რას ვთავაზობთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს ? FSGROUP – საგადასახადო კონსულტანტი

საგადასახდო საკითხების გამოკვლევას, დაგეგმვას და ოპტიმიზაციას ყველა სამუშაო ეტაპზე:

  1.     გარიგებებში მონაწილეობას და დაბეგვრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
  2.     შეთანხმების შემდგომ პერიოდში გადასახადების დაგეგმვას.
  3.     მიმდინარე სამუშაოს პროცესში საგადასახადო ზედამხედველობას.
  4. განვლილი პერიოდის ოპერაციების განხილვას საგადასახადო მიზნებისთვის, ხარვეზების გამოკვლევას. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში აღმოფხვრის გზების დასახვას.
  5.     პროექტის დასრულებისას, ოპერაციების შეჩერებისთვის აუცილებელი საგადასახდო მიზნებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

 

  1.     გარიგებებში მონაწილეობას და დაბეგვრასთან დაკავშირებული რეკომენდაციებს, გულისხმობს: მშენებელსა და მიწის მესაკუთრეს შორის; მშენებლობაში ჩართულ პარტნიორებს შორის შეთანხმების დროს საგადასახადო კონსულტაციებს. აგრეთვე მშენებლობაში გარე მონაწილეებსა და დეველოპერებს შორის შეთანხმებებისას  საგადასახადო კონსულტაციებს. აღნიშნულ ოპერაციებში ხელშეკრულების დადებისას საგადასახადო რეკომენდაციებს.

 

  1.     შეთანხმების შემდგომ პერიოდში გადასახადების დაგეგმვა გულისხმობს ხელშეკრულების დადების შემდგომ სამომავლო ოპერაციების შესწავლას და გადასახადების დაგეგმვას. მოსალოდნელი ოპერაციების შედეგად საგადასახადო ბიუჯეტის შედგენას. ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილსა და რალურ შედეგებს შორის სხვაობას. განსხვავებების მიზეზების გამოკვლევას.

 

  1.     მიმდინარე სამუშაო პროცესში საგადასახადო ზედამხედველობა გულისხმობს: სისტემატიურ ზედამხედველობას მიმდინრე პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დადგენას, დეკლარირებას და ბიუჯეტში ანგარიშწორების დაგეგმვას. მიმდინარე პერიოდში რეკომენდაციებს საგადასახადო საკითხების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

 

  1. განვლილ პერიოდში ოპერაციების განხილვას საგადასახადო მიზნებისთვის, ხარვეზების გამოკვლევას. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში აღმოფხვრის გზების დასახვას. ამ მომსახურებას საქართველოში მიღებული ტერმინით საგადასახადო აუდიტს უწოდებენ. თუმცა ჩვენი მომსახურება ცილდება განვლილი საგადასახადო საკითხების განხილვას. განვლილი პერიოდის შემოწმების დროს განხილულ იქნება ყველა მოწოდებული პირველადი საბუთი, მათ შორის შეთანხმებები, ხელშეკრულებები, ყველა წერილობითი თუ ზეპირი შეთანხმებები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საგადასახდო საკითხებზე როგორც განვლილი, ისე სამომავლოდ მოსალოდნელი ოპრაციების გამოკვლევა ხორციელდება.

საგადასახადო საკითხებთან ერთად განხილულ იქნება ისეთი სააღრიცხვო საკითხები, რომლებიც საგადასახადო ვალდებულებებს უკავშირდება.

პროექტის დასრულებისას, ოპერაციების შეჩერებისთვის აუცილებელი საგადასახდო   ღონისძიებების განხორციელება. გულისხმობს დეველოპერული ან სამშენებლო კომპანიის პროექტის დასრულებისას  წინასარ მომზადებას გადასახდების ოდენობის წინასწარ დაგეგმვას. ლიკვიდაციას ან სხვა კომპანიასთან შერწყმისას სხვა კომპანიასთან, მოსალოდნელი საგადასახდო ვალდებულების დადგენას. ყველა ზემოთ აღნიშნული ოპერაციების საგადასახდო საკითხების  ოპტიმიზაციას.

თეგები

მსგავსი პოსტები