ძირითადი საშუალებების რეალიზაცია
- ცვეთადი ძირითადი საშუალების (აქტივის) რეალიზაცია ზარალით:
შემდგომშო ტექსტის შემოკლების მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში ძირითადი საშალების ნაცვლად შემოღებულია ტერმინ
ი „აქტივი“.
2017 წლის 1 ივლისს კომპანიამ შეიძინა 100 000 ლარის ღირებულების ძირითდი საშუალება, რომლის მოხმარების ვადა 10 წლით განისაზღვრა. აქტივის სალიკვიდაციო ღირებულება 15 000 ლარია. 2020 წლის 31 დეკემბერს ძირითადი საშუალება გაიყიდა 40 000 ლარად.
ა) ვაწარმოოთ აქტივის შეძენის, ცვეთის დარიცხვის, რეალიზაციის გამოთვლები და საბუღალტრო ჩანაწერები.
ამოხსნა:
2017 წელი 1 ივლისი
აქტივის შეძენის ღიებულება – 100 000 ₾
სალიკვიდაციო ღირებულევა – 15 000 ₾
2020 წელი 31 დეკემბერი
რეალიზებული აქტივის ღირებულება – 40 000₾
- საწყის ეტაპზე საჭიროა დავადგინოთ 1 წლის ცვეთის ხარჯი:
(10 000-15 000)/10=8 500
- მომდევნო ოპერაცია 2020 წლისთვის დაგროვილი ცვეთის განსაზღვრაა:
8 500*3,5=29 750
ვინაიდან აქტივი შევიძინეთ კალენდარული წლის 6-ე თვეს 3,5 წელი განსაზღვრულია შესაბამმისად.
- 2020 წელს აქტივის ნარჩენი საბალანსო ღირებულება:
100 000-29 750=70 250
- მოგება/ზარალის განსაზღვრა:
40 000-70 250=-30 250 (ზარალი)
1 ვარიანტი ბუღალტრული გატარებები:
დებ ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 40 000
დებ დაგროვილი ცვეთა 29 750
დებ საოპერაციო ზარალი 30 250
კრედ აქტივი 100 000
2 ვარიანტი. შესაძლებელია ბუღალტრული ჩანაწერები ასეთი ვარიანტიც:
დებ დაგროვილი ცვეთა 29 750
კრედ ძირ. საშუალება 29 750
დებ ზარალი ძირ. საშ რეალიზაციიდან 70 250
კრედ ძირ. საშუალება 70 250
დებ ფული ეროვნულ ვალუტაში 40 000
კრედ ზარალი ძირ. საშ რეალიზაციიდან 40 000
წარმოვიდგინოთ ანგარიშის „ზარალი აქტ. რეალიზაციიდან“ დებეტის და კრედიტის ბრუნვა, არითმეტიკულად ასე იქნება 40 000 – 70 250 = – 30 250 ზარლი
- ცვეთადი ძირითადი საშალების (აქტივის) რეალიზაცია მოგებით:
შემდგომშო ტექსტში ძირითადი საშალების ნაცვლად შემოღებულია ტერმინი „აქტივი“.
განვიხილოთ მსგავსი მაგალითი. განსხვავება იქნება მხოლოდ რეალიზაცისას მისაღები თანხაში.
2017 წლის 1 ივლისს კომპანიამ შეიძინა 100 000 ლარის ღირებულების ძირითდი საშუალება, რომლის მოხმარების ვადა 10 წლით განისაზღვრა. აქტივის სალიკვიდაციო ღირებულება 15 000 ლარია. 2020 წლის 31 დეკემბერს ძირითადი საშუალება გაიყიდა 80 000 ლარად.
ა) ასახეთ ბუღალტრული ჩანაწერებით აქტივის ყიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული გატარებები.
ამოხსნა:
2017 წელი 1 ივლისი
აქტივის შეძენის ღიებულება – 100 000 ₾
სალიკვიდაციო ღირებულევა – 15 000 ₾
2020 წელი 31 დეკემბერი
რეალიზებული აქტივის ღირებულება – 80 000₾
- საწყის ეტაპზე საჭიროა დავადგინოთ 1 წლის ცვეთის ხარჯი.
(10 000-15 000)/10=8 500
- მომდევნო ოპერაცია 2020 წლისთვის დაგროვილი ცვეთის განსაზღვრაა:
8 500*3,5=29 750
ვინაიდან აქტივი შევიძინეთ კალენდარული წლის 6-ე თვეს 3,5 წელი განსაზღვრულია შესაბამმისად.
2020 წელს აქტივის ნარჩენი საბალანსო ღირებულება:
100 000-29 750=70 250
მოგება/ზარალის განსაზღვრა:
80 000-70 250=9 750 (მოგება)
1 ვარიანტი ბუღალტრული გატარებები:
დებ ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 80 000
დებ დაგროვილი ცვეთა 29 750
კრედ მოგება ძირ საშ რეალიზაციდან. 9 750
კრედ ძირ. საშუალება 100 000
2 ვარიანტი შესაძლებელია აღვრიცხვა განსხვავებული ცანაწერებით განვახოციოლოთ:
დებ დაგროვილი ცვეთა 29 750
კრედ ძირ საშუალება 29 75
დებ მოგება ძირ საშ რეალიზაციდან. 70 250
კრედ ძირ საშუალება 70 250
დებ ფული ეროვნულ ვალუტაში 80 000
კრედ მოგება ძირ საშ რეალიზაციდან. 80 000
წარმოვიდგინოთ ანგარიშის „მოგება ძირ საშ რეალიზაციდან“. დებეტის და კრედიტის ბრუნვა, არითმეტიკულად ასე იქნება 80 000 – 70 250 = 9 250 (მოგება).
ძირითადი საშუალებების ცვეთის გადაფასება
- 01/01/2012 – ში შევიძინეთ ძირითადი საშუალება ღირებულებით 100 000 ლარი.
ვარაუდობთ რომ 10 წლის შემდეგ ნარჩენი ღირებულება ექნება 15 000 ლარი.
სამი წლის შემდეგ დავადგინეთ, რომ აქტივი მხოლოდ 5 წელი იქნებოდა ექსპლუატაციაში, (სამი წლის მერე 5 წელი), ხოლო ნარჩენ ღირებულებას ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ ისევ 1500 ლარად ვარაუდობთ.
დავალება ა) შეასრულეთ შეძენის გატარება თუ შეძენა მოხდა ნაღდ ფულზე. ბ) გამოთვალეთ წლიური ცვეთა თავდაპირველი ნავარაუდევი მოსაზრების მიხედვით.
გ) დაარიცხეთ სამი წლის ცვეთა თავდაპირველი ნავარაუდევი მოსაზრების მიხედვით. ცვეთის დარიცხვისას შეგიძლიათ შეასრულოთ ჯამური ჩანაწერები სამ წელზე.
დ) მოახდინეთ ცვეთის გადაფასება სამი წლის შემდეგი მდგომარეობით და არ გადააფასოთ განვლილი ცვეთა, დაადგინეთ მე-4 წლის წლიური ცვეთა. შეასრულეთ მე-4 წელს დარიცხული ცვეთის გატარება.
- ძირითადი საშაულების შეძენის ბურალტრული ჩანაწერი:
დებ ძირ საშუალება 100 000
კრედ ფული 100 000
- დავადგინოთ სამი წლის განმავლობაში აკუმილირებული ცვეთა და შევასრულოთ საბურალტრო ჩანაწერები:
ერთი წლის ცვეთა (100 000 – 15 000)/10 = 8 500 სამი წლის ცვეთა 8 500 *3 = 25 500
სამი წლის ჯამური ცვეთა: დებ ძირ საშ ცვეთის ხარჯი 25 500
კრედ აკუმულირებული ცვეთა 25 500
- გამოვთვალოთ სამი წლის შენდეგ ცვეთის გადაფასების შემდგომ დასარიცხი ყოველწლიური ცვეთა:
აქტივის ნარცენი საბალანსო ღირებულება სამი წლის შემდეგ 100 000 -25 500 = 74 500
მეოთხე წელს დასარიცხი ცვეთა იქნება 11 900 ლარი( (74 500 -15 000) / 5 = 11 900) . წლის ბოლოს ცვეთის დარიცხვისას ადგილი ექნება საბურალტრო ჩანაწერს:
დებ ძირ საშ ცვეთის ხარჯი 11 900
კრედ აკუმულირებული ცვეთა 11 900
ძირითადი საშუალებების გადაფასება და გადაფასების რეზერვის აღრიცხვა
2012 წელს შევიძინეთ მიწა 100 000 ლარად. როგორც ვიცით მიწას ცვეთა არ ერიცხება.
2014 წელ სარწმუნო ინფორმაციით ვიცით, რომ ჩვენს მიერ შეძენილი მიწის ფასი 140 000 ლარის ღირებულებისაა.. ადგილი ექნე შემდეგ გამოთვლებს და ჩანაწერებს
140 000 – 100 000 = 40 000 ლარით გაიზარდა ღირებულება:
ადგილი ექნება შემდეგ ჩანაწერებს აფასებისას.
დებ ძირ საშ (მიწა) 40 000
კრედ ძირ საშ (მიწა) გადაფასების რეზერვი 40 000
2015 წელს შეიქმნა გარემობა, ჩვენი მიწა გაუფასურდა და 80 000 ლარამდე დავიდა ღირებულება.
თავდაპირველად (1. გატარებით) უნდა შევამციროთ გადაფასების რეზერვი. ჩვენს შემთხვევაში განულდება და ადგილი ექნება შემდეგ გატარებებს:
- დებ ძირ საშ (მიწა) გადაფასების რეზერვი 40 000
კრედ ძირ საშ (მიწა) 40 000
შემდეგ მეორე გატარებით ვაღიაროთ გაუფასურების ზარალი:
- დებ ძირ საშ (მიწა) გადაფასების რეზერვი 20 000
კრედ ძირ საშ (მიწა) 20 000
გადაფასებული ძირითადი საშუალებების რეალიზაცია
2012 წელს შევიძინეთ მიწის ნაკვეთი 100 000 ლარად.
2014 წელ სარწმუნო ინფორმაციით ვიცით, რომ ჩვენს მიერ შეძენილი მიწის ფასი 140 000 ლარის ღირებულებისაა.. ადგილი ექნე შემდეგ გამოთვლებს და ჩანაწერებს:
140 000 – 100 000 = 40 000 ლარით გაიზარდა ღირებულება:
აფასებისას მიზნით ადგილი ექნება შემდეგ ჩანაწერებს.
დებ ძირ საშ (მიწა) 40 000
კრედ ძირ საშ (მიწა) გადაფასების რეზერვი 40 000
2015 წელს მიწა გავყიდეთ 150 000 ლარად.
ადგილი ექნება ბუღატრულ ჩანაწერებს:
დებ ფული 150 000
დებ გადაფასების რეზერვი 40 000
კრედ მოგება ძირითადი სასლებების რეალიზაციიდან 10 000
კრედ ძირ საშ (მიწა) 140 000
ძირითადი საშუალებების გადაფასების ორი მეთოდი
2012 წელის შევიძინეთ დანადგარი 100 000 ლარად. განვსაზღვრეთ სასარგებლო მომსახურების ვადა 10 წლით. 2014 წელს აკუმულირებულმა ცვეთამ შეადგინა 20 000 ლარი (100 000 /10 *2) =20 000 ლარი. ამავე წელს გადავაფასეთ ძირითადი საშუალება 140 000 ლარამდე.
არსებობს ორი მეთოდი:
- მეთოდი როდესაც ძირითადი საშუალება და ცვეთა პროპორციულად გადფასება.
- მეთოდი როდესაც ცვეთას ვაუქმებთ და შემდეგ ვაფასებთ.
- გადავაფასოთ პროპორციულად ძირითადი საშუალება და ცვეთა. პროპორცია ძირითადი საშუალების ისტორიულ ღირებულებასა და ნარჩენ საბალანსო ღირებულებას შორის არის 5:4
გადაფასებამდე | გადაფასების შემდეგ | ||
ისტორიული ღირებულება | 100 000 | 175 000 | |
დაგროვილი ცვეთა | 20 000 | 35 000 | |
ნარჩენი საბალანსო ღირებულება | 80 000 | 140 000 |
ადგილი ექნება შემდეგ საბურალტრო ჩანაწერებს:
დებ ძირითადი საშუალება 75 000
კრედ გადაფასების რეზერვი 75 000
დებ გადაფასების რეზერვი 15 000
კრედ დაგროვილი ცვეთა 15 000
- მეთოდი როდესაც ცვეთას ვაუქმებთ და შემდეგ ვაფასებთ.
დებ ძირ, საშუალება 75 000
კრედ ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი 75 000
დებ დაგროვილი ცვეთა 20 000
კრედ ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი 20 000
ძირითადი საშუალების აფასების რეზერვის გადატანა გაუნაწილებელ (დაგროვილ) მოგებაზე
გავაგძელოდ წინა მაგალითი და ვიგულისხმოთ შემდეგი გარემოება. ავაფასების შემდგომ გავიდა ერთი წელი. ვარიცხავთ 2015 წლის ცვეთას. ვარაუდობთ, ექსპლუატაციის ვადა არ შეცვლია ძირითად საშუალებას.
- ვარიანტი როდესაც ცვეთა არ გავაუქმეთ. ადგილი ექნება ცვეთის, ძირითადი საშუალების გადაფასების რეზერვიდან გაუნაწილებელ მოგებაზე გადასატანი თანხის გამოთვლის და გამოთვლებზე დაყრდნობით საბუღალტრო ჩანაწერებს. ვინაიდან მე-3 წლის ცვეთას ვარიცხავთ და ექსპლუატაციის ვადა 8 წელი რჩება, ადგილი ექნება მიმდინარე წლის ცვეთის გამოთვლას 175 000 /8 = 21 875. ხოლო ძირითადი საშუალებების რეზერვიც გადანაწილდება 8 წელზე და ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს: 60 000/8 = 7 500
ადგილი ექნება საბუღალტრო ჩანაწერებს:
დებ ძირ საშ ცვეთის ხარჯი 21 875
კრედ აკუმულირებული ცვეთა 21 875
დებ ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი 7 500
კრედ გაუნაწილებელი მოგება 7 500
- ვარიანტი როდესაც გავაუქმეთ ცვეთა. ადგილი ექნება ცვეთის, ძირითადი საშუალების გადაფასების რეზერვიდან გაუნაწილებელ მოგებაზე გადასატანი თანხის გამოთვლის და გამოთვლებზე დაყრდნობით საბუღალტრო ჩანაწერებს. ვინაიდან მე-3 წლის ცვეთას ვარიცხავთ და ექსპლუატაციის ვადა 8 წელი რჩება, ადგილი ექნება მიმდინარე წლის ცვეთის გამოთვლას 175 000 /8 = 21 875. ხოლო ძირითადი საშუალებების რეზერვიც გადანაწილდება 8 წელზე და ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს: 95 000/8 = 11 875
ადგილი ექნება საბუღალტრო ჩანაწერებს:
დებ ძირ საშ ცვეთის ხარჯი 21 875
კრედ აკუმულირებული ცვეთა 21 875
დებ ძირ, საშ. გადაფასების რეზერვი 11 875
კრედ გაუნაწილებელი მოგება 11 875