IFRS for SMEs – რას ნიშნავს და ვის სჭირდება საქართველოში

IFRS for SMEs – რას ნიშნავს და ვის სჭირდება საქართველოში

ბიზნესის განვითარებასთან ერთად, კომპანიები ხშირად აწყდებიან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS – International Financial Reporting Standards) დანერგვის საჭიროებას. თუმცა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სრული IFRS ხანდახან ზედმეტად რთულია და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ შეიქმნა IFRS for SMEs (საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) – გამარტივებული ვერსია, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიების მოთხოვნებზეა მორგებული.

რა არის IFRS for SMEs?

IFRS for SMEs (International Financial Reporting Standards for Small and Medium-sized Entities) არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სპეციალური მოდელი, რომელიც შექმნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც:

არ არიან საჯარო ინტერესის მქონე (არ აქვთ აქციები ბირჟაზე, არ არიან საბანკო/სადაზღვევო სექტორში)
აქვთ შედარებით მცირე მოცულობის ოპერაციები
ჭირდებათ გამჭვირვალე და სტანდარტიზებული ფინანსური ანგარიშგება ინვესტორებისთვის, ბანკებისთვის ან პარტნიორებისთვის, მომწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის.

ეს სტანდარტი საშუალებას აძლევს კომპანიებს წარმოადგინონ გაუმჯობესებული ფინანსური ინფორმაცია უფრო მარტივი წესებით, ვიდრე სრული IFRS მოითხოვს.

ვის სჭირდება IFRS for SMEs საქართველოში?

საქართველოში IFRS for SMEs ყველაზე მეტად სჭირდება:

მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებსაც სესხის მიღება ან ინვესტორის მოზიდვა სურთ
საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის მსურველ კომპანიებს, რომლებიც ითხოვენ სტანდარტიზებულ ანგარიშგებას
კომპანიებს, რომლებსაც სურთ გამჭვირვალობა და უკეთესი რეპუტაცია, მაგრამ სრული IFRS ზედმეტად რთული ან ძვირი ჩანს
იურიდიულ პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან რეგულაციებს და უნდა წარმოადგინონ ოფიციალური ფინანსური ანგარიშგება
რა სარგებელს აძლევს კომპანიას IFRS for SMEs?
გამარტივებული წესები – ანგარიშგების წარმოება ნაკლებ დროსა და ხარჯს მოითხოვს.
სანდოობა – ინვესტორები და ბანკები უფრო ადვილად ენდობიან IFRS სტანდარტზე მომზადებულ ფინანსურ ინფორმაციას. ადვილად ენდობიან მომწოდებლები და მომხმარებლები, რადგან აქვთ საშუალება გაეცნონ ფირმის ფინანსურ მდგომარეობას.
შესადარისი ინფორმაცია – IFRS for SMEs-ით წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება საშუალებას იძლევა შედადრება განახორციელდეს ადგილობრივი ან სხვა ქვეყნების კომპანიების მონაცემებთან.
კომპანიის ზრდის ხელშეწყობა – გამჭვირვალე და სტანდარტიზებული ფინანსური სისტემა ზრდის პარტნიორებისა და კლიენტების ნდობას.

როგორ დავნერგოთ IFRS for SMEs?

IFRS for SMEs-ის დანერგვა მოითხოვს:

კომპანიის ბუღალტრული და ფინანსური პროცესების ანალიზს
საბუღალტრო პოლიტიკის გადამუშავებას
თანამშრომლების გადამზადებას და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას
დასკვნა

IFRS for SMEs (საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი, მოიზიდონ ახალი პარტნიორები და უზრუნველყონ გამჭვირვალობა.

თუ თქვენს კომპანიას სჭირდება IFRS for SMEs-ის დანერგვა ან კონსულტაცია, FSGROUP-ის გუნდი მზად არის თანადგომა გაგიწიოთ პროფესიონალური გამოცდილებითა და საერთაშორისო სტანდარტების ღრმა ცოდნით.

თეგები

მსგავსი პოსტები