fbpx Skip to main content Skip to search

რუსუდან აბდუშელიშვილი

რუსუდან აბდუშელიშვილი

რუსუდან აბდუშელიშვილი – პარტნიორი პროექტების მართვის საკითხებში
„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“(FSG) – პარტნიორი მენეჯერულ საკითხებში.
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების
ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, აუდიტის და აღრიცხვის მიმართულებით.
2015 წელს მოიპოვა სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო სექტორის აუდიტორის
სერტიფიკატი.
2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების
მაგისტრის აკადემიური ხარისხით.
2011 წლიდან დაიწყო მუშაობა „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფში“ აუდიტის
ასისტენტის პოზიციაზე.
9 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა სფეროში
მოღვაწე კლიენტ კომპანიებში საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხების
მოწესრიგებაზე. კომპანიების მენეჯმენტს უწევს მმართველობითი გადაწყვეტილებების
მისაღებად საჭირო კონსულტაციას. ჩართულია პროქტებში ფინანსური აუდიტის
მომსახურების მიმართულებით.
რუსუდანი ხელმძღვანელობს კლიენტ კომპანიებში გადასახადების, შემოსავლების და
ხარჯების პროგნოზირების მომსახურებას, ითავსებს ფინანსური მენეჯერის ფუნქციებს.
2019 წელს უხელმძღვანელა „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ საერთაშორისო
გლობალურ ასოსიცაცია IAPA International – ში გაწევრიანებას და დღემდე ითავსებს
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ფუნქციებს.
დღეისათვის რუსუდანი არის კომპანიის პარტნიორი და პასუხისმგებელია კლიენტ
კომპანიებში მენეჯერულ საკითხებზე.