fbpx Skip to main content Skip to search

ჩვენი გუნდი

რუსუდან აბდუშელიშვილი - პარტნიორი პროექტების მართვის საკითხებში „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“(FSG) – პარტნიორი მენეჯერულ საკითხებში. 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, აუდიტის და აღრიცხვის მიმართულებით. 2015 წელს მოიპოვა სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი. 2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხით. 2011 წლიდან დაიწყო მუშაობა „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფში“ აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე. 9 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კლიენტ კომპანიებში საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხების მოწესრიგებაზე. კომპანიების მენეჯმენტს უწევს მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო კონსულტაციას. ჩართულია პროქტებში ფინანსური აუდიტის მომსახურების მიმართულებით. რუსუდანი ხელმძღვანელობს კლიენტ კომპანიებში გადასახადების, შემოსავლების და ხარჯების პროგნოზირების მომსახურებას, ითავსებს ფინანსური მენეჯერის ფუნქციებს. 2019 წელს უხელმძღვანელა „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ საერთაშორისო გლობალურ ასოსიცაცია IAPA International - ში გაწევრიანებას და დღემდე ითავსებს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ფუნქციებს. დღეისათვის რუსუდანი არის კომპანიის პარტნიორი და პასუხისმგებელია კლიენტ კომპანიებში მენეჯერულ საკითხებზე.

რუსუდან აბდუშელიშვილი

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ (FSG) – პარტნიორი ბუღალტრული პროექტების მართვაში. 2009 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლის - CSB (კავკასიის უნივერსიტეტი). ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2009 წლიდან დაიწყო მუშაობა „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფში“ აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კლიენტ კომპანიებში საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხების მოწესრიგებაში. 2011 წლიდან მუშაობდა ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიების ბუღალტრულ პროექტებში. 2012 წლიდან ზედამხედველობას უწევდა ბუღალტრული პროექტების საგადასახადო და სააღრიცხვო მიმართულებას. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ბუღატრულ პროექტებს.

შოთა შერმადინი

ბუღალტერი
„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ (FSG) – პარტნიორი საგადასახადო საკითხებში. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსები და საბანკო საქმე. (ბაკალავრის წოდება), ხოლო 2003 წელს დაეუფლა მაგისტრის ხარიხს. 19 წლიანი გამოცდილება. 2001 წლიდან მუშაობა დაიწყო ფარმაცევტულ კომპანიაში ბუღალტრის თანაშემწედ. შემდგომ გადაყვანილი იყო მთავარ ბუღალტრად. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფში“ მონაწილეობდა ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულებების და მოთხოვნების განხილვაში. კერძო საწარმოების საგადასახადო-სააღრიცხვო საკითხების განხილვასა და მოწესრიგებაში. 2010 წლიდან, როგორც მთავარი ექსპერტი ხელმძღვანელობს კომპანიების საგადასახადო საკითხების მოწესრიგებას. სოლომონს 300-ზე მეტი კომპანიის საგადასახადო ხარვეზების გამოკვლევაში (აუდიტში) აქვს მიღებული მონაწილეობა. აწარმოებდა კლიენტი კომპანიის საგადასახადო დავებს, გადასახადების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას. სოლომონი ხელმძღვანელობდა, როგორც საგადასახადო ისე სააღრიცხვო საკითხებში საწარმოთა გაერთიანებას, გაყოფას და გამოყოფას. სოლომონი დღეისათვის პასუხისმგებელია კლიენტ კომპანიებში საგადასახადო საკითხებზე.

სოლომონ კარგაძე – საგადასახადო ექსპერტი

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ (FSG) მმართველი პარტნიორი. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ფინანსები - საბანკო საქმე. 27 წლიანი გამოცდილება. 1992 წლიდან სამშენებლო კომპანიაში საბუღალტრო და დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი. 1998-დან 2001 წლამდე მუშაობდა „სიბლი ინტერნეშენელის“ პროექტში - „ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში“ (GEAR). პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში საქართველოში მოქმედ კერძო საწარმოებში, როგორც ექსპერტი სააღრიცხვო საკითხებში. ევალებოდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების განსხვავებების და თანმხვედრი საკითხების განხილვა. ასრულებდა პრაქტიკის მთავარი ექსპერტის მოვალეობას და პროექტის ფარგლებში ზედამხედველობას უწევდა „სიბლი ინტერნეშენელის“ მიერ დაქირავებული აუდიტორული კომპანიების შესრულებულ სამუშაოებს. 2001 წლიდან სხვადასხვა აუდიტორულ კომპანიაში იყო მიწვეული, დამოუკიდებელი ექსპერტი სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებში. 2004 წელს დააფუძნა საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია “ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ - FSG”-ის. კონსულტაციას უწევდა ახლად შექმნილ კომპანიებს საგადასახადო, სააღრიცხვო და მართვის სისტემების შექმნაში. მონაწილეობას იღებდა სააღრიცხვო, საგადასახადო და მენეჯმენტის მიმართულებით თანამშრომლების შერჩევაში. სააღრიცხვო და საგადასახადო მიზნებისთვის კონსულტაციას უწევდა კომპანიებს შერწყმის, გაყოფის, ლიკვიდაციის და წილის გასხვისებისას. ხელძღვანელობდა გასაყიდი კომპანიების სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხების სრულყოფას. სხვადასხხვა სფეროს კომპანიებისთვის, როგორც სტარტაპზე ისე მოქმედების პერიოდში ახორციელებდა საგადასახადო და ფინანსურ დაგეგმვას, ბიუჯეტის შედგენას და შემდგომ ზედამხედველობას. დავითი კრიზისების მართვის ექსპერტია და კონსულტაციებს უწევს, კრიზისში მყოფ სხვადასხვა დარგის კომპანიებს.

დავით ლომსაძე – კრიზისების მართვის მენეჯერი.