Skip to main content Skip to search

იურიდიული მომსახურება

იურიდიული მომსახურება

ნებისმიერი წერილობითი ხელშეკრულება არის ისეთივე კანონი, როგორც სახელმწიფოში მოქმედი სხვა კანონები, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ მისი ხელმომწერი პირებისათვის. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული ან ნაგულისხმევი პირობები სათანადოდ იქნას ასახული წერილობით დოკუმენტში, რადგან ამ ურთიერთობიდან უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავის გადაწყვეტა უმეტესწილად დარეგულირებული იქნება სწორედ მხარეთა მიერ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

‘ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი’ კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას დაფუძნების დღიდან უწევს.

ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ საქმიანობაზე ადაპტირებული წერილობითი დოკუმენტის (ხელშეკრულება, შეთანხმება, აქტი ან სხვა დოკუმენტი) შექმნას, რომელიც იქნება თქვენი სამომავლო ურთიერთობის სტაბილურობის გარანტი.

საწარმოებისთვის, ორგანიზაციებისთვის , ფიზიკური პირებისთვის (მოქალაქეებისთვის) და მეწარმე ფიზიკური პირებისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ იურიდიული სერვისი იმ კომპანიისგან,რომელიც მათ ემსახურება ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის,კონსალტინგის,საშემფასებლო საქმიანობის მიმართულებით,რადგან სააღრიცხო და საგადასახადო თემები მჭიდრო კავშირშია იურიდიულ საკითხებთან.

FSG -ის იურიდიულო მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

  • სახელშეკრულებო სამართალი
  • შრომის სამართალი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები/სამშენებლო სამართალი
  • ვალდებულებითი სამართალი
  • სამეწარმეო სამართალი
  • საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალი