Skip to main content Skip to search

აუდიტი

აუდიტი

აუდიტის მიზანია გამოხატოს მოსაზრება საწარმოს ან ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობასა და მიუკერძოებლობაზე.

დამოუკიდებელი აუდიტორის კვალიფიციური დასკვნა ინვესტორების მოზიდვის და შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა,რადგან დაინტერესებული მხარეებისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ნდობა ბიზნესის მიმართ.

აუდიტორის დასკვნა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს საწარმოს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე და სჭირდება სანდო ფინანსური ინფორმაცია, ისეთი მნიშვნელლოვანი გადაწყვეტილებების მიღებისასა, როგორიც არის ინვესტიციის განხორციელება, საწარმოსთვის სესხის გაცემა და სხვა.

განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის მენეჯმენტისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობა სტაბილურობის აუცილებელი კომპნონენტია, მაღალი ხარისხის პერიოდული აუდიტური მომსახურება კი გარანტიას იძლევა კომპანიის ინვესტორებსა და დაქირავებულ მენეჯმენტს შორის ინფორმაციის გაცვლის სისრულესა და დროულობაზე.

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი ყველა კატეგორიის საწარმოსთვის და ორგანიზაციისთვის უზრუნველყოფს აუდიტორულ მომსახურებას, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერთიფიცირებული და ლიცენზირებული აუდიტორების მიერ.

FSG-ის აუდიტორული მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

  • ფინანსური აუდიტი
  • თემატური აუდიტი
  • საგადასახადო განხილვა (აუდიტი)
  • თემატური საგადასახადო განხილვა (აუდიტი)
  • სააღრიცხვო კონსულტაცია
  • საგადასახადო კონსულტაცია