Skip to main content Skip to search

კარიერა

FSG ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. კომპანია ცდილობს მოიზიდოს სტაბილური კადრები, თუმცა ასევე მზადაა ითანამშრომლოს იმ კანდიდატებთან, რომლებიც მოკლე დროით, იმ პროფესიის გაცნობით არიან დაინტერესებულნი, რომელი მომსახურების სახეებიც აქვს FSG-ის წარმოდგენილი.

კადრების შერჩევის პროცესში  ყველაზე დიდი ყურადღება კანდიდატის გულახდილობაზე მახვილდება, რაც გულისხმობს პოტენციური დამსაქმებლისთვის რეალური მიზნების გაზიარებას და პროფესიული განვითარების მოლოდინების გაცნობას.

კომპანია უპირატესობას ანიჭებს კადრებს, რომლებსაც  სამუშაოს ძიების პროცესში საკუთარი ხედვა და მიზნები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.

იმისათვის, რომ კომპანიაში დასაქმებულმა კადრმა ხელმძღვანელობისგან მიიღოს რეკომენდაცია, მას უნდა გააჩნდეს FSG-ში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

ჩვენი კომპანია ამაყობს მაღალკვალიფიციური, სტაბილური კადრებით და მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე.

FSG -ის წარმომადგენლები ზრუნავენ, არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებზე, არამედ გარკვეულ დროს უთმობენ მათ ვინც კომპანიას მიმართავს რჩევისთვის, სამუშაოს მოპოვებასთან და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

FSG  კანდიდატის დასაქმების დროს იცავს შემდეგ თანმიმდოვრობას:

  • ვაკანსიის გამოცხადება.
  • მიღებული კანდიდატების ავტობიოგრაფიების განხილვა
  • გასაუბრება – გასაუბრების შედეგების განხილვა
  • ტესტირება და ტესტირების შედეგების განხილვა
  • შერჩეული კანდიდატებისთვის შინაგანაწესის გაცნობა

FSG-ში დასაქმების მსურველმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია იმ შემთხვევაში თუ კომპანიას გამოცხადებული აქვს ვაკანსია
  • კანდიდატი უნდა გაეცნოს ვაკანსიის პირობებს და გაიაზროს აკმაყოფილებს თუ არა განცხადებაში ჩამოთვლილ  მოთხოვნებს.
  • გაეცნოს კომპანიის ვებ-გვერდს , კერძოდ რა მომსახურებები (პროდუქტები) აქვს კომპანიას.
  • მოემზადოს გასაუბრებისთვის: წარმოადგინოს საკუთარი თავი, ხედვები და მიზნები, კერძოდ კი, თუ როგორი ხედვა აქვს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
  • პოტენციურ დამსაქმებელს გაუზიაროს მოლოდინები,თუ რა მოლოდინი აქვს დასაქმების შემთხვევაში კომპანიისგან.
  • გაეცნოს წერილობითი ტესტის ნიმუშს და მოემზადოს ტესტირებისთვის
  • გაიაროს ტესტირება.
  • აღნიშნული ეტაპების გადალახვის შემთხვევაში გაეცნოს კომპანიის შინაგანაწესს და განაცხადოს ეთანხმება თუ არა კომპანიის წესებს და პირობებს.