fbpx Skip to main content Skip to search

Archives for რეკომენდაციები

მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა იცოდეთ საქართველოს რეზიდენტობასთან დაკავშირებით

რეზიდენტობა საგადასახადო მიზნებისთვის (იგივე, რაც საგადასახადო რეზიდენტობა) საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია გადასახადის ყველა გადამხდელისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია. საგადასახადო რეზიდენტობის განასზღვრა უზრუნველყოფს იმის დადგენას, თუ რა ტიპის შემოსავლები ან ოპერაციები დაექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას კონკრეტულ ქვეყანაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

აღნიშნული 183-დღიანი წესი, ერთი შეხედვით მარტივად გასაგები ჩანს, მაგრამ მასში არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი რეზიდენტობის საკითხი და მზად იყოთ საგადასახადო პასუხისმგებლობისათვის.

წინამდებარე სტატიაში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ცოდნაც საჭიროა საქართველოს რეზიდენტობის განსაზღვრისათვის:

  1. თქვენ შეიძლება იყოთ საქართველოს რეზიდენტი მაშინაც კი, თუ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არის

183-დღიანი წესის მიხედვით, მიუხედავად იმისა თუ სად არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი, თქვენ შეიძლება ჩაითვალოთ სხვა ქვეყნის რეზიდენტად. მაგალითად, თქვენ შეიძლება დაიბადეთ და გაიზარდეთ გერმანიაში, თქვენი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს გერმანიაში, თქვენი შვილები დადიან გერმანიის სკოლაში და ა.შ. მაგრამ თქვენ ხშირად სტუმრობთ საქართველოს და აქ ატარებთ წელიწადში 183 დღეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩაითვლებით საქართველოს რეზიდენტად და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოში დაექვემდებარებით გადასახადებით დაბეგვრას.

  1. ნებისმიერი ხანგრძლივობის დრო ითვლება დღედ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა. ასე რომ, თუ თქვენ 5 წუთი მაინც გაატარეთ საქართველოში, ითვლება, რომ თქვენ 1 დღე იყავით საქართველოში.

  1. ყურადღება მიაქციეთ საქართველოში ყოფნის მიზეზს

საქართველოში რეზიდენტობის საკითხის დასადგენად სახელმწიფოს სურს გაიგოს, თუ რამდენი დღე გაატარეთ ამ ქვეყანაში, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნის მიზეზი. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მიზეზს უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე დღეების რაოდენობას. იმისათვის, რომ განხილული იყოთ, როგორც საქართვლოს არარეზიდენტი, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ საქართველოში გაატარეთ 183 დღეზე ნაკლები, თუმცა თქვენ შეიძლება საქართველოში იმყოფებოდეთ 183 და მეტი დღის განმავლობაში, მაგრამ მაინც არ ჩაითვალოთ საქართველოს რეზიდენტად, თუ დაადასტურებთ, რომ თქვენი აქ ყოფნის მიზეზი „დროებითი ხასიათის“ იყო. უფრო კონკრეტულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.4 მუხლის მიხედვით,   საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:

ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;

ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;

გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;

დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

  1. ყველა ტერმინს აქვს თავისი მნიშვნელობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში“, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში“, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს.

თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ტერმინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, კერძოდ,

„მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში“ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის განმავლობში ერთ დღეს მაინც კმაყოფილდება რეზიდენტობის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები და წინაპირობები, ეს საკმარისია იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტად მთელი წლის განმავლობაში.

„ნებისმიერი უწყვეეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში“ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის რეზიდენტობისთვის არ არის აუცილებელი, 183 დღე გავატაროთ საქართველოში აუცილებლად 2020 წელს ან 2019 წლის რეზიდენტობისთვის გავატაროთ საქართველოში 183 დღე აუცილებლად 2019 წელს. მთავარია 12 თვის უწყვეტობა, იმისდა მიუხედავად, როდის დაიწყება ის (მაგ. 5 მარტიდან-4 თებერვლამდე პერიოდი, 10 ოქტომბრიდან-9 სექტემბრამდე პერიოდი და ა.შ.)

ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არ არის აუცილებელი 183 დღე იყოს უწვეტი. პირმა შეიძლება დატოვოს ქვეყანა და შემდეგ დაბრუნდეს უკან, თუმცა თუ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დაგროვდა ჯამში 183 დღე, ეს ითვლება, რომ ის იქნება საქართველოს რეზიდენტი.

  1. ერთი დღე ითვლება მხოლოდ ერთხელ

ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.

Read more

უცხოური ვალუტა $ € £ ¥

ACCA – F7  თავი 11.  განხილვა

უცხოური ვალუტა

უცხოურ ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული გადაფასებების ღრიცხვა

*1- კომენტარი იხილეთ ტექსტის ბოლოს

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ბუღალტრული აღრიცხვა

გამოქვეყნებულ ტექსტს აქვს შემდეგი მიზნები, დაეხმაროს  დამწყებ ბუღალტრებს უცხოური ვალუტის ცვლილებით წარმოშობილ ოპერაციების წარმოებაში და პირებმა რომელთაც სურვილი აქვთ დამოუკიდებლად შეისწავლონ “ACCA”-ის პროგრამა, დაეხმაროთ ტექსტის შინაარსის  უკეთ გარკვევაში.  ავტორი არ აცხადებს პრეტენზიას “ACCA”-ის სახელმძღვანელოს იდეალურად განხილვაზე. პირიქით ელოდება  მოთხოვნებს და დასაბუთებულ შენიშვნებს. F7 სახელმძღვანელოს  11 თავი შემთხვევით არ არის შერჩეული განიხილოს დასაწყისისთვის. უცხოურ ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხშირად მოქმედ ბუღალტრებსაც უჩდებათ შეკითხვები. პირველ ეტაპზე  განვიხილავთ  მხოლოდ “ACCA”-ის სახელძრავნელოში მოცემულ თემებს. მკითხველის გამოხმაურების (მოთხოვნის) შემთხვევაში მეორე ეტაპზე განვიხილავთ უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ საგადასახადო თემებს და აგრეთვე იმ სააღრიცხვო საკითხებს, რომელიც არ არის სახელმძღვანელოში განხილული.

როგორც ავღნიშნეთ პირველ ეტაპზე განხილულია მხოლოდ “ACCA”-ის სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები. არ იქნება სწორი, რომ  ვთქვათ „განვიხილავთ კურსთაშორის სხვაობას“ ან „საკურსო სხვაობას“. ორ ვალუტას შორის საკურსო სხვაობა ყოვლეთვის იარსებებს. საკურსო სხავაობა იცვლება, განვიხილავთ ცვლილების შედეგად წარმოშობილ გამოთვლებს და საბურალტრო ჩანაწერებს.

 

ბასს – 21

განვიხილოთ “ACCA” სახელმძღვანელოში მოცემული განმარტებები და ტერმინები. გავარჩიოთ მაგალითები. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ამონარიდები  შეფერილია ლურჯი ფერით.

გავეცნოთ წიგნში მოცემულ მნიშვნელოვან ნაწილს.

გაცვლითი კურსები:

  • სპოტ სავალუტო კურსი ოპერაციის მოხდენის თარიღში არსებული სავალუტო კურსი.
  • საბოლოო სავალუტო კურსი არის საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული სავალუტო კურსი.
  • საშუალო სავალუტო კურსი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არსებული სასუალო სავალუტო კურსი.

 

აქტივები და ვალდებულებები

  1. ფულადი მუხლი: მუხლი რომელის კონვერტაცია ადვილად განხორციელდება, მაგ დებიტორული დავალიანება, კრედიტორული დავალიანება, სესხები“ (მიღებული გაცემული სესხები).
  2. არაფულადი მუხლი: მუხლი, რომელიც არ იძლევა ფულადი სახსრების მიღების ან გაცემის საშუალებას, მაგ: მარაგი, ძირითადი საშუალებები. აფრთვე გაცემული ავანსი და მიღებული ავანსი, რომელიც ძირითადი საშუალების, საქონლის, მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს.

ვალუტა:

სამუშაო ვალუტა „აღნიშნავს იმ ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტას, სადაც საწარმო ეწევა საქმიანობას“. უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება ადგილობრივი ვალუტა.

წარსადგენი ვალუტა ‘აღნიშნავს ვალუტას, რომელიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად“   

სამუშაო ვალუტა

ბასს 21-ის მიხედვით, სამუშაო ვალუტის განსაზღვრისას საწარმომ მხედველობაში უნდა მიიღს შემდეგი პირველადი ფაქტორები:

  • ვალუტა, რომელიც უმთავრეს გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ფასებზე;
  • ვალუტა იმ ქვეყნისა, რომლის კონკურენცია და მარეგულირებელი წესები, მნიშვნელოვანწილად, განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების სარეალიზაციო ფასებს;
  • ვალუტა, რომელიც უმთავრეს გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მასალების, შრომით და სხვა დანახარჯებზე.

 

 

თუ პირველადი ფაქტორები დამაჯერებელი არ არის, საწარმომ უნდა განიხილოს მეორე ფაქტორები:

  • ვალუტა, რომელშიც მიიღება სახსრები საფინანსო საქმიანობიდან (ე.ი. სავალო და წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებიდან)
  • ვალუტა, რომელშიც, ჩვეულებრივ, ხდება საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული სახსრების შენახვა

 

გადაანგარიშების მექანიზმი:

როდესაც საწარმო შედის სამეურნეო გარიგებაში, რომელიც ფიქსირებულია მისი სამუშაო ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, აღრიცხვამდე სამეურნეო გარიგება უნდა გადაანგარიშდეს სამუშაო ვალუტაში.

გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი გაცვლით კურსი:

  • ოპერაციის განხორციელებისას არსებული სპოტ გაცვლითი კურსი
  • იმ შემთხვევაში, თუ გაცვლით კურსს საგრძნობი მერყეობა არ განუცდია, საშუალო გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის მანძილზე.

 

ფულადი სახსრებით გადახდა

თანხის, მაგ. კრედიტორული დავალიანების გადახდისას, გადახდილი თანხა:

  • უნდა გადაანგარიშდეს გადახდის დღეს არსებული სპოტ სავალუტო კურსით
  • თუ ეს თანხა განსხვავდება იმ თანხისგან, რომლითაც სამეურნეო გარიგება აისახა, წარმოიშობა საკურსო სხვაობა, რომელიც აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში (იხ.ქვემოთ მოცემული საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა)

 

წლის საბოლოო ნაშთების ბუღალტრული აღრიცხვა

  • თუ საანგარიშგებო თარიღისათვის სამეურნეო ოპერაციის თანხა მიღებული ან გადახდილი არ არის, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახული იქნება გადაუხდელი აქტივი ან ვალდებულება
  • თუ აქტივი ან ვალდებულება ფულადი მუხლია, იგი გადაანგარიშდება წლის ბოლოს არსებული საბოლოო კურსით
  • თუ აქტივი ან ვალდებულება არაფულადი მუხლია, არ გადაანგარიშდება და მისი აღრიცხვა გაგრძელდება თავდაპირველი სავალუტო კურსით.
  • ფულადი მუხლების გადაანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობა აისახება მოგება და ზარალის ანგარიშგებაში

საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა:

  • თუ საკურსო სხვაობა წარმოიქმნება სავაჭრო სამეურნეო ოპერაციების შედეგად. იგი სხვა საოპერაციო შემოსავლის ან ხარჯის მუხლში აისახება.
  • თუ საკურსო სხვაბა წარმოიქმნება არასავაჭრო სამეურნეო ოპერაციების შედეგად, იგი მისარები პროცენტის ან მსგავსი შემოსავლის ან ფინანსური დანახარჯის მუხლშ აისახება.
  • წლის საბოლოო ნაშთის ბურალტრული აღრიცხვა
  • თუ საანგარიშგებო თარირისთვის სამურნეო ოპერაციის თანხა მიღებული ან გადახდილი არ არის, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში   ასახული იქნება გადაუხდელი აქტივი ან ვალდებულება.
  • თუ აქტივი ან ვალდებულება ფულადი მუხლია, იგი გადაინგარიშება წლის ბოლოს არსებული საბილოო კურსით.
  • თუ აქტივი ან ვალდებულება არაფულადი მუხლია, არ გადაინგარიშება და მისი აღრიცხვა გაგრძელდება ტავდაპირველი სავალუტო კურსით.
  • ფულადი მუხლების გადანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობა აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.

 

არაფულადი მუხლები

  • თვითღირებულების მოდელი

თვითღირებულებით აღრცხული არაფულადი მუხლები გადაიანგარიშდება თავდაპირველი სავალუტო კურსით  და წლის ბოლოს არ გადანგარიშდება.

 

თავდაპირველი გარიგების ბურალტრული აღრიცხვა

სამეურნეო ოპერაციაში შესვლის მომენტში სამეურნეო ოპერაცია უნდა გადაანგარიშდეს სამუშაო ვალუტაში ოპერაციის განხორციელებისას არსებული სპოტ სავალუტო კურსით.

ფულადი სახსრებით გადახდა

გადახდილი თანხა უნდა გადაანგარიშდეს გადახდის დღეს არსებული სპოტ კურსით

წლის ბოლოს ნაშთის ბურალტრული აღრიცხვა

ფულადი მუხლები გადაანგარიშდება წლის ბოლოს არსებული საბოლოო კურსით. არაფულადი მუხლები არ გადაიანგარიშება.

საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა

აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, გარდა იმ მუხლებისა, თუ ცვლილება რეალურ ღირებულებაში აისახება კაპიტალში, მაშინ საკურსო სხვაობა ასახული იქნება კაპიტალში.

„ფულადი მუხლი“ ეს ტერმინი მარტივი გასაგები იქნებოდა ასე რომ იყოს  ახსნილი: ერთ პირს მეორე პირისგან ფულის მიღებაზე მოთხოვნის უფლება აქვს ან შებრუნებით ერთ პირს ფულის გადახდის ვალდებულება აქვს მეორეს მიმართ: მაგალითად: დებიტორული დავალიანების,  კრედიტორული დავალიანების და სესხის შემთხვევაში     ერთი მხარე ელოდება  ფულის მიღებას, მეორე მხარე ვალდებულებას აღიარებს ფულის გადახდაზე.  „ფულად მუხლებს“ სხვა ნაირად ზოგიერთი სპეციალისტი განმარტავს  როგორც – „ფულად სახსრებზე მოთხოვნის უფლების მქონე მუხლებს“. რა თქმა უნდა ეს ტერმინი დებიტორის მხრიდან არის  განხილული.  ჩვენ კრედიტორის მხრიდან ვიწყებთ განხილვას იმ მიზეზით, რომ სახელძღვანელოს მივყვებით.

I ფულადი მუხლი რას გულისხმობენ „ფულადი მუხლი – რომლის კონვერტაცია ადვილად განხორციელდება“. კრედიტორული დავალინება ფულის გადახდით იფარება. კრედიტორული დავალიანება, მოწოდებული საქონელით ან  მომსახურებით წარმოიშობა. როდესაც არსებობს კრედიტორული დავალიანება, ნიშნავს გარიგება განხორციელდა. კრედიტორს პირდაპირ ფულის მოთხოვნის უფლება აქვს.

შევადაროთ II არაფულადი მუხლს. რა იგულისხმება არაფულად მუხლში?

  • მიღებული ავანსი. ამ დროს, მომხმარებელს წინასწარ აქვს ფული გადახდილი მომწოდებლისთვის. ფულის მიღეაბაზე კი არა აქვს უფლება,  საქონლის ან მომსახურების მიღებაზე აქვს უფლება.
  • მარაგი. მარაგი (სასაქონლო მატერიალრი მარაგი) არ იძლევა პირდაპირ ფულადი სახსრების მიღების უფლებას. მარაგს ფლობს პირი, ნიშნავს ჯერ არ გაყიდულა, შესაძლოა მარგი გაყიდვამდე ჯერ საქონლად გარდაიქმნას (კონვერსიას) საჭიროებდეს, უნდა გარდაიქმნას სასაქონლო მარაგად. სასაქონლო მარაგს ვფლობთ, ნიშნავს რომ ის მზადაა გასაყიდად, მაგრამ გარიგება არ შემდგარა. უნდა გაიყიდოს და შემდგომ გარდაიქმნას ფულად ან დებიტორულ დავალიანებად. მომხმარებლის მხრიდან – კრედიტორულ დავალიანებად. განვიხილოთ მაგალითები, როდესაც ფულად სახსრებზე მოთხოვნა ან ვალდებულება წარმოიშობა.

 

  1. ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის 15 ნომმბრის კურსია.   1USD/ 2,9608 GEL

  • წლის 8 დეკემბერის კურსია. 1USD/ 2,9466 GEL

 

ქართულ კომპანიას, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიისგან შეიძინა 10 000 დოლარის ღირებულების საქონლელი. ფრანგულმა კომპანიამ ამავე დღეს წარუდგინა ინვოისი თანხის გადახდაზე. ინვისის მიხედვით გადახდის ვადა 25 დღეა. ქართულმა კომპანიამ  საქონლის თვითღირებულება (ან შესყიდვა) და ვალდებულბა უნდა აღიაროს 29 608 ლარად 2019 წლის 15 ნოემბერს. ქარათულმა კომპანიამ, ფრანგულს ვალდებულების დასაფარად 8 დეკემბერს 10 000  დოლარი გადაუხადა, რაც  29 466 ლარია, 142 ლარით ნაკლებია თავდაპირველად აღიარებულ ვალდებულებასთან.

კომენტარი- გადახდის დროს მოხდება ვალდებულების შემცირებით გადაფასება  და სხვაობა აისახება მოგებაზე.

გამოთვლები: თავდაპირველი აღიარება    2,9608*10 000 = 29 608

გადაფასება:  2,9608*10 000 -2,9466*10 000 = 142

 

ოპერაციები  ბუღალტრულად ასე გამოისახება:

2019 წლის 15 ნოემბერი. (მარაგების შეძენა)

დებ   შეძენები (მარაგი)(*1)    29 608 ლარი

კრედ   ვალდებულება მომწოდებლებთან          29 608 ლარი

 

2019 წლის 8 დეკემბერი

დებ  ვალდებულება მომწოდებლებთან     29 608 ლარი

კრედ    მოგებისა და ზაალის ანგ. (საკურსო მოგება) 142  ლარი

კრედ                    ფული                                                     29 466 ლარი

 

 

განვიხილოთ მაგალითი ფულადი მუხლის გადაფასება საანგარიშო პერიოდისთვის:

 

  1. ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის 15 ნომმბრის კურსია.   1USD/ 2,9608 GEL

2019 წლის 31 დეკემრის კურსია.    1USD/ 2,8677 GEL.

 

ქართულ კომპანიას, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიისგან შეიძინა 10 000 დოლარის ღირებულების საქონლელი. ფრანგულმა კომპანიამ ამავე დღეს წარუდგინა ინვოისი თანხის გადახდაზე. ინვისის მიხედვით გადახდის ვადა 55 დღეა. ქართულმა კომპანიამ  საქონლის თვითღირებულება (ან შესყიდვა) და ვალდებულბა უნდა აღიაროს 29 608 ლარად 2019 წლის 15 ნოემბერს ამ დღის კურსით. ქართულ კომპანიას 31 დეკემბრრისთვის ჯერ ვალდებულება დაფარული არ აქვს  და ადგენს პერიოდის ფინანსურ ანგარიშს.

მიუხედავად იმისა გადახდა ამ დღეს, არ ხორციელდება ვალდებულება ფულადი მუხლია უნდა გადაფასდეს ანგარიშგების დღისთვის, უფრო სწორად 10 000 დოლარის ვალდებულბის შეფასება 31 დეკემბრისათვის არსებული კურსით ლარში უნდა შეფასდეს. ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს 10 000 * 2,9608 – 10 000 * 2,8677 = 931

15 ნოემბერს 29 608 ლარით (10 000 * 2,9608) მოხდება თავდაპირველი აღიარება.

ხოლო  31 დეკემრს გადაფასდება ვალდებულება,  931 ლარით შემცირება და მოგებაზე აისახება:

2019 წლის 15 ნოემბერი.

დებ  შეძენები (მარაგი)(*1)    29 608 ლარი

კრედ    ვალდებულება მომწოდებლებთან          29 608 ლარი

 

2019 წლის 31 დეკემბერი. ვალდებულების გადაფასება.

დებ  ვალდებულება მომწოდებლებთან    931 ლარი

კრედ    მოგებისა და ზაალის ანგ. (საკურსო მოგება) 931 ლარი.

ორ თემას მივაქციოთ ყურადრება: 31 დეკემბერს კურსი შემცირდა 15 ნოემბრთან შედარებით. ამან ვალდებულების შემცირება გამოიწვია ანგარიშგების შედგენის დღისთვის.  გადაფსებისას საკურსო მოგება წარმოიშობა. რომ გაზრდილი კურსი, საკურსო ზარალი წარმოიშობოდა. არ განხორციელდება შეძენილი მარაგის გადაფასება ის არა ფულადი მუხლია და მისი თვითღირებულების აღიარება განხორცილდა მიღების დღის არსებული კურსით.

იხილეთ სახელმძღვანელოში განხილული მაგლითები სახელწოდებით – „შეამოწმე შენი ცოდნა“.  ჩვენს მიერ განხილული 1 და მე-2 ამოცანა მსგავსია სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითებისა. ჩვენს შემთხვევაში გამარტივების მიზნით  სამუშაო  ვალუტად ქართული ვალუტა ავირჩიეთ.  არ განვიხილავთ სახელმძღვანელოში მოცემულ მსგავს 1 დ მე 2  მაგალითს. დავარღვიოთ სახელმძღვანელოს მიმდევრობა  განვიხილოთ მაგალითი, 3 ამოცანა, განვიხილოთ შემთხვევა როდესაც მომწოდებლებზე გადახდილია  ავანსი უცხოურ ვალუტაში.

  1. ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის 15 ნომმბრის კურსია.   1USD/ 2,9608 GEL

2019 წლის 31 დეკემრის კურსია.    1USD/ 2,8677 GEL.

 

ქართულ კომპანიას, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიას წინასწარ ავანსის სახით გადაუხადა 10 000 დოლარი.  გარიგების მიხედვით ფრანგულმა კომპანიამ 2020 წლის 5 იანვრამდე უნდა მოაწოდოს აღნიშნული თანხის ღირებულების საქონელი. 31 დეკემბერს ქართული კომპანია ადგენს ანგარიგებას. შევასრულოთ გამოთვლები და საბურალტრო ჩანაწერები.  ფრანგულმა კომპანიამ საქონელი 2020 წლის 5 იანვარს მოაწოდა.

2019 წლის 15 ნოემბერი.

დებ    მომწოდებლებზე გადახდილი ავანსი       29 608 ლარი

კრედ                                                    ფული           29 608 ლარი

ავანსად (წინასწარ)  გადახდილი თანხა არაფულადია მუხლია, როგორც ქართული ისე ფრანგული კომპანიისთვის. 31 დეკემბრს ქართული კომპანია ბალანსში 29 608 ლარის ღირებულების გადახდილ ავანს დატოვებს  და არ მოახდენს მის გადაფასებას.  არც საქონლის მიღებისას არ მოხდება ავანსის გადაფასება.  საქონლის  მიღებისას გადახდილ ავანსი შემცირება და ამავე თანხით საქონელი (შესყიდვები) გაიზრდება. ადგილი ექნება შემდეგ ბუღალტრულ ჩანაწერს.

2020 წლის 5 იანვარი

დებ     საქონელი (შესყიდვები)  29 608 ლარი

კრედ              მომწოდებლებზე გადახდილი ავანსი       29 608 ლარი                          

 

ახლა განვიხილოთ სახელმძღვანელოში მოცემული მაგალითი.

 

„შეამოწმე შენი ცოდნა“ 3.

შპს “ABC”-ის საანგარიშო პერიოდი მთავრდება  20X1 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მისი სამუშაო ვალუტაა აშშ- ის დოლარია.

 20X1 წლის 25 ოქტომბერს “ABC”-მ შვედი მომწოდებლისგან შეიძინა საქონელი, რომლის ღირებულებამ  286 000 შვედური კრონა (SWK) შეადგინა.

SWK-ს სპოტ სავალუტო კურსები: 

20X1 წ. 25 ოქტომბერი $1 =  SWK 11.16

20X1 წ. 16 ნოემბრი  $1 =  SWK 10.87

20X1 წ. 31 დეკემბერი  $1 =  SWK 11.02

მოგეთხოვებათ:

(ა)  “ABC”-იმ 20X1 წლის 16 ნოემბრს  SWK 286,000 ოდენობის ვალდებულება გადაიხადა:

(ბ) საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება ჯერ კიდევ გადახდილი არ არის.

ა ვარიანტის ამოხსნა:

(ა)  სამეურნეო ოპერაცია დოლარში  უნდა აისახოს ვინაიდან ძირითადი სამუშაო ვალუტაა,: აღიარდება მარაგის მიღება (შეძენა)  და ვალდებულება. ადგილი ექნება 25 ოქტომბერს არსებული კურსით გამოთვლას და ჩანაწერს 286 000 / 11,16 = $25.627

25 ოქტომბერი – დებეტი:  მარაგები (შესყიდვები) $25,627

კრედიტი: კრედიტორული დავალიანება  $25,627

16 ნოემბერს მოხდება გადახდა და გადახდის დროს გადაფასდება ვალდებულება. ადგილი ექნება გამოთვლას დღის კურსით 286,000/10,87= $26,311; $26,311-$25,627= =$684

16 ნოემბერი –  დებეტი:                              კრედიტორული დავალიანება  $25,627

დებეტი: მოგება ზარალის ანგარიში  (საკურსო ზარალი) $684

კრედიტი:                     ფული                                                $26,311

 

 

ბ ვარიანტის ამოხსნა:

ბ ვარიანტი. ვინაიდან სანგარიშო პერიოდის დასასრულს 31 დეკმბერს ვალდებულება დაფარული არ არის, გადაფასდება და ანგარიშგებაში მოხვდება არსებული კურსით. ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს. 286 000/11,02= $25,953    25,953-25,627=$326

31 დეკემბრი – დებეტი  მოგება ზარალი (საკურსო ზარალი) $326

კრედიტი:          კრედიტორული დავალიანება  $326

 

 

გავიხსნოთ რომ ფულადი მუხლია, რომლიც ფულის მიღების მოთხოვნას ან გადახდის ვალდებულებას აღიარებს. გაცემული-მიღებული  ავანსი არაფულადი მუხლია არაა ფულადი სახსრების მიღების ან გადახდის საშუალება.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გამოიყენეთ 1-ლი  –  3-ე კითხვების ამოხსნისას.

20X3 წლის 28 მარტს აშშ-ში დაფუძნებულმა საწარმომ Kr200,000-ად საქონელი საზღვარგარეთ გაყიდა, როდესაც გაცვლით კურსი Kr0.65:$1 იყო.

20X3 წლის აპრილში მომხმარებელმა გადაიხადა დავალიანება, როდესაც გაცვლითი კურსი Kr0.70:$1 იყო.

20X3 წ. 30 ივნისს დამთავრებულ წელს გაცვლით კურსი Kr.0.75:$1 გახდა

  • მოამზადეთ გაყიდვის სამეურნეო ოპერაციის საჟურნალო გატარებები, რომელსაც განახორციელებს აშშ-ის საწარმო
  • აჩვენეთ, როგორ აისახება 20X3 წელს აპრილში მიღებული ფულადი სახსრები
  • თუ დავალიანება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე გადახდილი არ იქნებოდა მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში რა ოდენობის შემოსულობა ან ზარალი აისახებოდა?
  • 20X3 წლის 28 მარტს აშშ-ში დაფუძნებულმა საწარმომ საქონელი Kr200,000 – ად შეიძინა, როდესაც გაცვლითი კურსი Kr0.65:$1 იყო

      20X3 წ. 30 ივნისს დამთავრებულ წელს გაცვლით კურსი Kr0.65:$1 გახდა.

თუ წლის ბოლოს საქონელი არ გაიყიდა და საწარმოს მარაგში დარჩა, რა თანხით იქნებოდა ასახული?

  • საწარმომ მიწა კრედიტში Kr100,000-ად შეიძნა, როდესაც გაცვლით კურსი 1Kr:$0.85 იყო. საანგარიშგებო წლის ბოლოს საწარმოს მომწოდებლისთვის ფული არ გადაუხდია. წლის ბოლოს გაცვლით კურსი 1Kr:$0.92 იყო.
  • ქვემოთ მოცემული რომელი სამი თანხა იქნება ასახული წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში?

      ძირითადი საშუალება                                                  $85, 000

       სავაჭრო კრედიტორული დავალიანება                   $85,000

გ       საკურსო ზარალი                                                          $7,000

      ძირითადი საშალება                                                      $92,000

ე       სავაჭრო კრედიტორული დავალიანება                    $92,000

 ვ       საკურსო ზარალი                                                           $ნული

 

შეამოწმე შენი ცოდნა 4

 

  • საქონლის გაყიდვის მომენტში

გადაანგარიშეთ ამონაგები სამეურნეო ოპერაციის შესრულების თარიღისათვის არსებული გაცვლით კურსით: Kr200,000/0.65 = $307,692

დებეტი: დებიტორული დავალიანება   $ 307,692

კრედიტი:  ამონაგები                         $ 307,692

  • გადახდის დროს წარმოქმნილი საკურსო სხვაობის ზარალი = $ 307,692 – $ 285,714 = $ 21,978

 

შემდეგ საჟურნალო გატარებები ასახული იქნება

დებეტი : ბანკი ( რ200,000/0.70 )                           $ 285,714

კრედიტი: დებიტორული დავალიანება             $ 307,692

დებეტი: მოგებისა და ზარალის ანგ.

(საკურსო ზარალი) (დამაბ.ციფრი)    $ 21,978

 

  • $41,025. ფულადი მუხლი უნდა გადაანგარიშდეს საანგარიშგებო წლის ბოლოს არსებული გაცვლითი კურსით:

Kr200,000/0.75 = $ 266,667

 

გადაანგარიშების შედეგად დებიტორული დავალიანების ნაშთი $41,025-ით შემცირდება (და,შესაბამისად, აღიარდება ზარალი საკურსო სხვაობიდან).

 

საჟურნალო გატარება:

 

ზარალი საკურსო სხვაობიდან = $ 307,692 – $266,667 = $41,025

 

დებეტი: მოგებისა და ზარალის ანგ

(საკურსო ზარალი)                               $41,025

კრედიტი: დებიტორული დავალიანება         $ 41,025

 

  • $307,692 საანგარიშგებო თარიღსათვის:

 

საანგარიშგებო თარიღისათვის მარაგის ნაშთი არ გადაანგარიშდება, ვინაიდან მარაგი – არაფულადი მუხლია და ბანლსში მოხდება თავდაპირველი ღირებულებით

საჟურნალო გატარებები:

შეძენის მომენტში:

 

Kr200,000/0.65 = $ 307,692 (დებეტი: შესყიდვები, კრედიტი კრედიტორული დავალიანება)

მარაგი შეფასება შეუცვლელი დარჩება საანგარიშგებო თარიღისათვის

მარაგების შეძენისას ადგილი ექნება გატარებას:

დებეტი: შეძენები (მარაგი)(*1)  $  307,692

კრედიტი: ვალდებულება მომწოდებლებთან     $ 307,692

*1- კომენტარი იხილეთ ტექსტის ბოლოს

კრედიტორული დავალიანების ანგარიში გადაანგარიშდება წლის ბოლოს:

Kr200,000/0.75 = $266,667

შემოსულობა საკურსო სხვაობიდან = $307,692 – $ 266,667 = $ 41,025

 

დებეტი: ვალდებულება მომწოდებლებთან $41,025

კრედიტი: მოგებისა და ზარალის ანგ

(შემოსულობა საკურსო სხვაობიდან)   $ 41,025

 

  • ა,გ,ე. – ამ პასუხის ახსნას ველოდები მკითხველისგან.

 

შეძენის მომენტში:

Kr100,000 x 0.85 = $ 85 000

 

დებეტი: გრძელვადიანი აქტივები             $ 85 000

კრედიტი: კრედიტორული დავალიანება $ 85 000

 

ძირითადი საშუალება – არაფულადი მუხლია და წლის ბოლოს $ 85 000-ად იქნება ასახული. კრედიტორული დავალიანება ფულადი მუხლია საანგარიშგებო პერიოდის (წლის) ბოლოს გადაანგარიშდება:

Kr100,000 x 0.92 = $ 92 000

 

კრედოტორული დავალიანების ნაშთი გაიზრდება $ 7,000 – ით

საკურსო ზარალი = $ 92 000 – $ 85 000 = $ 7 000

 

დებეტი: მოგებისა და ზარალის ანგ

(საკურსო ზარალი)                                 $7,000

კრედიტი: კრედიტორული დავალიანება    $7,000

*1- კომენტარი: დებ   შეძენები 29 608 ლარი”  მარაგების შეძენა ასეთი ფორმით არის განხილული სახელმძღვანელოში. ანუ   წარმოდგენილია აღრიცხვის პერიოსული მეთოდით, მუდმივი (ანუ პირდაპირი) მეთოდით, რომ იყოს წარმოდგენილი, იქნებოდა „დებ მარაგი    29 608 ლარი“. ამ თემას დეტალურად განვიხილავთ მარაგების აღრიცვის დროს.

 

 

Read more

საწარმოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით შექმნილი ვითარების გამო მკვეთრად შეიცვალა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების ფინანსური მდგომარეობა. თითქმის ორი თვეა საწარმოთა უმეტესობას შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რამაც, ბუნებრივია, შეამცირა მათი შემოსავალი. შემოსავლის შემცირების ან მისი სრულად დაკარგვის ფონზე ბევრ კომპანიას დარჩა ვალდებულებები. კოლაფსის პერიოდი კი საკმარისად ხანგრძლივი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიზნესსუბიექტების ბიუჯეტსა და ზოგადად ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურობა შეენარჩუნებინა. ბევრი კომპანიისთვის არც სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათები (როგორიცაა გადასახადების გადავადება, საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება) აღმოჩნდა საკმარისი რთული პერიოდის დასაძლევად. აღნიშნული პრობლემების „გადაჭრის გზა“ საწარმოთა გარკვეულმა ნაწილმა საწარმოს რეორგანიზაციაში/ლიკვიდაციაში იპოვა.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე, როგორც  რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის მიზეზზე ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში შექმნილი ვითარების და ამ მიზეზის აქტუალურობის გამო. სხვა შემთხვევაში კი მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს იმისათვის, რომ საწარმოს პარტნიორებმა/აქციონერებმა რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღონ.

საწარმოს რეორგანიზაცია შეიძლება განხორცილდეს სამი სახით. ესენია: გარდაქმნა, შერწყმა და გაყოფა. გარდაქმნა გულისხმობს ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმოს გარდაქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ, მაგალითისთვის, სააქციო საზოგადოების გარდაქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. შერწმა გულისხმობს ორი საწარმოს გაერთიანებას და მათ ერთ საწარმოდ ჩამოყალიბებას ან ერთი საწარმოს მეორესთან მიერთებას. გაყოფის პროცესი კი მოიაზრებს საწარმოს გაყოფას ორ ან ორზე მეტ საწარმოდ, რომლებიც საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი საწარმოები, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. რაც შეეხება საწარმოს ლიკვიდაციას, პარნიორები/აქციონერები აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებენ ბიზნესის უიმედო პერსპექტივის მდგომარეობაში, როდესაც ერთადერთი გამოსავალი საწარმოს „გაუქმებაა“.

სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირს. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების სია ამგვარად გამოიყურება:

  • განცხადება;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწეყების დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, მაგალითად, პარტნიორთა კრების ოქმი);
  • ინფორმაცია სუბიექტის ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადების შესახებ.

ერთი შეხედვით, ზემოთაღნიშნული დოკუმენტების თავმოყრა და პროცესის დაწყება მარტივია, მაგრამ როგორც რეორგანიზაცია, ისე ლიკვიდაცია, საკმაოდ რთული კატეგორიის პროცესებს წარმოადგენს და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ამ პროცესების უსაფრთხოდ და შედეგიანად დასრულება მოითხოვს სამართლებრივ და აუდიტორულ(საგადასახადო ექსპერტის) კომპლექსურ დახმარებას.

საწარმოს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სამართლებრივ დახმარებას. ამ პროცესების მიმდინარეობისას წარმოიშვება არაერთი სამართლებრივი საკითხი, რომლებიც სწორად წარმართვას საჭიროებს. მაგალითისთვის, რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დაწყებისას საჭიროა კანონისა და საწარმოს წესდების გათვალისწინებით განისაზღვროს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა. პროცესის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/თავმოყრა. რეორგანიზაციის შემთხვევაში საჭიროა ახალი წესდების სწორად შედგენა, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია (რა გავითვალისწინოთ ბიზნესის რეგისტრაციიასას? – შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ) ასევე, საწარმოს რეორგანიზაციამდე/ლიკვიდაციამდე მნიშვნელოვანი და აუცილებელია კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობის შეფასება და მოწესრიგება შემდგომში დავების თავიდან აცილების მიზნით. მაგალითისთვის, საჭიროა შრომითი ურთიერთობების სამართლებრივად სწორად დასრულება დასაქმებულებთან, ასევე, საწარმოსა და მის მოვალეებს/კრედიტორებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება, მოთხოვნებისა და ვალდებულებების განსაზღვრა და ა.შ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია, თქვენი საწარმო „მზად იყოს“ საგადასახადო შემოწმებისთვის, რაც, ერთის მხრივ, გულისხმობს განხორციელებული ოპერაციების საგადასახადო კუთხით შემოწმებას, ხოლო მეორეს მხრივ, რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესში განასხორციელებელი ოპერაციების სწორად წარმართვას, მაგალითად, ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის ძირითადი საშუალების გადაცემის დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა, ლიკვიდაციისას საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანის დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა, საწარმოს ძირითადი საშუალებების რეალიზაციის დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა და სხვა.

ფინანსური გადაწყვეტილების ჯგუფი მისი ცოდნის, კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მზად არის შემოგთავაზოთ ხარისხიანი და სანდო კომპლექსური მომსახურება თქვენი ბიზნესის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესისთვის, რაც თავიდან აგაცილებთ არასასურველ შედეგებს.

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“-ს (“FSG”-ის)  იურიდიული   დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფლორენსია კახშჩიანი

Read more

COVID-19 როგორც ფორს-მაჟორი – გათავისუფლებთ თუ არა საგანგებო მდგომარეობა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისგან

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“ თუმცა, შესაძლებელია, ჩვენგან დამოუკიდებულად არსებობდეს ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს შეგვიშლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაში. ამგვარ გარემოებებს „ფორს-მაჟორის“ ანუ „დაუძლეველი ძალის“ სახელით მოიხსენიებენ.

სახელშეკრულებო ურთიერთობებში ფორს-მაჟორის არსებობა სხვადასხვა სამართლებრივ შედეგთან არის დაკავშირებული. მთავარი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ თუ დადგინდა, რომ რომელიმე მხარე მასზე ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, ეს არ ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

ფორს-მაჟორის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია განვმარტოთ მისი არსი, მისი დადგენისთვის აუცილებელი წინაპირობები და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.

ფორს-მაჟორის არსი

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ გვთავაზობს ფორს-მაჟორის ან დაუძლეველი ძალის განმარტებას, მაგრამ, როგორც წესი, მასში იგულისხმება ისეთი გარემოებები, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, სამხედრო მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, მიწისძვრა და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების საერთო მახასიათებლების აღმოჩენა საკმარისია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ წინაპირობები, რომელთა ერთობლივი არსებობაც მიუთითებს ფორს-მაჟორულ მდგომარეობაზე. ესენია:

  • მხარეთა კონტროლისაგან დამოუკიდებლობა;
  • არაპროგნოზირებადობა;
  • გადაულახავობა.

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი გარემოების არსებობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ მხარე გათავისუფლდება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან. ფორს-მაჟორის არსებობა უნდა დადგინდეს თითოეულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ცალ-ცალკე და თითოეულ სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებით  ინდივიდუალურად. რაც მთავარია, სახეზე უნდა იყოს მთავარი წინაპირობა – პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის.

პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის აუცილებლობის გამო ერთი და იგივე ფორსმაჟორული მდგომარეობა შესაძლოა პასუხისმგებლობას გვიხსნიდეს ერთი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მაგრამ არ აღმოჩნდეს „გასასამართლებელი“ მეორე ვალდებულებისთვის. მაგალითისთვის, ავიღოთ შემთხვევა, როცა კრედიტორის (ხელშეკრულების მეორე მხარის) მიმართ თქვენ გაქვთ თანხის გადახდისა და კონკრეტულ ადგილას საქონლის მიწოდების ვალდებულება. იმ შემთხვევაში თუ დადგება ფორსმაჟორული ვითარება, მაგალითისთვის მოხდება წყალდიდობა, რომელიც შეუძლებელს გახდის საქონლის მიწოდებას მხარეთა მიერ შეთანხმებულ ადგილას, თქვენი მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებობა არ ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და არ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა. თუმცა, თქვენ ვერ გათავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან, თუ არ შეასრულებთ მეორე ვალდებულებას, რადგან ეს კონკრეტული ფორსმაჟორული ვითარება – წყალდიდობა, არ გიშლით ხელს ფულის გადახდაში, მაგალითად, საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით.

ამგვარი მიდგომით უნდა დადგინდეს, გაგათავისუფლებთ თუ არა COVID-19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან. თუმცა, მანამდე გასარკვევია, ჩაითვლება თუ არა ეს მდგომარეობა ფორს-მაჟორულად. მართალია, ის წარმოადგენს მხარეთა კონტროლს მიღმა არსებულ გარე ფაქტორს, მაგრამ რამდენად არაპროგნოზირებადი იყო მისი დადგომა და რამდენად გადაულახავია ეს პრობლემა, ამაზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტი, რომელიც COVID-19-ის გამო შექმნილ ვითარებას ფორს-მაჟორულ მდგომარეობად მიიჩნდევდა. ამის მიუხედავად, შეგვიძლია განვიხილოთ, რა სამართლებრივ შედეგებთან არის დაკავშირებული ფორს-მაჟორის არსებობა.

სამართლებრივი შედეგები

ფორს-მაჟორული მდგომარეობის დადგომისას სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში შესაძლოა განვითარდეს სამი „სცენარი“.

  1. როცა დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება დროებით, დაუძლეველი ძალის აღმოფხვრამდე, და ამ პერიოდის გასვლის შემდგომ კრედიტორს კვლავ აქვს ინტერესი, მიიღოს შესრულება, ხელშეკრულების მოქმედება ჩერდება დროებით, ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამოსწორებამდე. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავისუფლდებით ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობისგან, მაგრამ როგორც კი დასრულდება ფორს-მაჟორული ვითარება, ვადის დენა განახლდება და თქვენ ვალდებული იქნებით, შეასრულოთ ხელშეკრულების პირობები.

მაგალითისთვის ავიღოთ შემთხვევა, როცა კრედიტორის წინაშე გაქვთ ვალდებულება, მიაწოდოთ გარკვეული პროდუქცია, რომლის წარმოებაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო შეჩერებულია. იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ აღდგება აღნიშნული პროდუქტის წარმოება და კრედიტორს კვლავ ექნება მისი მიღების სურვილი, თქვენ ვალდებული იქნებით, მიაწოდოთ მას ეს პროდუქტი. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის კი თქვენ არ დაგეკისრებათ არც პირგასამტეხლო და არც სხვა სახის პასუხისმგებლობა. ასევე, თქვენ გათავისუფლდებით კრედიტორისთვის პროდუქტის დროულად არ მიწოდების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

  1. როცა დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება დროებით, დაუძლეველი ძალის აღმოფხვრამდე, და ამ პერიოდის გასვლის შემდგომ კრედიტორს აღარ აქვს ინტერესი, მიიღოს შესრულება. ასეთ შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ უარი თქვან ხელშეკრულებაზე და შეწყვიტონ მისი მოქმედება, ამ შემთხვევაში თქვენ თავისუფლდებით როგორც პასუხისმგებლობისგან, ასევე სახელშკრულებო ვალდებულების შესრულებისგან (თუმცა, ამავდროულად, კარგავთ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებასაც).

მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევა, როცა კრედიტორის წინაშე გაქვთ ვალდებულება, მიაწოდოთ რამდენიმე ერთეული ლეპტოპი მისი თანამშრომლებისთვის, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ლეპტოპებს ვეღარ აწარმოებთ. შესაბამისად, არღვევთ ვალდებულების შესრულებისთვის განასზღვრულ ვადას. კრედიტორი კი ლეპტოპებს ყიდულობს სხვა მიმწოდებლისგან. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ თქვენ განაახლებთ ლეპტოპების წარმოებას, თუმცა კრედიტორს აღარ ექნება ინტერესი, მიიღოს თქვენგან შესრულება. ასეთ შემთხვევაში არც თქვენ და არც კრედიტორს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები აღარ გექნებათ. თქვენ კი გათავისუფლდებით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობისა და კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

  1. როცა დაუძლეველი ძალის გამო რთულდება ვალდებულების შესრულება, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება.

მაგალითისთვის, თქვენ კრედიტორის წინაშე გაქვთ ვალდებულება, მიაწოდოთ კონკრეტული მახასიათებლების მქონე ლეპტოპები, რომელთა წარმოებასაც ვეღარ ახერხებთ საგანგებო მდგომარეობის გამო. ამავდროულად თქვენ მარაგში გაქვთ სხვა მახასიათებლების მქონე ლეპტოპები, რომლებსაც კრედიტორს სთავაზობთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლეპტოპების ალტერნატივად, პარალელურად უთანხმდებით ნაკლებ საფასურზე.

კრედიტორი ან გთანხმდებათ ხელშეკრულების პირობების ამგვარად შეცვლაზე ან მისთვის მიუღებელი პირობების გამო უარს ამბობს ხელშეკრულებაზე. ასეთ შემთხვევაშიც, თქვენ თავისუფლდებით, როგორც პასუხისმგებლობისგან, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

რა მტკიცებულებები გამოდგება ფორს-მაჟორის არსებობის დასადასტურებლად?

იმის დასამტკიცებლად, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება ვერ შასრულეთ დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, გამოგადგებათ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ფორს-მაჟორის არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტელემაუწყებლის თუ ბეჭდური მედიის მიერ გამოქვეყნებული სიახლეები, რომლებიც ადასტურებენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს. ასევე, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობის N181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, რომელიც ადასტურებს, რომ დღეის მდგომარეობით შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა (გამონაკლისების გარდა).

ფორს-მაჟორის არსებობის დასამტკიცებლად ცნობა შესაძლოა მოიპოვოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან (www.gcci.ge), რომელიც განიხილავს თითოეულ ხელშეკრულებას და თითოეულ ვალდებულებას და გასცემს ცნობას, ხელი შეუშალა თუ არა ვალდებულების შესრულებას დაუძლეველმა ძალამ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ცნობა ავტომატურად არ გაგათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. ის წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც დაგეხმარებათ სასამართლოში თქვენი პოზიციის დასაცავად. შემდეგ კი სასამართლო წყვეტს გათავისუფლდებით თუ არა პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმის ნომერი ას-418-391-2010) აღნიშნა, რომ „სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამოწმებს ფორს-მაჟორის არსებობას, ანუ იმ გარემოებას, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, ხოლო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის“.

შეჯამება

საბოლოოდ შეიძლება ითვას, რომ ამჟამად არ არსებობს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა COVID-19-ით შექმნილი ვითარება ფორს-მაჟორად.

აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებით ინდივიდუალურად.

თუ დადგინდა, რომ თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორის არსებობის გამო, თქვენ გათავისუფლდებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის/არადროული შესრულებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან და ამით კრედიტორისთვის მიყენებული ზიანისგან. ამავდროულად, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ:

  1. ხელშეკრულების დროულად შეჩერება და ვალდებულების შესრულება ფორს-მაჟორის აღმოფხვრის შემდეგ;
  2. ხელშეკრულების შეწყვეტა;
  3. ხელშკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ფლორენსია კაშხჩიანი

Read more

ვის აქვს ბიზნესსაქმიანობის განხორციელების უფლება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში

მოგეხსენებათ, საქართველოში 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დადგენილება N181 „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ,“ რომლითაც იზღუდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება საგანგებო რეჟიმის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიპოვონ გარკვეულმა საწარმოებმა საქმიანობის გაგრძელების ნებართვა.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რისკების შესაბამისად იცვლება N181 დადგენილების დებულებებიც და წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ჩვენ ვეცდებით, უწყვეტ რეჟიმში მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ.

დღევანდელი თარიღისთვის (07.04.2020) მოქმედი N181 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა. გამონაკლისების ჩამონათვალი მოცემულია ამავე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა არ ეხება:

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას;
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობასა და დისტრიბუციას, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებას;
წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობას;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებას/გადაცემას/განაწილებას/მიწოდებას, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას;
კომერციული ბანკების საქმიანობას;
იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს და მათი აგენტების საქმიანობას, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობას;
ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობას;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას;
საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებას/რეალიზაციას;
სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებას/დისტრიბუციას/რეალიზაციას;
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებას;
საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებას (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
კერძო დაცვითი საქმიანობას;
საადვოკატო საქმიანობას;
ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობას;
პრესის ჯიხურებს;
ნავთობის და გაზის მოპოვებას, გადამუშავებას;

 

საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი საქმიანობის სფეროში ოპერირებს საწარმო, მისთვის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება დასაშვებია, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად). დისტანციურად მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (
სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).

 

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. მათი ჩამონათვალით იხილეთ ცხრილში:

სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
 სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა  სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა)
სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის)
სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები
სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია
პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება
ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა
სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები
საფოსტო და საკურიერო მომსახურება
საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა)
ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები
IT  და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად)
საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად)
სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად)
ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები
სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად)
სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად)
საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად)
არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად)
იურიდიული მომსახურება (დისტანციურად)
შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია
დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები
სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება
24-საათიანი  სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები)
არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად)
ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა)
ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად)
ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)
საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭი ქაღალდის/რულონის მიწოდება
სამაცივრე მეურნეობები
საბაჟო საწყობები
ცხოველთა სასაკლაოები
სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები
სასათბურე მეურნეობები
საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

 

N181 დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ზემოთაღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უნდა მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://registration.gov.ge/pub/form/3__/wu5qsv/

სამშენებლო კომპანიებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://registration.gov.ge/extranet/construction/index.php

ხოლო სამშენებლო მასალების და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: construction@moesd.gov.ge

სარეგისტრაციო ფორმის შესწავლის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდება ინფორმაცია მეწარმე სუბიექტისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი პირობებით განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ, ასევე რამდენად აქვს მას შესაძლებლობა ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობა.

აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერატიულ შტაბს.

მეწარმე სუბიექტისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის დადგენილების დანართით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესახებ წინადადებით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მთავრობას მხოლოდ აღნიშნული შტაბის თანხმობის შემთხვევაში მიმართავს.

გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სტატიის დახმარებით ვერ იპოვეთ პასუხი კითხვაზე – აქვს თუ არა თქვენს კომპანიას საქმიანობის გაგრძელების უფლება, შეგიძლია დაგვიკავშირდეთ.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ფლორენსია კაშხჩიანი

Read more

სესხის გადავადება – შეღავათი თუ ზედმეტი ხარჯი

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობისა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა, მომხმარებელს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესთავაზა. თუმცა, ეს შესაძლებლობა თქვენთვის შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს შეღავათს და საბოლოოდ ზედმეტი ხარჯის გაღება აღმოჩნდეს.

კომერციული ბანკების განცხადებით, სესხების გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია და მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული. ამიტომ, აუცილებელია, სანამ დათანხმდებით ბანკ(ებ)ის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, კარგად განსაზღვროთ თქვენი რისკები, შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობა, მომავალ თვეებში თქვენი გადახდისუნარიანობის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ არის თუ არა თქვენთვის „მომგებიანი“ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

ჩვენ კი დაგეხმარებით, თითოეული ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობების ანალიზით, უფრო მარტივი გავხადოთ თქვენთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს ფიზიკურ პირებს ყველა სახის სესხზე, იქნება ეს იპოთეკა, სამომხმარებლო სესხი, განვადება თუ საკრედიტო ბარათი. ამასთან, საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ნებისმიერ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.

სამთვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებს არ მოუწევთ არც სესხის ძირისა და არც პროცენტის გადახდა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს შემდეგი: თანხის გადახდას იწყებთ ივნისიდან და შესაბამისად, თქვენი სესხის გადახდის ვადა ხანგრძლივდება საშეღავათო პერიოდით – სამი თვით. ამის გათვალისწინებით, იზრდება თქვენ მიერ სესხით სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტის ოდენობა.

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:

თქვენ გაქვთ სესხი, რომელიც არსებული გრაფიკის გათვალისწინებით,  უნდა დამთავრდეს 2020 წლის დეკემბერში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, თქვენ იხდით პროცენტის სახით 700 ლარს ყოველთვიურად.

თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თქვენი სესხის დამთავრების თარიღი იქნება 2021 წლის მარტი. თქვენ მიერ ზედმეტად გადასახდელი თანხა კი 3×700=2100 ლარი, რომელიც გადანაწილდება სესხის დაფარვამდე დარჩენილ თვეებზე, ამ შემთხვევაში 10 თვეზე (2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით). შესაბამისად, თქვენ მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაიზრდება 2100:10=210 ლარით.

თიბისი ბანკი

თიბისი ბანკის საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. რაც შეეხება პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელსაც საშეღავათო პერიოდი შეეხება, ესენია: იპოთეკური, სამომხმარებლო, სასწრაფო სესხები, ავტო სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი, ლომბარდი და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები.

საქართველოს ბანკის მსგავსად, სესხის ვადა საშეღავათო პერიოდით (3 თვით) ხანგრძლივდება თიბისი ბანკის შემთხვევაშიც. პროცენტის დარიცხვის პრინციპი აღნიშნულ ბანკშიც იგივეა, რაც ნიშნავს იმას, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე. პროცენტზე პროცენტის დარიცხვა კი არ მოხდება.

თიბისი ბანკის მომხმარებელ პიზიკურ პირებს რამდენიმე სესხის არსებობის შემთხვევაში არ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ, რომელი სესხის ფარგლებში ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით. საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე, ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში – არც ერთზე.

რაც შეეხება ბიზნეს სესხებსა და სტატუს მომხმარებლებს, მათ შემთხვევაში მოხდება თითოეული სესხის ინდივიდუალურად განხილვა.

თიბისი ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობების თანახმად, მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში განახორციელოს წინსწრებით გადახდა, რომელზეც მას საკომისიო არ დაერიცხება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ კი წინსწრებით გადახდაზე საკომისიოს დარიცხვის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების მოქმედება აღდგება.

 

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ყველა ფიზიკურ პირს, ვინც სარგებლობს ლიბერთი ბანკის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით: სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათები, განვადება, სოციალური სესხები, ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი და ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი.

ლიბერთი ბანკის საშეღავათო პერიოდი ითვალისწინებს საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკისგან განსხვავებულ პირობებს სესხის ვადისა და პროცენტის დარიცხვის ნაწილში. კერძოდ, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში სესხის ვადა არ გაუხანგრძლივდებათ, სამ თვეში გადასახდელი პროცენტი კი გადანაწილდება დარჩენილ თვეებზე.

მაგალითისთვის, თქვენ გაქვთ სესხი, რომელიც არსებული გრაფიკის გათვალისწინებით,  უნდა დამთავრდეს 2020 წლის დეკემბერში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, თქვენ იხდით პროცენტის სახით 700 ლარს ყოველთვიურად.

თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თქვენი სესხის დამთავრების თარიღი იქნება კვლავ 2020 წლის დეკემბერი. თქვენ მიერ ზედმეტად გადასახდელი თანხა კი 3×700=2100 ლარი, რომელიც გადანაწილდება სესხის დაფარვამდე დარჩენილ თვეებზე, ამ შემთხვევაში 7 თვეზე (2020 წლის ივნისიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით). შესაბამისად, თქვენ მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაიზრდება 2100:7=300 ლარით.

 

ვითიბი ბანკი

ვითიბი ბანკი საშეღავათო 3-თვიან პერიოდს ავრცელებს ყველა ფიზიკურ პირზე, გარდა იმ მსესხებლებისა, რომლებიც 2020 წლის 16 მარტის მდგომარეობით იმყოფებიან 45 ან მეტ დღიან ვადაგადაცილებაში. რაც შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ბიზნეს სესხებით, მათ ბანკი დაუკავშირდება გადავადების ინდივიდუალური პირობების შესათანხმებლად.

ვითიბი ბანკის საშეღავათო პერიოდი ეხება შემდეგ პროდუქტებს: სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები, ავტოსესხები, განვადებები, სალომბარდე სესხები, საკრედიტო ბარათები, სახელფასო ოვერდრაფტები. შენატანების გადავადება კი არ შეეხება დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებს.

სხვა ბანკებისაგან განსხვავებით, ვითიბი ბანკში მომხმარებლები საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ სესხს დაფარავენ ყოველთვიურად, არსებული გრაფიკის შესაბამისად. სესხის ვადა გახანგრძლივდება, თუმცა გახანგრძლივებულ პერიოდში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ საშეღავათო პერიოდში დარიცხულ პროცენტს. შესაბამისად, აღნიშნული პროცენტი დარჩენილ თვეებზე არ გადანაწილდება ისე, როგორც სხვა ბანკებში.

მაგალითად, თქვენ გაქვთ სესხი, რომელიც არსებული გრაფიკის გათვალისწინებით,  უნდა დამთავრდეს 2020 წლის დეკემბერში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, თქვენ იხდით პროცენტის სახით 700 ლარს ყოველთვიურად.

თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თქვენი სესხის დამთავრების თარიღი იქნება 2021 წლის მარტი. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მარტამდე თქვენ გადაიხდით სესხის ძირსა და მასზე დარიცხულ პროცენტს არსებული გრაფიკის შესაბამისად. თქვენ მიერ ზედმეტად გადასახდელი თანხა – საშეღავათო პერიდზე დარიცხული პროცენტი იქნება 3×700=2100 ლარი, რომელსაც თქვენ გადაიხდით სესხის დასრულების თარიღის, 2021 წლის მარტის, შემდეგ, რომელიც გადანაწილდება პირობითად 2 თვეზე, შესაბამისად, 2021 წლის აპრილში და მაისში თქვენ მოგიწევთ თვეში 2100/2=1050 ლარის გადახდა.

 

ვითიბი ბანკში მომხმარებელს არ ექნება შესაძლებლობა რომელიმე სესხზე გააუქმოს გადავადება, შესაბამისად, გადავადება უნდა შეეხოს ყველა სესხს ან არცერთ მათგანს. მომხმარებლის მიერ რომელიმე ერთ ან ყველა სესხზე შენატანის წინსწრებით განხორციელების შემთხვევაში, მას არ მოუწევს წინსწრების საკომისიოს გადახდა შენატანის სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

 

ბაზისბანკი

ბაზისბანკი 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას აძლებს ფიზიკურ პირებს, რომელთაც ბანკის მიმართ არ აქვთ პრობლემური ვალდებულება და უწევთ სესხზე შენატანის განხორციელება 16 ივნისამდე.

საშეღავათო პერიოდი ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, განვადება, სწრაფი ფული, განავადე და მზა სესხი – ონლაინ სესხი.

სხვა ბანკების მსგავსად, ბაზისბანკშიც საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, თუმცა, ბაზისბანკში სესხი გახანგრძლივდება იმ ვადით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლისთვის არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი. შესაბმისად, ბაზისბანკში საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს ვითიბი ბანკში შემუშავებული პრინციპის მსგავსად.

გაეცანით თქვენი ბანკის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, განსაზღვრეთ რისკები თქვენი სამომავლო შემოსავლის გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, გიღირთ თუ არა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ფლორენსია კაშხჩიანი

Read more

ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვა და საგადასახადო შეღავათები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს მხარი დაუჭირა.

აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება N181 საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, რომლითაც დაწესდა გარკვეული შეზღუდვები ბიზნესსაქმიანობაზე.

ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვა

საგანგებო მდგომარეობის ვადით, 2020 წლის 21 აპრილამდე, შეჩერდა ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია. განისაზღვრა საგამონაკლისო სია, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა. კერძოდ, არ იკრძალება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდება;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
  • საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია, თუ საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე;
  • პრესის ჯიხურების საქმიანობა.

შეზღუდვები შეეხოთ რესტორნებსა და კვების ობიექტებსაც, რომელთათვისაც ბიზნესსაქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. საგანგებო მდგომარეობის ვადით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება, დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

 

თავშეყრის აკრძალვა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება

ყველა დანარჩენ ბიზნესსუბიექტს უფლება აქვს გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში. კერძოდ, დადგენილების 5.2. მუხლის თანახმად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. განმარტებულია საჯარო სივრცის ცნებაც, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ყველა ბიზნესსუბიექტზე გაცემულია რეკომენდაცია, საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრის შესახებ შეზღუდვა არ ეხება:

  • სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;
  • სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

 

საგადასახადო შეღავათები

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესდა საგადასახადო შეღავათები გადასახადის გადამხდელთა ორი კატეგორიისათვის:

  1. ბიზნესსუბიექტებისათვის, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში;
  2. ბიზნესსუბიექტტებისათვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით.

მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, 4 თვის ვადით, 2020 წლის 1 ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისათვის ბიზნესსუბიექტებმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უნდა წარადგინონ შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმა, დასტურის მიღების შემდეგ კი მათ ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება.

შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში.

საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის ბიზნესსუბიექტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განცხადების ფორმა, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721.

განაცხადის ფორმის შევსების წესი კი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10806.

Read more

რა გავითვალისწინოთ ბიზნესის რეგისტრაციიასას? – შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ

ბიზნეს საქმიანობის დაწყებისას თითოეული ინდივიდის მიზანს შემოსავლის მიღება წარმოადგენს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საგადასახადო და სამართლებრივი საკითხები, რომელთა უგულებელყოფამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს სამომავლო ბიზნესს.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ბიზნეს სუბიექტებს უწესებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ იმპერატიულ (სავალდებულო) მოთხოვნას. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, „ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის [ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი] მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა“.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი ასევე ითვალისწინებს მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირების რეგისტრაციასაც, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფიბიზნეს კონსულტაციის ფარგლებში დამწყებ მეწარმეებს ეხმარება მათი საქმიანობის სფეროს, ბიზნესის მასშტაბის, მოსალოდნელი წლიური შემოსავლის, შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების, სამომავლო რისკებისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩიონ ყველაზე ოპტიმალური სამართლებრივი ფორმა ბიზნესის რეგისტრაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ დამწყებ მეწარმეებს  საქმიანობის დაწყებამდე ბიზნეს კონსულტაციასთან ერთად ესაჭიროებათ სამართლებრივი დახმარება სამეწარმეო სამართლის კუთხით, რათა თავიდან აირიდონ მომავალში პარტნიორთა შორის უთანხმოება, სასამართლო დავები, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვა, კომპანიის რეპუტაციის შელახვა და სხვა.

სამართლებრივი დახმარება, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესის რეგისტრაციისათვის აუცილებელი სწორი და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების, შეგროვებისა და შედგენისათვის.

საწარმოს რეგისტრაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის დამფუძნებელთა მიერ ხელმოწერილ და სათანადო წესით დამოწმებულ წესდებას. დამწყები მეწარმეების შეცდომას წარმოადგენს სწორედ ის, რომ ბიზნესის რეგისტრაციისას, როგორც წესი, ისინი იყენებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოთავაზებული წესდების შაბლონს, რომელიც შედგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დისპოზიციურ ნორმებზე დაყრდნობით. დისპოზიციურ ნორმათა სამართლებრივი ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ დადგენილი წესი შესაძლოა შეიცვალოს (ამ შემთხვევაში) ბიზნესის დამფუძნებელთა შეთანხმებით, რომლებიც ჩამოაყალიბებენ მათთვის სასურველ წესებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს იმპერატიულ კანონმდებლობას. დამფუძნებელთა მიერ ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მათი ბიზნესის მართვის ფარგლებში იმოქმედებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. ამით კი თქვენ დაკარგავთ შესაძლებლობას, მართოთ თქვენი ბიზნესი თქვენი სურვილების შესაბამისად. მაგალითისთვის, კანონი განსაზღვრავს, რომ „თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%“. თქვენ კი თქვენი ბიზნეს საქმიანობის, პარტნიორთა რაოდენობის და მათ შორის წილების განაწილების გათვალისწინებით შეგიძლიათ განსაზღვროთ კანონისგან განსხვავებული, თქვენთვის სასურველი საპროცენტო განაკვეთი ხმებისთვის, რომელიც საჭირო იქნება საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. აღნიშნული კი, აუცილებლად სათანადო წესით უნდა აისახოს საწარმოს წესდებაში.

როგორც წესი, ადამიანები საქმიან ურთიერთობაში შედიან მათთვის სანდო პირებთან. ისინი შეცდომას სწორედ ამის გამო უშვებენ და ბიზნესის დაფუძნების ეტაპზე ვერ ხედავენ სამართლებრივი გარანტიებით შედგენილი, დეტალურად გაწერილი წესდების საჭიროებას. თუმცა, ბიზნეს საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე დამფუძნებლები აუცილებლად დგებიან თუნდაც მცირე უთანხმოების წინაშე, რომლის გადაწყვეტაც დამოუკიდებლად, ურთიერთშეთანხმებით არ შეუძლიათ. ამის გამო კი უწევთ სასამართლოსთვის/არბიტრაჟისთვის ან დავების გადაწყვეტის უფლებამოსილების მქონე სხვა სუბიექტისთვის მიმართვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს დაფუძნების დღიდან ჰქონდეს დეტალურად გაწერილი წესდება. წესდებაში მოწესრიგებული უნდა იყოს ყველა შესაძლო საკითხი, რომელიც ბიზნესის მართვის ფარგლებში შეიძლება წარმოიშვას. ასეთი საკითხებია საწესდებო კაპიტალის ოდენობა, მისი შეტანის წესი, პარტნიორთა შორის წილების გადანაწილების საკითხი, ხმის მიცებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, კრების მოწვევის წესი, პარტნიორთა გარიცხვის საფუძვლები, პარტნიორთა პასუხისმგებლობა, წილის გასხვისების წესი და სხვა მრავალი სამეწარმეო სამართლებრივი საკითხი, რომელთა წინასწარ განსაზღვრაც აუცილებელია ბიზნესის დაფუძნებამდე.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბიზნესის შესაბამისი სამართლებრივი ფორმის შერჩევა და სწორად შედგენილი წესდება წარმოადგენს თქვენი მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას. თუკი თქვენ არ დაუშვებთ შეცდომას და არ დაკარგავთ შესაძლებლობას, რომ სწორი სამართლებრივი გარანტიებით შედგენილი წესდებით, თქვენი სურვილის შესაბამისად მართოთ ბიზნესი, თქვენ დაზოგავთ დროსა და ძალისხმევას, შეინარჩუნებთ რეპუტაციას და თავიდან აირიდებთ სამომავლო უთანხმოებებსა და ზედმეტ ხარჯებს.

Read more