რა შემთხვევაშია დღგ-ს ნებაყოფლობითი რეგისტრაცია მომგებიანი (სასარგებლო) და რა შემთხვევაში – არა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მულის მიხედვით, პირს შეუძლია ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. ეს იმ შემთხვევას ეხება, როდესაც პირის დასაბეგრი ბრუნვა 100 000 ლარს არ აჭარბებს ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში და ბრუნვა სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

ზოგადი ინფორმაცია: ქვემოთ მოყვანილი ყველა მაგალითისთვის გამოსადეგია შემდეგი სახის გამოთვლა: შეძენის ფასი 15 ლარი მოიცავს დღგ-ს, ან რეალიზაციის ფასი 20 ლარი მოიცავს დღგ-ს. ამ შემთხვევაში 15 ლარიდან და 20 ლარიდან უნდა განვსაზღვროთ რამდენია დღგ-ს თანხა 2,29 (15*18/118=2,29), ხოლო, ღირებულება იქნება 12,71 ლარი (15-2,29=12,71). 20 ლარიდან, რომ გამოვთვალოთ დღგ იქნება 3,05ლარი (20*18/118=3,05). შემოსავალი იქნება 16,95 ლარი (20-3,05=16,95).

ქვემოთ მოცემული, პირველი სამი მაგალითი მოყვანილია შესწავლის მიზნით, ბოლო, მე-4 მაგალითის ადვილად ასაღქმელად.

მაგალითი 1. მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და ყიდის 20 ლარად. ყიდულობს პირისგან, რომელიც დღგ-ს გადამხდელი არ არის ანუ 15 ლარი არ მოიცავს დღგ-ს გადასახდს და გამყიდველისგან დღგ-ს ჩათვლას ვერ მიიღებს. დღგ-ს გადამხდელად თუ არ დარეგისტრირდა, მიიღებს 5 ლარს მოგებას,ხოლო თუ დარეგისტრირდა მიიღებს 1,25 ლარს.

იხილეთ გამოთვლები:

ა) როდესაც არ არის დღგს გადამხდელი, მოგება 5 ლარი დარჩება (20-15=5).

ბ) როდესაც დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდება, მოგება 1,95 ლარი დარჩება, რადგან გამოთვლების მიხედვით შემოსავალი იქნება 16,95 (20 ლარს მინუს დღგ (20-3,05) = 16,95. 16,95(შემოსავალს) – (მინუს)15 ლარი (თვითღირებულება) =1,95 მოგება.

ასე რომ, ამ შემთხვევაში პირს არ აწყობს დღგს გადამხდელად დარეგისტრირება.

მაგალითი 2.

მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და 20 ლარად ყიდის. ყიდულობს პირისგან, რომელიც დღგ-ს გამხდელია. 15 ლარი მოიცავს დღგ-ს გადასახდს და გამყიდველისგან დღგ-ს ჩათვლას მიიღებს. თუ დარეგისტრირდა გადამხდელად მიიღებს 4,24 ლარს მოგებას. დღგს გადამხდელად თუ არ დარეგისტრირდა მიიღებს 5 ლარს მოგებას. 

განვიხილოთ გამოთვლები: შეძენის თანხიდან – 15 ლარიდან რომ ამოვიღოთ დღგ მივიღებთ თვითღირებულებას 12,71 ლარი (15-2,29=12,71). გასაყიდი ფასიდან 20 ლარიდან ამოვიღოთ დღგ მივიღებთ შემოსავალს 16,95 ლარს (20-3,05=16,95).

16,95-12,29 = 4,24 ლარი. ე.ი. ამ შემთხვევაშიც არ აწყობს დავრეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად. რადგან 5 მოგება მეტია > 4,25 ზე.

მაგალითი 3.

მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და 20 ლარად ყიდის დღგ-ს ჩათვლით. მყიდველი დღგ-ს გარეშე არ შეიძენს 20 ლარად, შეიძენს 16,95 ლარად ასეთი ფასია ბაზარზე. ამ შემთხვევაში მეწარმეს აწყობს დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. რადგან, დარეგისტრირების შემთხვევაში ყიდვა/გაყიდვიდან წამოეშვება 4,25 ლარი მოგება. ხოლო თუ არ დარეგისტრირდება 1,95 ლარი (16,95-15=1,95).

მაგალითი 4.

მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და ყიდის 20 ლარად. მომწოდებელი დღგ-ს გადამხდელია და შეუძლია დღგ-ს ანგარიშფაქტურის გამოწერა. მომხმარებლები, იურიდიული პირები, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან ყიდულობენ 20 ლარად დღგ-ს ჩათვლით,რაც თვითღირებულებით მათთვის 16,95 ლარია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღგ-ს გარეშე 20 ლარად არ იყიდიან. ხოლო ფიზიკური პირები საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობენ 20 ლარად, რადგან ისინი დღგ-ს გადამხდელები არ არიან და დღგ-ს ვერ ჩაითვლიან.

იმ შემთხვევაში თუ დღგ-ს გადამხდელად მოხდება ორივე სახის გაყიდვიდან განურჩევლად (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) მოგება იქნება 4,24 ლარი (16,95-12,71=4,24).

იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დარეგისტრირებული პირი დღგ-ს გადამხდელად იურიდიულ პირებზე გაყიდვის შემთხვევაში, მოგება ექნება 1,95 ლარი (16,95-15=1,95), ფიზიკურ პირებზე გაყიდვებიდან ექნება მოგება – 5 ლარი (20-15=5).

მე-4 მაგალითის მიხედვით რომ გაირკვეს ღირს თუ არა დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რამდენი მყიდველი ეყოლება პირს, რომლებიც დღგ-ს გადამხდელ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და რამდენი დღგ-ს არგადამხდელ ფიზიკურ პირებს. განვიხილოთ თანაფარდობა: ფიზიკური პირებისგან ერთეულ პროდუქტზე მაქსიმალური მოგება, შეფარდებული იურიდიული პირების ერთეულ პროდუქტზე მაქსიმალურ მოგებასთან 5/4,24 = 1,18. გასათვალისწინებელია სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც: როდის მოუწევს პირს დადგეს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის წესით, მან უნდა გაითვალისწინოს შეძენის, გაყიდვის ფასები და რომელი კლიენტი რა რაოდენობის ჰყავს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, როდესაც დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციას მიაღწევთ რამდენად ადვილია ფიზიკური პირი მომხმარებლებიდან, იურიდიულ პირებზე გადასვლა.