ფინანსური მენეჯერის მომსახურება
ფინანსური ანალიზი და დაგეგმვა თქვენი კომპანიის მართვისა და განვითარებისთვის.
რამდენ მოგებას ქმნის თქვენი ბიზნესი? საკმარისი იქნება თუ არა თანხა დაგეგმილი ხარჯებისთვის? რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს ახალი პროექტი?
FSGROUP-ის ფინანსური მენეჯერის მომსახურება ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში გეხმარებათ. ვაანალიზებთ კომპანიის ფინანსურ მონაცემებს, ვამზადებთ გეგმებსა და გაანგარიშებებს და მენეჯმენტს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას გასაგებად ვაწვდით.
რაში გეხმარებით?
გაყიდვები იზრდება, მაგრამ მიმდინარე ხარჯებისთვის თანხა საკმარისი არ არის
ვაფასებთ, როდის მიიღებს კომპანია თანხას კლიენტებისგან, როდის უნდა შესრულდეს გადახდები და რა თანხაა მარაგებსა თუ კლიენტების დაუფარავ დავალიანებაში. ამის საფუძველზე ვგეგმავთ ფულადი სახსრების მოძრაობას და წინასწარ გამოვყოფთ პერიოდებს, როდესაც დამატებითი დაფინანსება შეიძლება გახდეს საჭირო.
გსურთ იცოდეთ, რომელი მიმართულება ქმნის მეტ მოგებას
ვადარებთ პროდუქტების, მომსახურებებისა და პროექტების შემოსავლებს, ხარჯებსა და საჭირო რესურსებს. ვითვალისწინებთ მათ ურთიერთკავშირსაც — ერთი მიმართულება შეიძლება მეორის გაყიდვებს უწყობდეს ხელს ან საერთო ხარჯებს ამცირებდეს. ეს რესურსების განაწილებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში გეხმარებათ.
ხარჯები იზრდება და შედეგი მოლოდინს ვერ პასუხობს
ვადარებთ დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს, ვაანალიზებთ განსხვავებების მიზეზებს და ვადგენთ, რომელი ხარჯი ან პროცესი საჭიროებს გადახედვას. შეფასებისას ვითვალისწინებთ, როგორ შეიძლება ცვლილება საქმიანობის ხარისხსა და შემოსავალზე აისახოს.
კომპანია გაფართოებას ან ახალ ინვესტიციას გეგმავს
ვაფასებთ საწყის დანახარჯებს, მიმდინარე ხარჯებსა და დაფინანსების საჭიროებას. ვამზადებთ სხვადასხვა სცენარს, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე დაინახოთ, როგორ შეიცვლება შედეგი, თუ გაყიდვები მოსალოდნელზე ნელა გაიზრდება ან ხარჯები დაგეგმილს გადააჭარბებს.
რას მოიცავს მომსახურება?
სამუშაოს მოცულობას კომპანიის საქმიანობისა და საჭიროებების მიხედვით ვათანხმებთ. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს:
- შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზს — როგორც მთლიანად კომპანიის, ისე ცალკეული მიმართულებების მიხედვით;
- ფულადი ნაკადების დაგეგმვას — მოსალოდნელი თანხებისა და დაგეგმილი გადახდების შეფასებას, შესაძლო დანაკლისისა და დაფინანსების საჭიროების განსაზღვრას;
- ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულების მონიტორინგს — დაგეგმილი და ფაქტობრივი შედეგების შედარებასა და განსხვავებების მიზეზების განხილვას;
- მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადებას — მნიშვნელოვანი მაჩვენებლების, ცვლილებებისა და საყურადღებო საკითხების წარმოდგენას;
- პროექტებისა და ბიზნესგადაწყვეტილებების ფინანსურ შეფასებას — საჭირო რესურსის, მოსალოდნელი შედეგებისა და შესაძლო სცენარების გაანგარიშებას.
რა ინფორმაციას იღებს თქვენი კომპანია?
შეთანხმებული სამუშაოს შესაბამისად, მენეჯმენტს წარვუდგენთ:
- ფინანსურ ანგარიშს — კომპანიის შედეგებისა და მათზე მოქმედი ფაქტორების განმარტებით;
- ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანალიზს — სად შეესაბამება შედეგი გეგმას და სად არის საჭირო რეაგირება;
- ფულადი ნაკადების გეგმას — როდის რა თანხის მიღებაა მოსალოდნელი, რა ვალდებულებებია დასაფარი და ხომ არ წარმოიშობა დამატებითი დაფინანსების საჭიროება;
- პროექტის ან გადაწყვეტილების ფინანსურ შეფასებას — საჭირო დანახარჯების, მოსალოდნელი შედეგებისა და შესაძლო რისკების გათვალისწინებით.
გაანგარიშებებთან ერთად ვხსნით, რომელ მონაცემებსა და დაშვებებს ეფუძნება შეფასება. მენეჯმენტი ხედავს როგორც მოსალოდნელ შედეგს, ისე იმ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება ეს შედეგი შეცვალოს.
როგორ ვთანამშრომლობთ?
ვეცნობით კომპანიის საქმიანობასა და მიზნებს
მენეჯმენტთან ერთად ვაზუსტებთ მიმდინარე საჭიროებებს, დაგეგმილ გადაწყვეტილებებსა და კითხვებს, რომლებზეც პასუხი გჭირდებათ. ვაფასებთ არსებული მონაცემების სისრულესა და ანალიზისთვის გამოსადეგობას და განვსაზღვრავთ, რა ინფორმაციაა დამატებით მოსამზადებელი.
ვათანხმებთ სამუშაო პროცესს
განვსაზღვრავთ მომსახურების მოცულობას, ინფორმაციის გაცვლის წესს, ანგარიშების ფორმატსა და განხილვების პერიოდულობას. ვთანამშრომლობთ თქვენს ბუღალტრულ გუნდთან და კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან.
განვიხილავთ შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებს
წარვადგენთ ანალიზს, განვმარტავთ საყურადღებო საკითხებს და მენეჯმენტთან ერთად განვიხილავთ მოქმედების შესაძლო ვარიანტებს. გეგმებსა და პროგნოზებს შეთანხმებული პერიოდულობით ვაახლებთ, რათა ისინი კომპანიის მიმდინარე მდგომარეობას შეესაბამებოდეს.
ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერით მენეჯმენტს აქვს მკაფიო ინფორმაცია კომპანიის შედეგებზე და დასაბუთებული გათვლები შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის.