მარაგების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდი

თუ არ გაქვთ სურვილი  წინასიტყვაობას გაეცნოთ, დაიწყეთ აბზაციდან რომელიც იწყება სიტყვა  „განხილვა“

წინასიტყვაობა – გამოქვეყნებულ ტექსტს აქვს შემდეგი მიზნები: დაეხმაროს  დამწყებ ბუღალტრებს მარაგების აღრიცხვის შესწავლაში. დაეხმაროს პირებს, რომლებიც ეხლა იწყებენ ბუღალტერის ან აუდიტორის პროფესიის დაუფლებას. “ACCA”-ის პროგრამის ტექსტის შინაარსის  უკეთ გარკვევაში დაეხმაროს მათ, ვისაც სურვილი აქვს  შეისწავლოს ეს პროგრამა.

ავტორი არ აცხადებს პრეტენზიას “ACCA”-ის სახელმძღვანელოს იდეალურად განხილვაზე. პირიქით ელოდება  მოთხოვნებს და დასაბუთებულ შენიშვნებს იმისათვის, რომ მარტივად იყოს ახსნილი, მარაგების აღრიცხვის შესწავლის მიმდევრობა. შემთხვევით არ არის შერჩეული მარაგების აღრიცხვის განხილვა. ამ საკითხზე ხშირად მოქმედ ბუღალტრებსაც უჩნდებათ შეკითხვები. დამწყებ ბუღალტრებს კი “ACCA”-ის სახელძღვანელოში სწავლების მიზნით არასრულად ახსნილი პერიოდული და უწყვეტი მეთოდი ერევათ ერთმანეთში. პირველ ეტაპზე განვიხილავთ  მხოლოდ უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდებს. არ განვიხილავთ თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდებს, როგორებიცაა ერთეულის ინდივიდუალური, ფიფო, საშუალო შეწონილი და ლიფო მეთოდი. მართალია ლიფო მეთოდი აკრძალულია, მაგრამ აუცილებელია შედარების მიზნით განხილვა. როგორც აღვნიშნეთ ამას შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ. აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე  საკითხს არ განვიხილავთ საგადასახადო მიზნებისთვის.  საგადასახადო მიზნებისთვის აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით იმ პირთა მიმართ მოთხოვნებს, რომელთაც ბურალტერიის წარმოება ევალებათ.  პერიოდული მეთოდი განხილულია სასწავლო მიზნით და აგრეთვე  მეთოდებს შორის განსხვავების დასადგენად. მაგალითების ადვილად აღსაქმელად არ ვითვალისწინებთ დამატებული ღირებულების გადასახადს. აგრეთვე გამარტივების მიზნით მაგალითებში მოყვანილია მხოლოდ თანხობრივი გამოსახულება და არ არის განხილული რაოდენობრივი განზომილება.   რაოდენობრივი გამოსახულება აღწერილი იქნება თვითღირებულების მეთოდების განხილვის დროს.

განხილვა

არსებობს მარაგების აღრიცხვის ორი მეთოდი მუდმივი და პერიოდული.

პირველ რიგში განვიხილოთ მარაგების აღრიცხის პერიოდული  მეთოდი რადგან, ACCA F3 სახელმძღვანელოში მარაგებზე მოყვანილი მაგალითები ძირითადად ამ მეთოდის გამოყენებით არის  განხილული.

პერიოდული მეთოდის მათემატიკური გაანგარიშებები ასეთია:

მარაგების საწყისს ნაშთს + შეძენილი – საბოლოო = გაყიდულს  (გახარჯულს).

განვიხილოთ მაგალითები. მაგალითების უკეთ გააზრების მიზნით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ექსელის ცხრილი და თქვენ თვითონ შეადგინოთ „T“ ანგარიშები ბურალტრული ჩანაწერების მიხედვით:

 

 

მაგალითი 1

მაღაზიას სააღიცხვო პერიოდის დასაწყისში 0 ლარის ღირებულების მარაგის  ნაშთი ქონდა. შეიძინა 100 ლარის მარაგი და პერიოდის ბოლოს აღმოაჩინა  ნაშთი   0  ქონია. გაყიდვებმა შეადგინა 120 ლარი.  რა არის გაყიდული მარაგის თვითღირებულება? რამდენია საერთო მოგება?

ამოხსნა:

1 გაყიდვებიდან ამონაგები 120
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 100
მარაგის საბოლოო ნაშთი 0
მარაგების ხარჯი 100
მოგება 20
საბუღალტრო ჩანაწერები
დებ ფული 120
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 120
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 100
კრედ ფული 100
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 120
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 100
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 20

 

პასუხი: პერიოდის მარაგის ხარჯი იქნება 100 ლარის ოდენობის. მოგება 20 ლარი.

კომენტარი: ACCA სახელმძღვანელოში შემოსავლის 6110 და 7110 “ძირითადი მასალების დანახარჯები / შეძენა” მსგავსი ანგარიშის 7210 “გაყიდული/შეძენილი საქონელი” ნაცვლად გამოყენებულია მოგების ანგარიში 5330. ეს სასწავლო მიზნებისთვის ერთის მხრივ უფრო მარტივი ჩანს რადგან შემდგომ გადახურვა არ ჭირდება მოგების ანგარიშზე. მაგრამ შემდგომი გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად   ჩვენს მიერ წარმოდგენილი მაგალითის განვიხილვისას გამოვიყენებთ შემოსავლის, ხარჯის და კორექტირების ანგარიშს.

 

მაგალითი 2

მეორე სააღრიცხვო პერიოდში მარაგის საწყისი ნაშთი  0-ია, შეიძინა 150 ლარი ღირებულების და საბოლოო ნაშთი აღმოაჩნდა 30 ლარის ღირებულების, გაყიდვებმა 160 ლარი.  რა არის გაყიდული მარაგის თვითღირებულება? რამდენია საერთო მოგება?

ამოხსნა:

2 გაყიდვებიდან ამონაგები 160
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 150
მარაგის საბოლოო ნაშთი 30
მარაგების ხარჯი 120
მოგება 40
საბუღალტრო ჩანაწერები
დებ ფული 160
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 160
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 150
კრედ ფული 150
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ სასაქ. მატ.  მარაგები 30
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 30
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 160
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 120
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 40

 

პასუხი: პერიოდის მარაგის ხარჯი  120 ლარია, მოგება 40 ლარი.

 

მაგალითი 3

მესამე სააღრიცხვო პერიოდში მარაგის საწყისი ნაშთი  30 ლარია, შეიძინა 160 ლარის ღირებულების და საბოლოო ნაშთი აღმოაჩდა 25 ლარის ღირებულების? გაყიდვებმა 190 ლარი შეადგინა. რა არის გაყიდული მარაგის თვითღირებულება? რამდენია საერთო მოგება?

ამოხსნა:

3 გაყიდვებიდან ამონაგები 190
მარაგის საწყის ნაშთი 30
შეძენილი 160
მარაგის საბოლოო ნაშთი 25
მარაგების ხარჯი 165
მოგება 25
საბუღალტრო ჩანაწერები
დებ ფული 190
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 190
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 160
კრედ ფული 160
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 5
კრედ სასაქ. მატ.  მარაგები 5
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 190
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 165
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 25

 

გავიაზროთ და შევადაროთ მაგალითები.  სასურველი იქნება ყურადღება მივაქციოთ შემდეგ საკითხებს:

პირველი მაგალითის ბუღალტრულ ჩანაწერებში „სასაქონლო მარაგების“ ანგარიში არ მოწილეობს, რადგან შეძენა და გაყიდული მარაგების რაოდენობა ემთხვევა ერთმანეთს. მეორე მაგალითში პირველისგან განსხვავებით კორექტირების ჩანაწერი წარმოებს და ერთის მხრივ შეძენასა და მიწოდებას შორის ბალანსი ყალიბდება და ამ ორს შორის სხვაობა თანხობრივად ემთხვევა მარაგების საბოლოო ნაშთს. მესამე მაგალითის საბუღატრო ჩანაწერებში მეორე მაგალითთან შედარებით საპირისპირო გატარებაა საბოლოო მარაგის და  მოწოდებული მარაგის თვითღირებულების დასაბალანსებლად. მესამე მაგალითში პერიოდის განმავლობაში შეძენილი უფრო ნაკლები  თანხისაა ვიდრე მიწოდებული საქონელი.

როდესაც გავიაზრებთ წარმოდგენილ მაგალითებს, შემდეგ შევადაროთ ACCA სახელმძღვანელოში მოცემულს. ბუღალტრული პრინციპებით ჩვენს მიერ განხილული მისაღებია, ხოლო  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ACCA-ის სახელმძღვანელოში წარმოდგენილია სწავლების მიზნით და  საწყისი ნაშთის აღრიცხვა ხორციელდება და შემდეგ გაორება რომ არ მოხდეს ისევ კომპენსირდება შემცირების ჩანაწერის გზით. ეს სააღრიცხვო მიზნებისთვის არასწორია, უფრო მეტიც დამწყები, ახალბედა ბუღალტრებისთვის გაურკვეველობებს იწვევს. ხშირად არის  ACCA „ფ3“ (“F3”) სახელმძღვანელო ჩაბარებული აქვთ და უჭირთ ვაკანსიაზე (გარე ტესტის) ჩაბარება.

 

განვიხილოთ მარაგების  მუდმივი აღრიცხვის მეთოდი.

განსხვავებული ფორმულით გამოითვლება მარაგების  პერიოდის ხარჯი: ამ შემთხვევაში გასული მარაგის თვითღირებულება დაიანგარიშება გასვლისთანავე.

 

განვიხილოთ იგივე მაგალითებით მუდმივი აღრიცხვის მეთოდით და შემდეგ შევადაროთ პერიოდულს:   

მაგალითი 1. ამოხსნა

1 გაყიდვებიდან ამონაგები 120
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 100
მარაგის საბოლოო ნაშთი 0
მარაგების ხარჯი 100
მოგება 20
საბუღალტრო ჩანაწერები
საქონლის შეძენა
დებ საქონელი 100
კრედ ფული 100
შემოსავლის აღიარება – გაყიდვებიდან
დებ ფული 120
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 120
საქონლის მიწოდება
დებ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 100
კრედ საქონელი 100
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 120
კრედ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 100
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 20

 

მაგალითი 2. ამოხსნა

2 გაყიდვებიდან ამონაგები 160
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 150
მარაგის საბოლოო ნაშთი 30
მარაგების ხარჯი 120
მოგება 40
საბუღალტრო ჩანაწერები
საქონლის შეძენა
დებ საქონელი 150
კრედ ფული 150
შემოსავლის აღიარება – გაყიდვებიდან
დებ ფული 160
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 160
საქონლის მიწოდება
დებ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 120
კრედ საქონელი 120
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 160
კრედ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 120
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 40

 

მაგალითი 3. ამოხსნა

3 გაყიდვებიდან ამონაგები 190
მარაგის საწყის ნაშთი 30
შეძენილი 160
მარაგის საბოლოო ნაშთი 25
მარაგების ხარჯი 165
მოგება 25
საბუღალტრო ჩანაწერები
საქონლის შეძენა
დებ საქონელი 160
კრედ ფული 160
შემოსავლის აღიარება – გაყიდვებიდან
დებ ფული 190
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 190
საქონლის მიწოდება
დებ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 165
კრედ საქონელი 165
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 190
კრედ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 165
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 25

 

შევადაროთ მეთოდები:

  1. შეძენა უწყვეტ მეთოდში ჩაიწერება, როგორც საქონლის მიღება, პერიოდულში შეძენა ხარჯად აღიარდება და შემდეგ ხდება კორექტირება.

მარაგის მიღება პერიოდულ მეთოდში მხოლოდ კორექტირების დროს სრულდება, როცა შეძენა უფრო ნაკლებია მიწოდებული მარაგების ხარჯზე და ნაშთი სწორდება ამით. დააკვირდით და შეადარეთ პირველ ამოცანაში საერთოდ არ არის მარაგების მიღება აღრიცხული პერიოდულ მეთოდში, რადგან მარაგების შეძენა თანხობრივად ემთხვევა მიწოდების ხარჯს.

  1. უწყვეტ მეთოდში ყოველი მიწოდებისას ხორციელდება მარაგის გასვლის და მიწოდების ხარჯად აღიარება. ჩვენ შემთხვევაში ჯამურად არის ჩანაწერი სწავლების მიზნით, ინფორმაციის ჯამური მონაცემების მიხედვით.
  2. გადმოიწერეთ ექსელის ცხრილში აღრიცხული მაგალითები და შეადარეთ ერთმანეთს.
  3. ორივე მეთოდი შეადარეთ ACCA-ის სახელმძღვანელოში მოყვანილ მაგალითებს, ამოხსნის მეთოდებს.

 

მარაგების აღრიცხვა

თეგები

მსგავსი პოსტები