აუდიტი

აუდიტორული მომსახურება

FSG ყველა კატეგორიის საწარმოს და ორგანიზაციას სთავაზობს აუდიტორულ მომსახურებას: ფინანსურ აუდიტს, კომპილაციურ მომსახურებას, თემატურ აუდიტს, ანგარიშგების შედგენას, საგადასახადო მიმოხილვას და დაბეგვრის სრულყოფის უზრუნველყოფას

აუდიტი
  • FSGROUP გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, აგრეთვე ფინანსური აუდიტისთვის აუცილებელ ღონისძიებების გატარების რეკომენდაციებს.

    FSGROUP- ი აქვს როგორც კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ჩატარების, ისე რეორგანიზაციის განხორციელების შემდგომ აუდიტის ჩატარების გამოცდილება. რეორგანიზაციის ფორმების როგორიცაა საწარმოთა გაერთიანება, შერწყმა, გაყოფა ან გამოყოფა.

    FSGROUP -ის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული პროცედურების და შედეგების მისაღწევად. FSGROUP – ი ყოველ შესრულებულ სამუშაოს დასრულებისას ადგენს კომპანიის მდგომარეობას, ფინანსურ კოეფიციენტებს. საწარმოს ხელძღვანელობას აწვდის განმარტებებს ფინანსური კოეფიციენტების  მნიშვნელობის და საწარმოს მდგომარეობის შესახებ.

    FSGROUP- ი მომხმარებელ კომპანიებს თავაზობს ფინანსური უწყისების ცალკეული მუხლების სისრულის დადასტურებას.  ისეთი მუხლების  როგორიცაა კაპიტალის და კაპიტალის ცალკეული მუხლების,   მოთხოვნა,  ვალდებულება, პირობითი მოთხოვნის ან პირობითი ვალდებულების შეფაება; შემოსავლების, ხარჯების,  რეზერვების   სხვა  მუხლების სრულად აღრიცხვის დადასტურებას.

     

    საგადასახადო აუდიტი.

    FSGROUP -ი განიხილავს  განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებს გარკვეული პერიოდში  საგადასახადო    მიზნებისთვის. აგრეთვე ყველა პირველად საბუთს, რომელიც უკავშირდება საგადასახდო საკითხს.

     FSGROUP -ი ფინანსურად პასუხისმგებელობას იღებს საგადასახადო საკითხზე გამოთქმულ მოსაზრების სისრულეზე.  

    FSGROUP-ს აქვს გამოცდილება როგორც ერთჯერადი მომსახურების ისე მიმდინარე პერიოდში ზედამხედველობა გაუწისო საგადასახადო მიზნებისთვის მომხმარებელ (კლიენტ) კომპანიას. რომლის მიზანია, როგორც საგადასახადო ხარვეზების აღმოფხვრა ისე ოპტიმიზაცია. ერთჯერადი მომსახურება მოიცავს დროის გარკლვეული პერიოდისთვის არსებულ სამეურნეო ოპერაციების განხილვას და რეკომენდაციებს ხარვეზების აღმოფხვრაზე, აგრეთვე რეკომენდაციებს სამომავლოდ გათვალისწინებაზე. სისტემატურ ზედამხედველობა მიმდინარე  და  სამომავლო პერიოდის განმავლობაში ოპერაციების განხილვას. საგადასახდო ზედამხედველობა აგრეთვე გულისხმობს, როგორც მომხდარი ან მიმდინარე ოპერაციების განხილვას ისე სამომავლოდ სამეურნეო ოპერაციების შედეგად საგადასახდო შედეგების განხილვასა და დაგემვას. ზედამხედველობის დროს FSGROUP-ი კავშირზეა სატელეფონო კონსულტაციების გაცემაზე. მუდმივი ზედამხედველობა შეიძლება უკავშირდებოდეს სააღრიცხვო საკითხებსაც, რომელიც უშუალოდ დაბეგვრასთან არის უშუალოდ დაკავშირებული. საგადასახდო საკითხის განხილვისას ჩართული არიან სააღრიცხვო ექსპერტებიც.

     

    ცალკეული ოპერაციის განხილვა საგადასხადო და სააღრიცხვო მიზნებისთვის.

    FSGROUP-ი თავაზობს მომხმარებლებს განიხილოს ცალკეული ოპერაცია ან ოპერაციათა ერთობლიობა საგადასახდო და სააღრიცხვო მიზნებისთვის. ოპერაცია შეიძლება იყოს მომხდარი ან სამომავლოდ იგეგმებოდეს. შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მოსალოდნელი ან დაგეგმილი (დასაგეგმი) ოპერაციის შედეგი. რეკომენდაცია გაუწიოს ოპერაციის შედეგებზე. კერძოდ თუ როგორ უნდა განახორციელონ საარრიცხვო და საგადასახდო მიზნებისთვის სამეურნეო ოპრაციის აღრიცხვა, გადასახდის გამოთვლა.

     

    სააღრიცხვო და საგადასახდო საკითხების  მოწესრიგება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა.

    FSGROUP-ის აუდიტის განყოფილებაში დასაქმებულ თანამშრომლებს აქვთ გამოცდილება კომპანია მოამზადონ  ფინანსური და საგადასახადო აუდიტთან წარსადგენად. მომხმარებელს (კლინტ)  კომპანიას თანადგომა გაუწიონ და ერთობლივად შექმნან ინფორმაცია რომელიც წინა პირობაა იმისა, რომ სრულყოფილად და ძალისხმევის გარეშე შეიქმნას ფინასური ანგარიშგება და საგადასახდო დაბეგვრასთან დაკავშირებული გამოთვლები. მოაწესრიგონ ბუღალტრული წიგნი, ჩამოაყალიბონ საარრიცხვო პოლიტიკა, შეისწავლონ და მოაწესრიგონ კომპანიის რგოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესები და ინსტრუმენტები.

     

    უდიტორების და იურისტების ერთობლივი საქმიანობა

    FSGROUP-ის აუდიტორები, გარდა  მომხდარი მოვლებნების აუდიტისა, წინასწარ განიხილავენ შედეგებს იმ შესაძლო შემთვევვებს თუ რა მოვლენები შეიძლება მოყვეს კომპანიების შერწყმას, გაყოფას, გამოყოფას გაერთიანებას, შეჩერებას და ლიკვიდაციას. რა მნიშვნელობა ექნება გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში. იურისტებთან ერთად და სხვა სპეციალისტებთან ადგენენ საპროგნოზო შდეგებს.

რატომ უნდა ავირჩიოთ FSGROUP

  • 19 წლიანი გამოცდილება.
  • წამყვანი თანამშრომლების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. FSG-ის თანამშრომელს, რომელიც თქვენს მომსახურებაზე იქნება პასუხისმგებელი, აუცილებლად ექნება  მხოლოდ FSG-ში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მოიძებნება საქართველოში საკონსულტაციო-აუდიტორული  კომპანია, სადაც 80%-ი მუდმივი უცვლელი თანამშრომლები არიან დასაქმებული? კომპანია სადაც თანამშრომლების უმრავლესობა 10 წელზე მეტი ხნით არიან დასაქმებული?  
  • FSG ზრუნავს თანამშრომლების შენარჩუნებასა და განვითარებაზე.  
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა, როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხორციელდება ინფორმაციის გაცვლის გაადვილების, ხარისხის გაუმჯობესების, სარწმუნოდ შენახვის და თანამშრომლებისთვის სამუშაო დროის დაზოგვის მიზნით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხდება მას შემდეგ, რაც უტყუარი იქნება მათი უპირატესობა მათ წინამორბედთან შედარებით.
  • ინდივიდუალური პროფესიული სადაზღვევო პასუხისმგებლობა. აგრეთვე სადაზღვევო კომპანიაში კონკრეტული პროექტების დაზღვევა.
  • FSG – ის ხარჯების 75%- ს შეადგენს თანამშრომლების ხელფასზე, სწავლებაზე, სწავლების განახლებაზე და ახლი ტექნოლოგიების დანერგვაზე დახარჯული თანხა.
  •  
  • სადაზღვევო კომპანიის გარეშე (დაზღვევის გაუთვალისწინებლად), FSGROUP პირადად იღებს პასუხისმგებლობას მომსახურებით დამდგარ ზარალზე.
  • კლიენტების განვითარებაზე ზრუნვა და მოსაზრებების გაზიარება.
  • მომსახურების ხელშეკრულების დადებისას შესასრულებებლი სამუშაოების დეტალური აღწერა.
  • სამუშაოს შესრულებისას ხელშეკრულებების პირობების განხილვა მომხმარებლებთან და სისტემატური ახსნა-განმარტებების მიწოდება
  • მომხმარებელთან გამჭირვალე მიდგომა სამუშაოს შესრულებისას.