სამსახურის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი.
სამუშაო პირობები: ყოველდღიური სამუშაოს ხანგძლივობა 8 საათი.
ანაზღაურება საწყის გამოსაცდელ ეტაპზე 1 600 ლარი.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით აღრიცხვის უნარები.
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- ერთერთ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. სასურველია “1C”,-ში “ბალანსი”-ში, “ორის”-ში ან სხვა გავცელებულ პროგრამებში.
- საბუღალტრო განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ოფისის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.
- სამუშაო და მოთხოვნები
ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება:
- სასაქონლო მატერიალური მარაგების მოძრაობის აღრიცხვა.
- მთავარი ბუღალტრის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, როგორიცაა: მასალების მიღების, გახარჯვის, წარმობის პროცესის ჩანაწერების, გამოსაყენებელი სასაქონლო მატერიალური მარაგების მიღების, გახარჯვის, კაპიტალიზებადი დანახარჯების აღრიცხვის შესრულება. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა საბუთების (პირველადი საბუთების) შექმნა.
- პირველადი საბუთების მოწესრიგება და არქივის შექმნა მოთხოვნის მიხედვით. საბუთების წარდგენა შიდა და გარე მომხმარებლებთან.
- ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.
- ბანკის და სალარო ოპერაციების ჩანაწერების შესრულება.
- ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა.
- დებიტორებთან და კრედიტორებთან ნაშთების შედარება.
- ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვა, გადაფასებების შედეგების გამოთვლა და შესრულება.
- მოთხოვნისამებრ სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება.
- დეკლარაციების შევსებისთვის საჭირო ინფორმაციის შექმნა. დეკლარაციების შევსება.
კანდიდატმა შერჩევისთვის უნდა გაიაროს 3 ეტაპი.
- გასაუბრება.
- ტესტირება ზოგად უნარებში და ბუღალტრულ აღრიცხვაში.
- ტესტირება საგადასახადო დეკლარაციების შევსებაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი ავტობიოგრაფია (რეზიუმე) გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. ელექტრონულ წერილს სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნის საბოლოო ვადაა 2026 წლის 5 მარტი.