FSGROUP-ის პრაქტიკული გამოცდილებით, ამ შეცდომების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კომპანიას აქვს გამართული საბუღალტრო პოლიტიკა და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმი.
რატომ უშვებენ მეწარმეები შეცდომებს
მეწარმეთა ნაწილს ბუღალტრული აღრიცხვა აღქმული აქვს როგორც ფორმალობა — მხოლოდ დეკლარაციისა და საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. სინამდვილეში კი, ბუღალტრული აღრიცხვა არის ბიზნესის მართვისა და ზრდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
ყველაზე ხშირი მიზეზებია:
აღრიცხვის პოლიტიკის არქონა – არ არსებობს ერთიანი მიდგომა აღრიცხვის წესებზე, რაც იწვევს მონაცემთა შეუსაბამობას.
დოკუმენტების გაუმართაობა – არ არის დოკუმენტბრუნვის სისტემა; ზოგიერთი ოპერაცია საერთოდ არ აღირიცხება და არ იქმნება სათანადო საბუთი.
ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის გაიგივება – კომპანიები აღრიცხვას მხოლოდ საგადასახადო მიზნებით აწარმოებენ.
აქტივების არასწორი შეფასება, ხარჯების და კაპიატალური დანახარჯების არასწორი მიკუთნება – აქტივების ღირებულება და ცვეთა არ შეესაბამება რეალობას.
კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი – მცირე კომპანიებში ბუღალტერი ხშირად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას. დასაშვებია მცირე და საშუალო კომპანიებში დასაქმებულის დამატებითი ფუნქციების დავალება (შესრულება), მაგრამ წინასწარ ფუნქციების და მოვალეობების გამიჯვნა აუცილებელია.
როგორ აირიდონ ეს თავიდან
საიმედო ბუღალტრული სისტემა არ მოითხოვს დიდ დანახარჯს — საჭიროა ორგანიზებულობა და პროფესიული მიდგომა.
FSGGROUP გირჩევთ შემდეგ ნაბიჯებს:
შეიმუშავეთ საბუღალტრო პოლიტიკა IFRS for SMEs-ის მიხედვით – განსაზღვრეთ აღრიცხვის პრინციპები, შეფასების მეთოდები და ანგარიშგების პერიოდულობა.
დაამყარეთ დოკუმენტბრუნვის სტანდარტი – ყველა ოპერაცია უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული და ელექტრონულად შენახული.
განაცალკევეთ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა – ფინანსური აღრიცხვა ემყარება IFRS for SMEs-ის პრინციპებს, საგადასახადო კი — კანონმდებლობას.
შეაფასეთ აქტივები და მარაგები რეგულარულად – გამოიყენეთ სანდო შეფასების მეთოდები (FIFO, საშუალო შეწონილი, ინდივიდუალური). შერჩეული მეთოდი სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამუშაოს პროცესებს.
განაახლეთ ბუღალტრის კვალიფიკაცია – რეგულარული გადამზადება აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტეს და ამცირებს შეცდომებს.
FSGGROUP -ის პრაქტიკული მაგალითები
მაგალითი 1 – ხარჯების და დანახარჯების არასწორი კლასიფიკაცია:
ხშირად მცირე საწარმოში საოპერაციო და კაპიტალური ხარჯები ერთმანეთში ერევათ. შედეგად, მოგება მცირდება და ქონების გადასახადები არასწორად იზრდებოდა. FSGGROUP -მა შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას, რომელიც შესაბამისია კომპნიის სამუშაო პროცესის, განაცალკევებს ხარჯებს, წინასწარ გაწეულ ხარჯებს და კაპიტალურ დანახარჯებს, რათ დაინახოთ სრული ფინანსური შედეგი.
მაგალითი 2 – აქტივის არასწორი შეფასება:
საფუძვლიანი შეცდომაებია აღმოჩნილი აქტივების ცვეთის გამოთვლაში. FSGGROUP -ის მიერ ჩატარებული IFRS for SMEs-ის შესაბამისი შეფასებით ბალანსის მაჩვენებლები დაიხვეწა და ინვესტორის ნდობა გაიზარდა.
მაგალითი 3 – საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის შერევა:
მეწარმე ანგარიშგებას მხოლოდ საგადასახადო მიზნებით აწარმოებდა, რის გამოც რეალური ფინანსური სურათი არ არსებობდა. FSGGROUP -ის დახმარებით შეიქმნა და დაიხვეწა ფინანსური აღრიცხვა, მეწარმემ დაინახა რეალური ფინანსური შედეგი.
დასკვნა
ბუღალტრული აღრიცხვის შეცდომები მცირე კომპანიებში ხშირად არა ცოდნის ნაკლებობის, არამედ ყურადღების დეფიციტის შედეგია. თუმცა სწორედ ეს მცირე დეტალები განაპირობებს ბიზნესის ფინანსურ გამჭვირვალობას და სანდოობას.
FSGGROUP-ი გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და IFRS for SMEs-ის დანერგვის მომსახურებას — თქვენი ბიზნესის გამართული და გამჭვირვალეობის და განვითარებისათვის.