
FSG გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აუდიტორულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
- ფინანსური აუდიტი – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად ეს მომსახურება მოიცავს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების შესაბამის აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას და ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორული მოსაზრების (დასკვნის) გამოთქმას. შედეგად თქვენ მიიღებთ დამოუკიდებელი აუდიტორის მოსაზრებას (დასკვნას) და მენეჯმენტის წერილს. დამოუკიდებელი აუდიტორის მოსაზრება (დასკვნა) შეგიძლიათ გამოიყენოთ მესამე მხარეებთან (მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში) წარსადგენად, დამფუძნებლების ინფორმირებისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით. მენეჯმენტის წერილი მოიცავს სხვა საკითხებს, რაც აუდიტორის აზრით, მნიშვნელოვანია მენეჯმენტისთვის.
- თემატური აუდიტი – მრავალი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ კონკრეტული საკითხის (ანგარიშის, მუხლის) შესახებ დამოუკიდებელი მოსაზრების მიღება. FSG გთავაზობთ, თქვენს ინტერესებზე მორგებულ, ეფექტურ და ოპტიმალურ მომსახურებას, რომელიც დაგიზოგავთ დროს და რესურსებს. ეს მომსახურება გულისხმობს დანახარჯების, კრედიტორების, დებიტორების ან სხვა კონკრეტული საკითხის მიმოხილვას და შესაბამისი ანგარიშის წარდგენას მენეჯმენტისათვის.
- ფინანსური ანგარიშგების შედგენა (კომპილაციური გარიგება) – FSG მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებს მათთვის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სთავაზობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად ფინანსური ანაგარიშგების შედგენას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით და ამ მიზნების მისაღწევად ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს თქვენს ბუღალტერს.
- საგადასახადო მიმოხილვა (აუდიტი) – საგადასახადო რისკები მნიშვნელოვანი ცვლადია ნებისმიერი კომპანიისათვის. FSG გთავაზობთ, ხანდაზმულობის პერიოდის სრულ საგადასახადო აუდიტს, რაც მოიცავს ყველა საგადასახადო დარღვევის და რისკის შეფასებას, გამოსწორების გზების შესახებ რეკომენდაციების გაცემას. ამ მომსახურების ფარგლებში FSG პასუხიმგებელი იქნება ნებისმიერ აღმოუჩენელ საგადასახადო რისკზე.
- თემატური საგადასახადო მიმოხილვა (აუდიტი) – FSG-ის გუნდი მიმოიხილავს დამკვეთისთვის საინტერესო ოპერაციებს საგადასახადო მიზნებისთვის. აღნიშნული მომსახურებით თქვენ მიიღებთ ოპტიმალურ შედეგს უმოკლესს დროში, მინიმალური რესურსებით. FSG განიხილავს დასმული საკითხის ყველა საგადასახადო რისკს და შემოგთავაზებთ გამოსწორების გზებს.