ნებისმიერმა კომპანიამ, საქმიანობის დაწყების წინ, უნდა განსაზღვროს რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია წარუმატებლობის ალბათობა. ამ საქმეში, აუდიტური კომპანიის როლი მნიშვნელოვანია.
Financial Solution Group-ის დამფუძნებელმა დავით ლომსაძემ, „მეტრონომთან“ ფინანსური რისკების შესახებ ისაუბრა და კომპანიებისთვის გარკვეული სახის რეკომენდაციები შემოგვთავაზა.
„საქმიან სფეროში მრავალგვარი რისკი არსებობს, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო საგადასახადო რისკია. გარდა ამისა, სხვა კონკრეტული საფრთხეებიც არსებობს, როგორიცაა არასწორი ფინანსური დაგეგმვა-გაანგარიშება.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ბიზნესი შედარებით განვითარდა. საგადასახადო ადმინისტრირება გაადვილდა, საგადასახადო საკითხები შედარებით ადვილი გასარკვევია, შემცირდა სადავო საკითხები. იყო პერიოდი, როცა საგადასახადო საკითხები გაურკვეველი იყო და იმდენად მაღალ რისკს წარმოშობდა, რომ თუ საგადასახადო პრობლემებს აღმოფხვრიდი, კომპანიას სხვა პრობლემა ნაკლებად გააჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო გაურკვევლობების აღმოფხვრამ კომპანიების სიმრავლე გამოიწვია და ერთ სფეროში უფრო მეტი კომპანიაა დასაქმებული ვიდრე ადრე, ამან კონკურენცია გაზარდა. კომპანიების სიმრავლემ და კონკურენციამ პროდუქციის-მომსახურების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. ფასებზე გარკვეული სახით კრიზისმაც იმოქმედა. ფასების შემცირებამ კომპანიის მოგება შეამცირა, ანუ პირდაპირი მოგება, პროდუქტის გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის სხვაობა შემცირდა. ამ ყველაფერმა, კომპანიების განვითარება განაპირობა. ქართული საქმიანი სივრცე, პროდუქტებს შორის ხარჯების სწორ გადანაწილებას და დაგეგმვას მიეჩვია, რადგან მოთხოვნა ხარჯების გადანაწილებაზე და ხარჯების სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე უფრო თვალსაჩინო გახდა.
სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხებში, თავაზობს FSG თავის კლიენტებს, საკონსულტაციო მომსახურებას: მენეჯერული აღრიცხვის ნიუანსებს, სწორ დაგეგმვას, შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბებას, თანამშრომლებს შორის ფუნქციების და მოვალეობების განაწილებას. რაც რისკების შემცირებას უკავშირდება.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მომხმარებლებისთვის გასაგებ ენაზე. Financial Solution Group-ს აქვს კონკრეტული შეკვეთები. მიუხედავად იმისა, რომ განვითარების გარკვეული საფეხური გაიარეს კომპანიებმა, იშვიათია ვინმეს, თავის ინიციატივით, საგადასახადო რისკების გარდა, სხვა რისკების გამოსავლენად მოემართოს. თუ კომპანია საგადასახადო რისკების შეფასებას გვიკვეთავს, ჩვენ ფინანსური რისკების გამოკვლევასაც ვთავაზობთ.
ფინანსური აუდიტი მოიცავს გარკვეული თემების ტესტირებას, რომელიც შემდგომ გადამოწმებას მოთხოვს. იმის თქმა მინდა, რომ ვიდრე ფინანსურ აუდიტს დაგეგმავს კომპანია, ჯობს ჯერ საკონსულტაციო მომსახურება მიიღოს და შემდეგ აუდიტური.
რისკი შეიძლება არსებობდეს შიდა პროცედურებიდან გამომდინარე, ასევე არასწორი აღრიცხვით, ფუნქციების არასწორი გადანაწილებით და დაბალი კონტროლის არსებობისას. არ მინდა თავი შეგაწყინოთ, რადგანაც რისკი მრავალი სახისაა, ამიტომ ფინანსური რისკის აღმოსაფხვრელი ამოცანები და სწორად გადაჭრის გზები დროულად უნდა იყოს დაგეგმილი.
მარტო საგადასახადო რისკები არაა მნიშვნელოვანი. ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ თუ რამდენად სწორად არის ფუნქციები გადანაწილებული, ასევე ანალიზი გავაკეთოთ რა რგოლებია კომპანიაში და ამ რგოლბს შორის რა ფუნქციებია გადანაწილებული, რა სახით ხდება ინფორმაციის გაცვლა.
რისკების აღმოჩენა, უფრო მენეჯმენტის მუშაობასთნაა დაკავშირებული და არა ცალკეულად, იურუსტთან ან ბუღალტერთან. საქართველოში ყოველთვის უჭირთ, რომ ვინმეს რჩევა მოისმინონ, როგორ აღმოფხვრან რისკები, როგორ გაზარდონ გაყიდვები, როგორ მოახდინონ თანამშრომლების მუშაობის ოპტიმიზაცია.
ჩვენ, კლიენტებთან ხელშეკრულებაში აღნიშნული აქვს, რომ პასუხს ვაგებთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც კლიენტი გაითვალისწინებს. დეტალურად ვიხილავთ ყველა თემას და ისე ვასრულებთ სამუშაოს, როგორც საკუთარი კომპანიისთვის გავაკეთებდით. ჩვენ ვართ საკონსულტაციო კომპანია და მომსახურების მაღალ ხარისხზე, სამართლიანად გვაქვს პრეტენზია.
ჩვენ გვყავს კომპანიები, რომლებსაც ვმართავთ. როცა კომანია მოგვყვება და გვიჯერებს შედეგიც არის.
ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ჩვენ წინასწარ გაგვიწერია თუ რა ქმედებები უნდა შეესრულებინა კომანიის ხელმძღვანელობას, გვიჩვენებია რისკები და არ გაუთვალისწინებიათ. წინასწარ ყველა ვერ აღიქვამს რისკს, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე ვთანამშრომლობთ კლიენტებთან. არავინ მიგვიტოვებია გასაჭირში. პირიქით მნიშვნელოვანი სამუშაოები შეგვისრულებია კლიენტი კომპანიის ხარვეზების აღმოსაფხველად – განაცხადა დავით ლომსაძემ.
Financial Solution Group – მიანდეთ თქვენი კომპანია პროფესიონალთა გუნდს, ნუ მიენდობით ბედს, ყველა კომპანიას ჭირდება რისკების სწორად შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი მომგებიანი ვერ იქნება.