FSGROUP შეფასება

ქონების შეფასება

FSG გთავაზობთ უძრავი, მოძრავი და არამატერიალური ქონების აგრეთვე, კომპანიის და ბიზნესის ღირებულების დადგენას – შეფასებას

უძრავი, მოძრავი ქონების, ბიზნესის და კომპანიის შეფასება

მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასება

ქონების შეფასება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია. ეს გადაწყვეტილებები დაკავშირებულია ქონების ყიდვასთან, გაყიდვასთან, კომპანიების შერწყმასთან, წილის დადგენასთან და სხვა.

საქართველოში, ბოლო ოცი წლის განვითარების ეტაპზე გაჩნდა მოთხოვნა საშემფასებლო საქმიანობობაზე. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში კი გაიზარდა მომსახურების ხარისხი ამ სფეროში, რაც განაპირობა საშემფასებლო სერვისზე მოთხოვნის ზრდამ.

საშემფასებლო საქმიანობა საკონსულტაციო-აუდიტურ მომსახურებასთან დაკავშირებული სფეროა.

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს დაფუძნების დღიდან. კომპანია თვალყურს ადევნებს საშემფასებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ცვლილებებს.

აღნიშნულ მიმართულებას FSG-ის სხვა მომსახურებებთან ერთად ხელმძღვანელობს გუნდი, რომლის წარმომადგენლებსაც აქვთ კომპანიაში მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება.

ქონების შეფასების პროცესში შემფასებლებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებენ სხვა დარგის სპეციალისტები (იურისტები, აუდიტორები).

FSG-ის საშემფასებლო მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

რატომ უნდა ავირჩიოთ FSGROUP

  • 19 წლიანი გამოცდილება.
  • წამყვანი თანამშრომლების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. FSG-ის თანამშრომელს, რომელიც თქვენს მომსახურებაზე იქნება პასუხისმგებელი, აუცილებლად ექნება  მხოლოდ FSG-ში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მოიძებნება საქართველოში საკონსულტაციო-აუდიტორული  კომპანია, სადაც 80%-ი მუდმივი უცვლელი თანამშრომლები არიან დასაქმებული? კომპანია სადაც თანამშრომლების უმრავლესობა 10 წელზე მეტი ხნით არიან დასაქმებული?  
  • FSG ზრუნავს თანამშრომლების შენარჩუნებასა და განვითარებაზე.  
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა, როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხორციელდება ინფორმაციის გაცვლის გაადვილების, ხარისხის გაუმჯობესების, სარწმუნოდ შენახვის და თანამშრომლებისთვის სამუშაო დროის დაზოგვის მიზნით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხდება მას შემდეგ, რაც უტყუარი იქნება მათი უპირატესობა მათ წინამორბედთან შედარებით.
  • ინდივიდუალური პროფესიული სადაზღვევო პასუხისმგებლობა. აგრეთვე სადაზღვევო კომპანიაში კონკრეტული პროექტების დაზღვევა.
  • FSG – ის ხარჯების 75%- ს შეადგენს თანამშრომლების ხელფასზე, სწავლებაზე, სწავლების განახლებაზე და ახლი ტექნოლოგიების დანერგვაზე დახარჯული თანხა.
  •  
  • სადაზღვევო კომპანიის გარეშე (დაზღვევის გაუთვალისწინებლად), FSGROUP პირადად იღებს პასუხისმგებლობას მომსახურებით დამდგარ ზარალზე.
  • კლიენტების განვითარებაზე ზრუნვა და მოსაზრებების გაზიარება.
  • მომსახურების ხელშეკრულების დადებისას შესასრულებებლი სამუშაოების დეტალური აღწერა.
  • სამუშაოს შესრულებისას ხელშეკრულებების პირობების განხილვა მომხმარებლებთან და სისტემატური ახსნა-განმარტებების მიწოდება
  • მომხმარებელთან გამჭირვალე მიდგომა სამუშაოს შესრულებისას.