FSGROUP – ის მიზანი

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი FSGROUP – ი  20 წელია საქართველოს საწარმოებს თავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას.

FSGROUP – ის მიზნად აქვს კლიენტებს შეთავაზოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურება. გააცნოს კონსალტინგური მომსახურების ეტაპები.  სწორი მიმდევრობით დაგეგმოს ნაბიჯები მომსახურების მისაღებად. ხელი შეუწყოს სიახლეების დანერგვასა და განვითარებაში.

ბევრმა კომპანიამ უარი თქვა საკონსულტაციო (კონსალტინგურ) მომსახურებაზე, გადაერთო  აუდიტორულ საქმიანობაზე. საქართველოში აუდიტორულ საქმიანობაზე მოთხოვნას კანონმდებლობა წარმოშობს. მიუხედავად ამისა FSGROUP – ში  დასაქმებულ თანამშრომლებს, საკონსულტაციო მომსახურება უფრო მაღალკვალიფიციურად მიაჩნიათ და მათი კვალიფიკაციაც შეესაბამება საკონსულტაციო კომპანიის სტანდარტებს.  კონსალტინგური მომსახურება უფრო მნიშვნელოვანია და წინ უნდა უსწრებდეს აუდიტორულ მომსახურებას. FSGROUP-ს აქვს როგორც საკონსულტაციო ისე აუდიტორული მომსახურების 20 წლიანი გამოცდილება.  

FSGROUP – ი თავაზობს თანამედროვე მიდგომების, მეთოდებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას. 

FSGROUP – ი დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. არ თანამშროლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პროგრამის გავრცელებით არიან დაკავებული. ეხმარება კლიენტებს პროგრამის შერჩევაში. სამართლიანად განიხილავს და მხარში უდგას  კლიენტებს სიახლეების დანერგვისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში..

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ:

პასუხისმგებლობითა და კვალიფიციურობით გამორჩეულ კადრებთან თანამშრომლობას
კანონმდებლობის დაცვასა და კონფიდენციალობის გარანტიას
მუდმივ განვითარებასა და პერსპექტივას
ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ სერვისს

FSG სარგებლობს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით.

ჩვენი მომსახურება დაზღვეულია საკანონმდებლო ხანდაზმულობის სრული ვადით,რაც გულისხმობს,რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენი საწარმოს/კომპანიის სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებზე პასუხისმგებლობას იღებს ‘ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი’.