ასეთი ფასია ბაზარზე. ამ შემთხვევაში მეწარმეს აწყობს დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. რადგან, დარეგისტრირების შემთხვევაში ყიდვა/გაყიდვიდან წამოეშვება 4,25 ლარი მოგება. ხოლო თუ არ დარეგისტრირდება 1,95 ლარი (16,95-15=1,95).
მაგალითი 4.
მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და ყიდის 20 ლარად. მომწოდებელი დღგ-ს გადამხდელია და შეუძლია დღგ-ს ანგარიშფაქტურის გამოწერა. მომხმარებლები, იურიდიული პირები, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან ყიდულობენ 20 ლარად დღგ-ს ჩათვლით, რაც თვითღირებულებით მათთვის 16,95 ლარია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღგ-ს გარეშე 20 ლარად არ იყიდიან. ხოლო ფიზიკური პირები საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობენ 20 ლარად, რადგან ისინი დღგ-ს გადამხდელები არ არიან და დღგ-ს ვერ ჩაითვლიან.
იმ შემთხვევაში თუ დღგ-ს გადამხდელად მოხდება ორივე სახის გაყიდვიდან განურჩევლად (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) მოგება იქნება 4,24 ლარი (16,95-12,71=4,24).
იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დარეგისტრირებული პირი დღგ-ს გადამხდელად იურიდიულ პირებზე გაყიდვის შემთხვევაში, მოგება ექნება 1,95 ლარი (16,95-15=1,95), ფიზიკურ პირებზე გაყიდვებიდან ექნება მოგება – 5 ლარი (20-15=5).
მე-4 მაგალითის მიხედვით რომ გაირკვეს ღირს თუ არა დღგ–ს გადამხდელად დარეგისტრირება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რამდენი მყიდველი ეყოლება პირს, რომლებიც დღგ–ს გადამხდელ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და რამდენი დღგ–ს არგადამხდელ ფიზიკურ პირებს. განვიხილოთ თანაფარდობა: ფიზიკური პირებისგან ერთეულ პროდუქტზე მაქსიმალური მოგება, შეფარდებული იურიდიული პირების ერთეულ პროდუქტზე მაქსიმალურ მოგებასთან 5/4,24 = 1,18. გასათვალისწინებელია სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც: როდის მოუწევს პირს დადგეს დღგ–ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის წესით, მან უნდა გაითვალისწინოს შეძენის, გაყიდვის ფასები და რომელი კლიენტი რა რაოდენობის ჰყავს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, როდესაც დღგ–ს სავალდებულო რეგისტრაციას მიაღწევთ რამდენად ადვილია ფიზიკური პირი მომხმარებლებიდან, იურიდიულ პირებზე გადასვლა.