საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია იმ ქვეყნების საკმაოდ ვრცელი სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.
გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს მუშაობის/შრომის ნებართვა. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება, შეუძლია თავისუფლად იმუშაოს საქართველოში ან/და საქართველოდან დისტანციურად.
ამის გამო, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო უცხოელებისთვის, რომელთაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ნამდვილ საიმიგრაციო ჰაბად იქცა. ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა და საჭირო საიმიგრაციო დოკუმენტების მოპოვების მარტივი პროცედურა საკმაოდ მიმზიდველია უცხოელი ფრილანსერებისთვის. ამას კი დამატებით ბენეფიტად ერთვის არანაკლებ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა და სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავეთათვის.
საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვების რამდენიმე კატეგორიას, რომელიც შეიძლება გახდეს საქართველოში თქვენი ყოფნის კანონიერი საფუძველი. მათ შორის:
- შრომითი ბინადრობის ნებართვა;
- სასწავლო ბინადრობის ნებართვა;
- ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა;
- უვადო ბინადრობის ნებართვა და სხვა.
რა თქმა უნდა, თითოეული კატეგორიის ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოთხოვნები და წინაპირობები. თქვენთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი კატეგორიის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს გარშემო არსებულ გარემოებებზე, საქართველოში ვიზიტის მიზანზე, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და სხვადასხვა მსგავს ფაქტორზე.
ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, დაგეხმარებათ თქვენი ინდივიდუალური შემთხვევის საიმიგრაციო ანალიზში, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- თქვენზე მორგებული საიმიგრაციო ალტერნატივები, საქართველოში შემოსვლისთვის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლები;
- რჩევა თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ალტერნატივის შესახებ;
- ინფორმაცია საჭირო ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ;
- დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებლისა და დასაქმებულის საიმიგრაციო ვალდებულებები.
ყველაზე ხელსაყრელი ალტერნატივის იდენტიფიცირების შემდეგ ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ უშუალოდ საიმიგრაციო დოკუმენტის (ვიზის/ბინადრობის ნებართვის) მოპოვებაში. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, ჩვენი პროფესიონალები ფლობენ სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარებს და ცოდნას პროცედურასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. ჩვენი დახმარება მოიცავს:
- საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ჩამონათვალის მოწოდებას;
- საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვებას;
- აპლიკაციის შევსებასა და წარდგენას სახელმწიფო ორგანოში;
- მომსახურების საფასურის გადახდაში დახმარებას;
- სახელმწიფო ორგანოსთან კომუნიკაციასა და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას;
- მთელი პროცესის განმავლობაში თქვენს საინფორმაციო მხარდაჭერას.
თუ აპირებთ საქართველოში ემიგრაციას ან/და თუ გეგმავთ საქართველოში კომპანიის დაარსებას და უცხოელი დაქირავებულების საქართველოში გადმოყვანას, მოგვმართეთ საჭირო კონსულტაციისთვის.