აუდიტი თუ საკონსულტაციო მომსახურება

აუდიტი თუ საკონსულტაციო მომსახურება

ფინანსური აუდიტი, საგადასახადო აუდიტი (განხილვა საგადასახაო მიზნებისთვის) თუ საკონსულტაციო მომსახურება.

ტექსტში გამოყენებულია გავრცელებული ტერმინები, რომელიც არ შესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებში და საგადასახდო კოდექსში მოყვანილ ტერმინოლოგიას. ავტორთა მოსაზრებით ეს მიდგომა ამარტივებს ტექსტის შინაარსის უკეთ აღქმას.

ცნობილია კომპანიებს ევალებათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. ფინანსური ანგარიშგება უნდა წარდგეს სამეურნეო წლის დასრულებიდან 9 თვის ვადაში,  1 ოქტომბრამდე. პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს აუდირებული ანგარიშგების წარდგენა ევალებათ, მესამე  და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს ნებაყოფლობით  შეუძლიათ აუდირებული ან  არააუდირებული წარადგინონ.

ხშირად ისმის კითხვა, რა სახის მომსახურება მიიღონ კომპანიებმა აუდიტორული ფირმებისგან: ფინანსური აუდიტი, საგადასახადო საკითხების განხილვა (საგადასახადო აუდიტი),  თუ კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მოიცავს, როგორც სააღრიცხვო ისე საგადასახადო საკითხებზე მხარდაჭერას. შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ ფინანსური აუდიტი როგორც სააღრიცხვო ისე საგადასახადო საკითხების განხილვას მოიცავს. მაგრამ საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და არაერთგვაროვან შედეგს იძლევა. აუდიტორული (აუდიტური)  მომსახურება მარწმუნებლისგან წარდგენილ ინფორმაციას ადასტურებს და შინაარსობრივად არ განიხილავს რაიმე სახის მხარდაჭერას. მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარადგენს წერილს, რომელის შინაარსი შეიძლება საკონსულტაციო ხასიათს ატარებდეს და მომავალ პერიოდში გათვალისწინებულ იქნას.

შეიძლება ითქვას, რომ მიზანსეწონილია საკონსულტაციო მომსახურების მიღება, რომელიც მოიცავს არა მარტო საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხების განხილვას,  არამედ  კომპანიის სტრუქტურის და რგოლებს შორის კავშირისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ სისტემის გამართვას. ეს მომსახურება ყველა კატეგორიის თუ ზომის კომპანიისთვის მიზანსეწონილია. მნიშვნელოვანი შედეგის მომცემია,  თუ მიყოლებით ორ სამეურნეო წელს აღნიშნულ მომსახურებას მიიღებს კომპანია და შემდეგ წელს მოიწვევს ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად აუდიტურ კომპანიას. რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა მოსახერხებელია III და IV   კატეგორიის საწარმოებისთვის. ხშირად კომპანიებს თანხების მომჭირნედ ხარჯვის გამო არ აქვთ სურვილი ან საშუალება მოიწვიონ ჯერ საკონსულტაციო და შემდეგ აუდიტორული კომპანია.  მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საკონსულტაციო მომსახურება უფრო მეტი შედეგის მომტანია, ვიდრე პირდაპირ აუდიტური მომსახურების მიღება. ალბათ ხშირად გაცნობიხართ აუდიტის მოსაზრებას  (დასკვნას), სადაც  რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთიდაიგივე სახის ხარვეზია დაფიქსირებული.  ხშირია როდესაც შემდეგ წელს ახალი ხარვეზი იჩენს თავს. ეს ხშირად გამოწვეულია ახალი ან მნიშვნელოვანი ერთჯერადი სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს კომპანიაში  ინფორმაციის არასრულად გაცვლის  და ოპერაციის ელემნტების გაუთვალისწინებლობის გამო. ასეთ საკითხებზეა სასურველი საკონსულტაციო მომსახურების მიღება მიზანსეწინილი.

ხშირად მუსირებს აზრი თითქოს აუდიტური მომსახურება უფრო მაღალკვალიფიციურია. რაც არასწორია, საკონსულტაციო მომსახურება უფრო მეტ კვალიფიკაციას, პროფესინალიზმს და პასუხისმგებლობას  მოითხოვს. მეტი შედეგი მოაქვს კარგად დაგეგმილ და დაწყებულ საქმეს. თუმცა არა მარტო დაწყებისას არის სასურველი საკონსულტაციო მომსახურება მიზანშეწონილი. მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღოთ საკონსულტაციო მომსახურება მაღლა აღნიშნულ საკითხებზე. აუცილებელია გარკვეული პერიოდის შემდეგ გარედან მოწვეული პირის  ხედვა გაითვალისწინოს კომპანიის ხელმძღვანელობამ.

მსგავსი პოსტები