Skip to main content Skip to search

შეფასება

შეფასება

ქონების შეფასება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია. ეს გადაწყვეტილებები დაკავშირებულია ქონების ყიდვასთან,გაყიდვასთან,კომპანიების შერწყმასთან,წილის დადგენასთან და სხვა.

საქართველოში, ბოლო ოცი წლის განვითარების ეტაპზე გაჩნდა მოთხოვნა საშემფასებლო საქმიანობობაზე. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში კი გაიზარდა მომსახურების ხარისხი ამ სფეროში, რაც განაპირობა საშემფასებლო სერვისზე მოთხოვნის ზრდამ.

საშემფასებლო საქმიანობა საკონსულტაციო-აუდიტურ მომსახურებასთან დაკავშირებული სფეროა.

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი აღნიშნული მომსახურებას ახორციელებს დაფუძნების დღიდან. კომპანია თვალყურს ადევნებს საშემფასებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ცვლილებებს.

აღნიშნულ მიმართულებას FSG-ის სხვა მომსახურებებთან ერთად ხელმძღვანელობს გუნდი, რომლის წარმომადგენლებსაც აქვთ კომპანიაში მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება.

ქონების შეფასების პროცესში შემფასებლებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას ღებულობენ სხვა დარგის სპეციალისტები (იურისტები, აუდიტორები)

FSG-ის საშემფასებლო მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

  • ბიზნესის ფინანსური ღირებულების დადგენა
  • საწარმოს ფინანსური ღირებულების დადგენა
  • უძრავი ქონების შეფასება
  • მოძრავი ქონების შეფასება