FSGROUP იურისტი

იურიდიული მომსახურება​

FSG გთავაზობთ ამომწურავ იურიდიულ მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ მიიღოთ სასურველი შედეგი, კერძო და საჯარო სამართალთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად

იურიდიული მომსახურება​

FSG გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და საშემფასებლო მომსახურებასთან ერთად. ჩვენი გუნდი უწევს იურიდიულ პირებს (კომპანიებს) და ფიზიკურ პირებს სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც მოიცავს მრავალმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების წარმოებას, სამართლებრივი რისკების შეფასებას და მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად ოპტიმალური გზების შეთავაზებას.

იურიდიულ პირებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას კომპანიის დაფუძნების მომენტიდან შემდგომი ფუნქციონირების ეტაპებზე წარმოშობილი კორპორაციული საქმიანობის ფარგლებში.  ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ტრანზაქციების მართვა,  წარმოადგენს ჩვენი ფირმის სპეციალისტების უმთავრეს მიმართულებას.

FSG-ის საქმიანობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ნებისმიერი სახის კომერციული გარიგების შედგენით და შემდგომი მონიტორინგით. აღნიშნული საქმიანობის განხორცილებისას ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტის სასარგებლოდ რისკების მინიმიზაციასა და შედეგის ოპტიმალურობას.

ჩვენი გუნდის წევრები წარმოადგენენ კლიენტებს სახელმწიფო ორგანოებსა და  კერძო სტრუქტურებთან.

FSG -ის იურიდიული მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

სახელშეკრულებო სამართალი

FSG გთავაზობთ ნებისმიერი სახის დახმარებას სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში. კერძოდ, უძრავი/მოძრავი ქონების ნასყიდობის, გაცვლის, ქირავნობის, იჯარის, ჩუქების, სესხის, გირავნობის, იპოთეკის, ნარდობის, დავალების და სხვა სახის ხელშეკრულებების შედგენას, მათში ცვლილებების შეტანას, ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციას, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას და სხვა.

ვალდებულებითი სამართალი

FSG გთავაზობთ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და ვალდებულების დარღვევით წარმოშობილ დავებში სამართლებრივ დახმარებას. FSG-ის სამართლებრივი ჯგუფი უზრუნველყოფს თქვენი ინტერსების დაცვას როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. გთავაზობთ დახმარებას როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

FSG გთავაზობთ ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურებას, რაც მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, პატენტისა და სხვა შესაბამისი უფლების მოპოვებას, საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, მათი მომიჯნავე უფლებების დაცვას. აგრეთვე, აღნიშნული უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დახმარებას, წარმომადგენლობას საქპატენტსა და სასამართლოში.

საოჯახო სამართალი

საოჯახო სამართლის ფარგლებში FSG გთავაზობთ სრულ სამართლებრივ დახმარებას, რომელიც დაკავშირებულია საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებთან. დახმარება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებული მომსახურებით: მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის ოდენობის შემცირება-გაზრდა, საქორწინო კონტრაქტის შედგენა, მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში დახმარება, განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და მასთან ურთიერთობის დროის განსაზღვრა. FSG-ის სამართლებრივი ჯგუფი დაიცავს თქვენ ინტერესებს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან.

მემკვიდრეობითი სამართალი

FSG-ის მომსახურება მემკვიდრეობითი სამართლის ფარგლებში მოიცავს შემდეგ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, იურიდიულ მომსახურებასა და წარმომადგენლობას: ანდერძის შედგენა, ანდერძის აღსრულება, სამკვიდროს მიღება, სამკვიდროს მიღების ვადა, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდროს მიღებისას ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობა, მემკვიდრეებს შორის დავა, პირის უღირს მემკვიდრედ ცნობა და სხვა.

სამეწარმეო სამართალი

FSG გთავაზობთ სამართლებრივ რჩევებს კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევასთან დაკავშირებით, ასევე, სამართლებრივ დახმარებას ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის (შპს, სს, სპს, კს, კოოპერატივი, ინდ.მეწარმე) რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისას, რეორგანიზაციისას (შერწყმა/მიერთება, გაყოფა, გარდაქმნა), ლიკვიდაციისას, საწარმოს ფილიალების რეგისტრაციისას, საწარმოს დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს და მათთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

საგადასახადო სამართალი

FSG-ის ჯგუფი გთავაზობთ საგადასახადოსამართლებრივ კონსულტაციებს, საჩივრებისა და სარჩელების მომზადებას საგადასახადო ორგანოში/სასამართლოში წარსადგენად, ნებისმიერ საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით დახმარებასა და წარმომადგენლობას საგადასახადო ორგანოებთან/სასამართლოსთან ურთიერთობისას.

შრომის სამართალი

FSG-ის ჯგუფი დაგეხმარებათ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი საკითხისა თუ დავის მოგვარებაში. ჩვენ გთავაზობთ შრომითი ხელშეკრულების შედგენას, დამსაქმებელთათვის შინაგანაწესის მომზადებას, სამართლებრივ კონსულტაციებს, იურიდიულ მომსახურებასა და წარმომადგენლობას შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით, ასევე, შრომითი ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ დახმარებას.

ადმინისტრაციული სამართალი

FSG გთავაზობთ სამართლებრივ დამარებას ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს თქვენს წარმომადგენლობასა და თქვენი სამართლებრივი ინტერესების დაცვას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ისე სასამართლოში. ჩვენი მომსახურება მოიცავს განცხადებების, ადმნისტრაციული საჩივრის ან/და სარჩელის/შესაგებლის შედგენასა და წარდგენას შესაბამის ორგანოში. ასევე, ჩვენი მომსახურება მოიცავს სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში.

FSG-ის იურიდიული მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის, გაგიწევთ დახმარებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;  საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება;  საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა; მუდმივი/დროებითი ბინადრობის მოწმობის მიღება და სხვა.

რატომ უნდა ავირჩიოთ FSGROUP

  • 19 წლიანი გამოცდილება.
  • წამყვანი თანამშრომლების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. FSG-ის თანამშრომელს, რომელიც თქვენს მომსახურებაზე იქნება პასუხისმგებელი, აუცილებლად ექნება  მხოლოდ FSG-ში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მოიძებნება საქართველოში საკონსულტაციო-აუდიტორული  კომპანია, სადაც 80%-ი მუდმივი უცვლელი თანამშრომლები არიან დასაქმებული? კომპანია სადაც თანამშრომლების უმრავლესობა 10 წელზე მეტი ხნით არიან დასაქმებული?  
  • FSG ზრუნავს თანამშრომლების შენარჩუნებასა და განვითარებაზე.  
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა, როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხორციელდება ინფორმაციის გაცვლის გაადვილების, ხარისხის გაუმჯობესების, სარწმუნოდ შენახვის და თანამშრომლებისთვის სამუშაო დროის დაზოგვის მიზნით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხდება მას შემდეგ, რაც უტყუარი იქნება მათი უპირატესობა მათ წინამორბედთან შედარებით.
  • ინდივიდუალური პროფესიული სადაზღვევო პასუხისმგებლობა. აგრეთვე სადაზღვევო კომპანიაში კონკრეტული პროექტების დაზღვევა.
  • FSG – ის ხარჯების 75%- ს შეადგენს თანამშრომლების ხელფასზე, სწავლებაზე, სწავლების განახლებაზე და ახლი ტექნოლოგიების დანერგვაზე დახარჯული თანხა.
  •  
  • სადაზღვევო კომპანიის გარეშე (დაზღვევის გაუთვალისწინებლად), FSGROUP პირადად იღებს პასუხისმგებლობას მომსახურებით დამდგარ ზარალზე.
  • კლიენტების განვითარებაზე ზრუნვა და მოსაზრებების გაზიარება.
  • მომსახურების ხელშეკრულების დადებისას შესასრულებებლი სამუშაოების დეტალური აღწერა.
  • სამუშაოს შესრულებისას ხელშეკრულებების პირობების განხილვა მომხმარებლებთან და სისტემატური ახსნა-განმარტებების მიწოდება
  • მომხმარებელთან გამჭირვალე მიდგომა სამუშაოს შესრულებისას.