საგადასახადო და სააღრიცხვო ზედამხედველობა – საშუალო და დიდი ბიზნესებისთვის

FSGROUP გთავაზობთ დამოუკიდებელ ზედამხედველობას, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვების სიზუსტეს, გამჭვირვალობას და რისკების მინიმიზაციას.
ყოველთვიურად ხორციელდება ოპერაციების, დეკლარაციების, დოკუმენტაციისა და ფინანსური უწყისების მუხლების გადამოწმება.

მომხმარებელი იღებს მოკლე, გასაგებ და პრიორიტეტებში დალაგებულ ანგარიშს, სადაც გამოყოფილია:

  • მნიშვნელოვანი რისკები
  • საშუალო დონის რისკები
  • ნაკლებად მნიშვნელოვანი შეუსაბამობები
    და თითოეულ მათგანზე მითითებულია რეკომენდაციები.

დირექტორებისთვის / მენეჯმენტისთვის

რატომ ჭირდება ბიზნესს ზედამხედველობა?

საშუალო და დიდი კომპანიებში ბუღალტერიის წარმოება არ შემოიფარგლება მხოლოდ „დეკლარაციების გაგზავნა“ ან ფორმალური აღრიცხვის წარმოებით.
სისტემური პრობლემები, რომლებიც ყველაზე ხშირად აზიანებს კომპანიებს, არის:

  • ოპერაციების დიდი მოცულობა
  • არასწორი დოკუმენტაცია და კონტროლის ნაკლებობა
  • ბუღალტრის გადატვირთულობა
  • IFRS-ის მოთხოვნები
  • საგადასახადო რისკები და ჯარიმები

ზედამხედველობა გეხმარებათ:

  • ფინანსური და საგადასახადო რისკების დროულად იდენტიფიცირებაში
  • ობიექტური რეკომენდაციების მიღებაში
  • საგადასახადო პრობლემების თავიდან აცილებაში
  • ბუღალტრის მუშაობის დამოუკიდებელ კონტროლში
  • კომპანიის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

ეს სერვისი დირექტორს აძლევს რწმენას და თავდაჯერებულებას, კომპანიის უსაფრთხო ფუნქციონირებაში.

სერვისის სრულყოფილი აღწერა ფინანსური მენეჯერებისთვის

1) ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხის მონიტორინგი

  • ოპერაციების ასახვის  სისრულე და დროულობა
  • საბანკო და სალაროს ჩანაწერების კონტროლი
  • დოკუმენტაციის სრულყოფის შემოწმება
  • მარაგებისა და თვითღირებულების გადამოწმება
  • ფინანსური უწყისების მუხლების დეტალური ანალიზი

2) საგადასახადო კონტროლი (VAT, CIT, საშემს)

  • დღგ-ს ვალდებულებებისა და ჩათვლების გადამოწმება
  • მოგების გადასახადის (CIT) კორექტირებები და რისკების გამოვლენა
  • ხელფასებისა და ფიზიკურ პირებზე განაცემების რეგისტრების შემოწმება
  • დეკლარაციების დამოუკიდებელი გადამოწმება
  • გადასახადების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება

3) ყოველთვიური ანგარიში („Check-Up Report“)

  • იდენტიფიცირებული რისკების ჩამონათვალი
  • აღრიცხვის შეუსაბამობების დაფიქსირება
  • გამოსასწორებელი საკითხების აღწერა
  • შიდა კონტროლის რეკომენდაციები
  • საგადასახადო კალენდარი და ვადები

4) რისკების შეფასება

  • ოპერაციული რისკების იდენტიფიკაცია
  • საგადასახადო რისკების ანალიზი
  • კონტრაქტების შესაბამისობის დადგენა
  • შიდა კონტროლის სისტემის შეფასება

5) ნაწილობრივი პროფესიული მხარდაჭერა (CFO–ის დონეზე)

  • ბიუჯეტირება
  • ფინანსური ანალიზი
  • ძირითადი ბიზნეს-მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი
  • ფულადი ნაკადების მართვა
  • IFRS-ის ანალიზი და კონსულტაცია

ეს სერვისი განკუთვნილია

  • კომპანიებისთვის ვისაც მიაჩნია სერვისი ეფექტურია იმ შემთხვევებში, როდესაც ფინანსური დირექტორი ან ფინანსური მენეჯერი საჭიროებს დამატებით პროფესიულ მხარდაჭერას შიდა პროცესების მონიტორინგში, ან კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ ფინანსური ზედამხედველობის ნაწილი გარე სპეციალისტით გაძლიერდეს.

თეგები

მსგავსი პოსტები