fbpx

FSG შეირჩა EPI პროექტის მონაწილედ

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ -ერთ მონაწილედ შეირჩა. პროგრამის ფარგლებში FSG-ს ეძლევა საშუალება შეარჩიოს კომპანია და გაუწიოს მას შემდეგი მომსახურება:

 

1. შეარჩიოს კომპანიები იმ საწარმოო ჯაჭვიდან, რომლებსაც დახმარებას უწევს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტი, და რომელთაც აქვთ ფინანსების მოზიდვის მნიშვნელოვანი ინტერესი და პოტენციალი.

 

2. შეიმუშაოს ბანკისთვის მისაღები პროექტები ამ კომპანიებისთვის, რაც გულისხმობს:

განავითაროს გაფართოების სტრატეგია და საინვესტიციო გეგმა;

 

შეიმუშაოს პროფესიულად გათვლილი ბიზნეს გეგმები საწარმოებისათვის და ჩაატაროს ფინანსური ანალიზი, რომელიც მიმათული იქნება საწარმოს გაფართოებისაკენ, განსაზღვროს შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები და შეიმუშაოს სესხის დაბრუნების სქემა.

 

ხელი შეუწყოს შემუშავებული პროექტისათვის ფინანსების მოზიდვას. ეს მოიცავს საინვესტიციო და გაფართოების სტრატეგიის პრეზენტაციას ბანკებისა და საფინანსო დაწესებულებებისათვის , ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკების წარმართვას რეკომენდაციების გაწევას დაფინანსების პირობებან დაკავშირებით და პროექტის განხორციელების გეგმის შედგენას.

პროექტის ფარგლებში 2012 წლის 28 თებერვალს, „ექსპო ჯორჯიაში „ გაცნობითი საღამო გაიმართა, სადაც როგორც პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილე კომპანიაებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ერთმანეთს. ბიზნეს ფორუმზე „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფს“ გამოეყო პავილიონი, სადაც კომპანიამ თავისი საქმიანობისა და სერვისების წარმოჩენა შეძლო.

აღნიშნული პროექტი 2012 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

ჩვენი კლიენტები

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED