დავით ლომსაძე

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ (FSG) მმართველი პარტნიორი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის
ფაკულტეტი, სპეციალობა ფინანსები – საბანკო საქმე.
27 წლიანი გამოცდილება.
1992 წლიდან სამშენებლო კომპანიაში საბუღალტრო და დაგეგმარების
განყოფილების თანამშრომელი.
1998-დან 2001 წლამდე მუშაობდა „სიბლი ინტერნეშენელის“ პროექტში –
„ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში“ (GEAR).
პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში საქართველოში მოქმედ კერძო
საწარმოებში, როგორც ექსპერტი სააღრიცხვო საკითხებში. ევალებოდა
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების განსხვავებების და თანმხვედრი საკითხების განხილვა.
ასრულებდა პრაქტიკის მთავარი ექსპერტის მოვალეობას და პროექტის
ფარგლებში ზედამხედველობას უწევდა „სიბლი ინტერნეშენელის“ მიერ
დაქირავებული აუდიტორული კომპანიების შესრულებულ სამუშაოებს.
2001 წლიდან სხვადასხვა აუდიტორულ კომპანიაში იყო მიწვეული,
დამოუკიდებელი ექსპერტი სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებში.
2004 წელს დააფუძნა საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია “ფინანსური
გადაწყვეტილებების ჯგუფი“ – FSG”-ის.
კონსულტაციას უწევდა ახლად შექმნილ კომპანიებს საგადასახადო, სააღრიცხვო
და მართვის სისტემების შექმნაში. მონაწილეობას იღებდა სააღრიცხვო,
საგადასახადო და მენეჯმენტის მიმართულებით თანამშრომლების შერჩევაში.
სააღრიცხვო და საგადასახადო მიზნებისთვის კონსულტაციას უწევდა
კომპანიებს შერწყმის, გაყოფის, ლიკვიდაციის და წილის გასხვისებისას.
ხელძღვანელობდა გასაყიდი კომპანიების სააღრიცხვო და საგადასახადო
საკითხების სრულყოფას.
სხვადასხხვა სფეროს კომპანიებისთვის, როგორც სტარტაპზე ისე მოქმედების
პერიოდში ახორციელებდა საგადასახადო და ფინანსურ დაგეგმვას, ბიუჯეტის
შედგენას და შემდგომ ზედამხედველობას.

დავითი კრიზისების მართვის ექსპერტია და კონსულტაციებს უწევს, კრიზისში
მყოფ სხვადასხვა დარგის კომპანიებს.