fbpx Skip to main content Skip to search

დავით ლომსაძე

დავით ლომსაძე

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ (FSG) მმართველი პარტნიორი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ფინანსები – საბანკო საქმე.
27 წლიანი გამოცდილება.
1992 წლიდან სამშენებლო კომპანიაში საბუღალტრო და დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი.
1998-დან 2001 წლამდე მუშაობდა „სიბლი ინტერნეშენელის“ პროექტში – „ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში“ (GEAR). პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში საქართველოში მოქმედ კერძო საწარმოებში, როგორც ექსპერტი სააღრიცხვო საკითხებში. ევალებოდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების განსხვავებების და თანმხვედრი საკითხების განხილვა.
ასრულებდა პრაქტიკის მთავარი ექსპერტის მოვალეობას და პროექტის ფარგლებში ზედამხედველობას უწევდა „სიბლი ინტერნეშენელის“ მიერ დაქირავებული აუდიტორული კომპანიების შესრულებულ სამუშაოებს.
2001 წლიდან იყო აუდიტორულ კომპანიებში მიწვეული, დამოუკიდებელი ექსპერტი სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებში.
2004 წელს დააფუძნა საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია “ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ – FSG”-ის.
კონსულტაციას უწევდა ახლად შექმნილ კომპანიებს საგადასახადო, სააღრიცხვო და მართვის სისტემების შექმნაში. მონაწილეობას იღებდა სააღრიცხვო, საგადასახადო და მენეჯმენტის მიმართულებით თანამშრომლების შერჩევაში.
სააღრიცხვო და საგადასახადო მიზნებისთვის კონსულტაციას უწევდა კომპანიებს შერწყმის, გაყოფის, ლიკვიდაციის და წილის გასხვისებისას. ხელძღვანელობდა გასაყიდი კომპანიების სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხების სრულყოფას.